LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დასრულდა ეპოქა, ქუთაისი მაესტროს ემშვიდობება

დასრულდა ეპოქა, ქუთაისი მაესტროს ემშვიდობება

დაპოსტა 2026/07/20-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

დასრულდა ეპოქა ქუთაისი მაესტრო გიორგი (ჟორა) ლომთაძეს ემშვიდობება. მუსიკალური სამყაროს წარმომადგენლები სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილეს აქვეყნებენ.

“დასრულდა ეპოქა……

აღარა მყავს ჩემი უსაყვარლესი, ულამაზესი მაესტრო,რომელმაც ეპოქა შექმნა ქუთაისის ოპერის თეატრში,ჩემი

გენიალური მაესტრო….( სიტყვებს ვეღარ

ვპოულობ ,როცა ყოველთვის შემეძლო

დაუსრულებრივ მესაუბრა ჩემს მაესტროზე…)

ვუსამძიმრებ ოჯახის ყველა წევრს: ლელას,გოგის,შორენას,მარიამს,
ვუსამძიმრებ ჩემს თავს,ვუსამძიმრებ მის ერთგულ კონცერტმაისტერს ქბ.ირინა კუხიანიძეს,
ყველა მის აღზრდილს, მის კოლეგებს, ქალაქის საზოგადოებას, ვუსამძიმრებ ოპერის თეატრს,კონსერვატორიას,
სასწავლებელს და საქართველოს სრულიად მუსიკალურ საზოგადოებას…..
ქედს ვიხრი მაესტრო თქვენი
ადამიანობის და პროფესიონალიზმის წინაშე,თქვენ თქვენი გენიალურობით
სიცოცხლეშივე დაიდგით ძეგლი…..
მადლობა ყველაფრისათვის,რაც ჩემთვის გააკეთეთ.,თქვენ რომ არა ,არვიცი ვინ ან, რა ვიქნებოდი…
ფაქტიურად ობლად დარჩენილს
მიპატრონეთ და აღმზარდეთ,სხვა რომ არაფერი, ჩემს მიმართ გამოჩენილი მადლი გაგინათებთ
სასუფეველში გზას…
თქვენ ჩამომაყალიბედ საოპერო მომღერლად.ჩემი ყველა მიღწეული
წარმატება,ხომ თქვენი დიდი შრომის
შედეგია,რაც ყველაზე მეტად თქვენ გახარებდათ…
უფალმა გაანათლოს თქვენი
ლამაზი სული და დაუმკვიდროს ცათა,სასუფეველი,სადაც მართალნი
განისვენებენ….

მშვიდობით ჩემო საყვარელო მაესტრო……” – წერს ნაირა კიკოლიაშვილი.

