ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი სამძიმრის წერილს აქვეყნებს და ყოფილ დირექტოს, საქართველოს დამსახურებულ არტისტს გიორგი, ჟორა ლომთაძეს ემშვიდობება.
“ქ. ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ქართული კულტურის დიდი მოამაგე, სასწავლებლის ყოფილი დირექტორი, წლების მანძილზე, სოლო სიმღერის განყოფილების გამგე, ღვაწლმოსილი პედაგოგი, ვოკალისტთა თაობების აღმზრდელი ბატონი გიორგი ლომთაძე.
ვუსამძიმრებთ ოჯახს, კოლეგებს, მის აღზრდილებს ამ დიდი დანაკლისის გამო.
ბატონი გიორგის ღვაწლი და ხსოვნა მუდამ დარჩება სასწავლებლის ისტორიაში.” – ნათქვამია სამძიმრის წერილში.