“ღრმა მწუხარებით ვიუწყები, რომ გარდაიცვალა ქუთაისის ოპერის თეატრი/Kutaisi State Opera გამორჩეული ღვაწლმოსილი მომღერალი, დიდი ხელოვანი,-მაესტრო,საქართველოს სახალხო არტისტიGiorgi Lomtadze
მისი ცხოვრება მთლიანად ეძღვნებოდა მუსიკასა და საოპერო ხელოვნებას. გამორჩეული ნიჭით, არტისტიზმით ,პროფესიონალიზმითა და სცენისადმი უსაზღვრო ერთგულებით მან წარუშლელი კვალი დატოვა ქართული საოპერო ხელოვნების ისტორიაში. სცენის რაინდი, გამორჩეული გარეგნობით , შინაგანი კულტურით, დახვეწილი მანერებით…
იგი იყო ღირსეული ხელოვანი, კეთილშობილი პიროვნება და ახალგაზრდა თაობის შთამაგონებელი. ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის და
ქუთაისის კონსერვატორიის პროფესორმა მრავალი წარმატებული თაობა აღზარდა .
მისი სახელი და შემოქმედება მუდამ იცოცხლებს მადლიერი მსმენელის მეხსიერებაში.
ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს, კოლეგებსა , მის აღზრდილ მომღერლებს , მისი ხელოვნების გულშემატკივრებს.
ნათელი ბატონი გიორგის ხსოვნას.
(ფოტო -გაეტანო დონიცეტი
,, ლუჩია დი ლამერმური”- ენრიკოს როლი)
ბატონი ჟორა…😪💔
ქუთაისის მუსიკალური ცხოვრების მთელი ეპოქა, საუკეთესო მომღერალი და პედაგოგი, ვოკალისტთა თაობების აღმზრდელი, ოპერის თეატრის სოლისტი, წლების მანძილზე სამუსიკო სასწავლებლის და ოპერის თეატრის დირექტორი, ქუთაისის უმაღლესი პროფესიული სასწავლებლის პროფესორი, გამორჩეული სილამაზის, გემოვნების, არისტოკრატული გარეგნობის და მანერების მქონე, თავდადებული მამა და ბაბუა…ღვაწლმოსილი და დაფასებული. უამრავი საპატიო რეგალიის მფლობელი… ოჰ, რა დასანანია მისი გარდაცვალება😪 ვუსამძიმრებ ოჯახს, შვილებს, ლელას და გიორგის, რომლებისთვისაც ის მამაც იყო და დედაც, შვილიშვილებს, მის აღზრდილ მომღერლებს, კოლეგებს, ახლობლებს, ვუსამძიმრებ ქუთაისს, რომელსაც ძალიან დააკლდება ბატონი გიორგი, მისი პროფესიონალიზმით და საქმისადმი ერთგულებით. მადლიერებით და უდიდესი პატივისცემით ვემშვიდობები მას. ამიერიდან უფალს ებარებოდეს მისი სული და დაემკვიდროს მარადიულ სასუფეველში!😪😪😪🙏💔🥀: – წერს მეგი ჭანტურია.
”

როგორ მეშინოდა ამ დღიიის ….
😢😢😢
მაესტროო 🙏🙏🙏🙏
ჩემო ძვირფასო პედაგოგო და პიროვნებავ !
პროფესიონალიზმი ,აკადემიზმი ,ინტელექტი ,ერუდიცია ,პასუხისმგებლობა , კულტურა ,შრომა ,ღვაწლი ,სიკეთე და დიდი პიროვნება წავიდა იმ ქვეყნად .
დასრულდა ეპოქა …
მადლობა ყველაფრისთვის , თქვენისთანა არავინ არსად არ მეგულება .
თქვენი დარიგება ყოველთვის ჩამესმის , სადაც არ უნდა ვიყო –
,, შრომა და მოთმინება დაძლევს ყველა სირთულეს … “
დღეს ძალიან მიჭირს ამ სიტყვების თქმა და მიწევს გითხრათ მშვიდობით განისვენეთ იმ ქვეყნად, ნათელი თქვენს სულს ძვირფასო ადამიანო და დიდო მაესტრო” – წერს ბეგი ნიკოლეიშვილი
”

დასრულდა უდიდესი ეპოქა 😭🤍
თქვენნაირ ადამიანებს დავიწყება არასდროს უწერიათ ! ყველაა რჩევა-დარიგება ჩემთან რჩება სამუდამოდ !
ზოგიი უდიდესი მომღერალი გამოვა , ზოგიც სხვა საქმეს მიჰყოფს ხელს მაგრამ ადამიანობა არის ის პირველიი რაც ცხოვრების ყველა ეტაპზე უნდა შეინარჩუნოს თითოეულმა ჩვენგანმა ! გარდაცვალების შემდეგ ყოველთვის გაიხსენებენ იმას თუ რამდენი სიკეთე დაგითესავთ ცხოვრების გზაზე … თქვენ შეძელით ყოფილიყავით გენიალურიც და ამავდროულად საუკეთესო ადამიანიც !!
P.s ეს ფოტო ჩვენს კლასში გადავიღე , უდიდესი სიამაყით ! მახსოვს იმ დღეს გითხარით კიდევაც რა გენიალური ადამიანი იყავით და უბრალოდ ძალიან თავმდაბლურად მიპასუხეთ ” გმადლობ მარიამ “.. და იმწამსვე ” აბაა გავმღერდით , ეხლა თქვენი დროა “.. ესეთი რამეები მხოლოდ დიდებს შეუძლიათ 🤍
სამუდამოდ ჩემს გულში იქნებით ჩემო გამორჩეულო მასწავლებელო” – წერს მარიამ გაბუნია.
”

🖤მშვიდობით განისვენე მაესტრო!
😭😭
🖤მადლობა იმ ყველაფრისთვის რაც თქვენ ჩემთვის გააკეთეთ! სრულიად უცხო, სამეგრელოდან ჩამოსული ბიჭი რომელსაც ხელი მოჰკიდეთ და მაზიარეთ კლასიკური მუსიკის ხელოვნებას…
არასოდეს დამავიწყდებით მაესტრო😭 – წერს ლაშა დათუნაშვილი
“მშვიდობით ჩემო ძვირფასო მაესტრო…..

ყველა სიკეთით შემკული, ლამაზი, ნიჭიერი, განათლებული, ერუდირებული, ერთგული, მოსიყვარულე….
მომენატრებით, ფიქრებში გელაპარაკებოდით და დღეიდან მუდამ გულში მეყოლებით…..
რამდენი მოგონება მიტრიალებს თავში, აზრებს ვერ ვუყრი თავს…..
მშვიდად განისვენეთ მაესტრო” – წერს მარიკა მაჩიტიძე.

”

მშვიდობით, მაესტრო…
თითქოს ყველაფერი დამთავრდა…
დამთავრდა ის, რასაც დასრულება არ უნდა ეწერა…
მიყვარხართ…
მენატრებით…
ძალიან მენატრებით…
მადლობა ყველაფრისთვის.მადლობა რომ მერგო პატივი ვყოფილიყავი თქვენი მოსწავლე !!!მადლობა რომ იყავით ჩემს ცხოვრებაში!!! თქვენ ყოველთვის იცოცხლებთ ჩვენში და ჩვენს შემოქმედებაში.
თქვენი ღვაწლი, თქვენი სიყვარული მუსიკისადმი და თქვენი ნამოღვაწარი წარუშლელია.
მშვიდობით, მაესტრო…
ნათელი თქვენს სულს.” – წერს ბადრი ადამია

ჟორა ლომთაძე მოსკოვში დაიბადა. მან 1962 წელს დაამთავრა ქ. მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტი 1962 წელს. 1967 წელს ქუთაისის მუსიკალური სასწავლებელი და 1972 წელს  ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ვოკალის განხრით.

1972 წლიდან იყო ქ. ქუთაისის ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტი (ბარიტონი), 1998-2007წწ. დირექტორი, პარალელურად 1972 წლიდან ქუთაისის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(ვოკალი), 1974-1976წწ. დირექტორი, პარალელურად 1974 წლიდან ქუთაისის უმაღლესი მუსიკალური კოლეჯის პედაგოგი, პროფესორი; ქართული რეპერტუარი: მურმანი, კიაზო (ზ. ფალიაშვილი “აბესალომ და ეთერი”, “დაისი”), გოჩა (მ. ბალანჩივაძე “დარეჯან ცბიერი”), ჩალხია, ქრისტეფორე(ო. თაქთაქიშვილი “მინდია”, “პირველი სიყვარული”), გელა(რ. ლაღიძე “ლელა”), თავადი ლევანი(ვ. დოლიძე “ქეთო და კოტე”), გრიბოედოვი (დ. თორაძე “ჩრდილოეთის პატარძალი”); სხვა რეპერტუარი: რიგოლეტო, ჟერმონი, დი ლუნა (ვერდი “რიგოლეტო”, “ტრავიატა”, “ტრუბადური”), გენრიხ ასტონ, ბელკორე (დონიცეტი “ლუჩია დი ლამერმური”, “სიყვარულის ნექტარი”), ალფიო (მასკანი “სოფლის პატიოსნება”), ონეგინი, ზარეცკი (ჩაიკოვსკი “ევგენი ონეგინი”, “პიკის ქალი”), ალეკო (რახმანინოვი “ალეკო”).

გიორგი ლომთაძე სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრს, ასევე ქუთაისის ცენტარალურ სამუსიკო სასწავლებელს.

ჟორა ლომთაძე გახლავთ საქართველოს სახალხო არტისტი და საქართველოს დამსახურებული არტისტი, ის იყო ღირსების ორდენოსანი, და საპატიო ორდენის მფლობელი.

საქართველოს დამსახურებულ არტისტის, ქუთაისის ოპერის თეატრის წინ ვარსკვლავი რამდენიმე წლის წინ გაუხსნეს.
📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

ტემპერატურა იმატებს – როგორი ამინდი გველოდება

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში უმეტესად მზიანი და ცხელი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ქვეყნის დიდ ნაწილში უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ხოლო ჰაერის ტემპერატურა ეტაპობრივად მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, დღისით ჰაერის...

დაწვრილებითDetails

თოფიდან რამდენჯერმე ესროლა ყოფილ მეუღლეს და ერთ პირს – რა მოხდა თერჯოლაში

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სიღნაღის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის 29 ოქტომბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში,...

დაწვრილებითDetails

მზადაა, კვლავ ფურორი მოახდინოს – რას წერს ბუნდესლიგა ბუდუ ზივზივაძეზე

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
სასიხარულო ინფორმაცია ბუდუ ზივზივაძეზე
მთავარი

ბუნდესლიგის ოფიციალური გვერდი, მეორე ბუნდესლიგის პოტენციური ბომბარდირების შესახებ წერს და სტატიის ავტორის ყურადღების ცენტრში „ჰაიდენჰაიმის“ ქართველი შემტევი, ბუდუ ზივზივაძეც მოხვდა. სტატიაში აღნიშნულია, რომ 32 წლის შემტევი ბომბარდირობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი...

დაწვრილებითDetails

ყველაზე დიდია კოლხეთში – ლეჩხუმში 3 000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
ყველაზე დიდია კოლხეთში – ლეჩხუმში 3 000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს
მთავარი

ლეჩხუმში 3 000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს -  ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს: "ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღურაშის ტერიტორიაზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებმა და უცხოელმა მკვლევრებმა, ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების...

დაწვრილებითDetails

პატარა გაბრიელის დედა ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
პატარა გაბრიელის დედა ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

გაბრიელ ჩადუნელის დედა, თაკო ბარბაქაძე, სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, პატარა უკვე პალატაშია და თავს კარგად გრძნობს. „ყველაზე ტკბილი და პატარა ადამიანი. ჩვენ უკვე პალატაში ვართ“, – წერს...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
იმერეთში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს
მთავარი

იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ფიზიკური პირი მ. ფ.-ს (თერჯოლა, სოფელი სიქთარვა) ყველის წარმოება შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ყველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე და ტექნოლოგიური...

დაწვრილებითDetails

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამძიმრის წერილს აქვეყნებს

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამძიმრის წერილს აქვეყნებს და საქართველოს დამსახურებულ არტისტს გიორგი, ჟორა ლომთაძეს ემშვიდობება. "ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, საქართველოს სახალხო არტისტისა და ქართული მუსიკალური კულტურის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი სამძიმრის წერილს აქვეყნებს

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
ხონში ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა
მთავარი

ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი სამძიმრის წერილს აქვეყნებს და ყოფილ დირექტოს, საქართველოს დამსახურებულ არტისტს გიორგი, ჟორა ლომთაძეს ემშვიდობება. "ქ. ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა...

დაწვრილებითDetails

ცხოვრების ნაწილი წაიღე – კიდევ ერთი ემიგრანტი თეო ბაღიშვილი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
ცხოვრების ნაწილი წაიღე – კიდევ ერთი ემიგრანტი თეო ბაღიშვილი გარდაიცვალა
მთავარი

ულამაზესი და უსაყვარლესი ემიგრანტი თეო ბაღიშვილი გარდაიცვალა. როგორც მეგობრები წერენ ის მძიმე დავადებას ებრძოდა ....უფალმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული ...ვუსამძიმრებთ ოჯახს და ემიგრატებს...მარადიული ხსოვნა მის სულს "თეო ჩემო ლამაზო...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელი ეფრემოვკაა. ბიძგების სიმძლავრემ 3 მაგნიტუდამდე შეადგინა. დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"