LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ხვალ საქართველოში ევროპის დღე აღინიშნება – ნახეთ რა ღონისძიებები გელოდებათ ბათუმში

ხვალ საქართველოში ევროპის დღე აღინიშნება – ნახეთ რა ღონისძიებები გელოდებათ ბათუმში

დაპოსტა 2026/07/10-ში
A A
23
ნახვა
გაზიარება
11 ივლისს, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში „ევროპის დღეს“ შავი ზღვის სანაპიროზე აღნიშნავს. ღონისძიებები 11:30 საათზე სასტუმრო ჰილტონში დაიწყება, რომელიც თავს უყრის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს, პარტნიორ ორგანიზაციებს, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს და ფართო საზოგადოებას, რათა კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი ევროკავშირისა და საქართველოს პარტნიორობას, რომელიც 30 წელზე მეტს ითვლის.
აქტივობები ღონისძიებაზე:
🏛️ ევროპის გუნდი (TEAM EUROPE)
ეწვიეთ ინტერაქციულ სივრცეს, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოები წარმოგიდგენენ იდეებს, გამოგონებებსა და აღმოჩენებს, რომლებიც ევროპამ მსოფლიოს აჩუქა და რომელმაც თანამედროვე სამყარო შექმნა.
🌱 ევროკავშირის პროექტები – პარტნიორობის 30 წელზე მეტი
გაეცანით ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის სამ ათწლეულს რეალური ისტორიების, გამოცდილების გაზიარების, ინტერაქციული თამაშების, საინტერესო ინსტალაციების და აქტივობების საშუალებით.
🎙️ Live პოდკასტი „ჩემი ევროპა, ჩემი მომავალი“
დაიკავეთ ადგილი ჩვენი პოდკასტის სტუდიაში და გახდით საინტერესო საუბრების ნაწილი ევროპის, საქართველოსა და ჩვენი საერთო მომავლის შესახებ. თქვენ მხოლოდ მსმენელი კი არა, დიალოგის მონაწილეც გახდებით.
🌿 მწვანე კუთხე
აღმოაჩინეთ ნივთების ხელახალი გამოყენების, შეკეთებისა და განახლების პრაქტიკული გზები. გაეცანით, როგორ მუშაობენ ევროკავშირი და საქართველო ერთად უფრო მწვანე მომავლისთვის პრაქტიკული ვორქშოპების მეშვეობით, რომლებიც გარემოსდაცვით იდეებს სახალისოსა და ხელშესახებ ხდის.
📸 პრაქტიკული ფოტოგრაფიის ვორქშოპი
იმუშავეთ რეალურ ღონისძიებაზე პროფესიონალი ფოტოგრაფების მენტორობით. შეიძინეთ გამოცდილება, დახვეწეთ ხედვა და აღბეჭდეთ „ევროპის დღე“ საკუთარი ობიექტივით.
🥽 VR მოგზაურობა
გაიკეთეთ ვირტუალური რეალობის სათვალე და იმოგზაურეთ ევროპის 20-ზე მეტ ქალაქში.
🎭 საბავშვო თეატრი „გაფუჭებული ტელეფონი“
„თამაშობანას“ სახალისო და ინტერაქციული სპექტაკლი, რომელიც სპეციალურად ახალგაზრდა მაყურებლისთვისაა შექმნილი.
🎓 ცოდნის ბორბალი
შეამოწმეთ თქვენი ცოდნა ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების შესახებ ჩვენს ინტერაქციულ ვიქტორინაში და მოიგეთ პრიზები!
🎶 მთავარი სცენა
მოუსმინეთ სასკოლო ანსამბლების, გუნდებისა და ნიჭიერი ადგილობრივი მოსწავლეების ცოცხალ შესრულებას მთელი დღის განმავლობაში.
🎸🎵 კონცერტი – ბულვარი
დაასრულე დღე ცოცხალი მუსიკით ნათია თოდუას და Mechanical Rainbow-ს შესრულებით, რომელიც საღამოს ენერგიით, ემოციითა და სადღესასწაულო განწყობით შეავსებს. 🎶☀️
18:00 – 18:30 – ნათია თოდუა
19:00 – 20:30 – Mechanical Rainbow
ვებგვერდი: https://eu4georgia.info/43mQTzx
გაზიარება9

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
ვოლგოგრადის ოლქში პატიმრებმა ციხის თანამშრომლები მძევლად აიყვანეს – რუსული მედია
მთავარი

ქუთაისის მეორე ციხეში პატიმარი გარდაიცვალა პენიტენციურ სამსახურის ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი 6-კაციან საკანში 5 თანამოსაკნესთან ერთად იმყოფებოდა, როცა საწოლის მეორე სართულიდან გადმოვარდა და სახით დაეცა. "ადგილზე გამოიძახეს სამედიცინო ბრიგადა, თუმცა მისი...

დაწვრილებითDetails

“ამით დემოკრატია გაძლიერდება, საზოგადოება მოიგებს ამ ყველაფრისგან და გაიხარებს” – შალვა პაპუაშვილი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დააინიცირა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების პროექტი
მთავარი

ამით დემოკრატია მხოლოდ გაძლიერდება და საზოგადოება მხოლოდ მოიგებს ამ ყველაფრისგან და გაიხარებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა....

დაწვრილებითDetails

პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები მიიღო

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
პრეზიდენტის იმპიჩმენტს საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს ხელს
მთავარი

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 80-ხმით ერთხმად, „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები დაამტკიცა. „ქართული ოცნების“ დეპუტატების საკანონმდებლო ინიციატივა 15 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით მიიღეს. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისთვის...

დაწვრილებითDetails

“ესეც აჩვენებს, თუ ვინ არის ბოიკოტზე ორიენტირებული, დესტრუქციული და დიალოგის შემაფერხებელი” – შალვა პაპუაშვილი საქართველოს ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე არმიწვევაზე

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დააინიცირა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების პროექტი
მთავარი

როდესაც კალასი საუბრობს, რომ მისი ამოცანა არ არის საქართველოსა და შავი ზღვის საკითხების სიღრმისეული განხილვა, ეს აჩვენებს მის ზედაპირულობას - რაც შეეხება საქართველოს არ მიწვევას ესეც აჩვენებს, თუ ვინ არის...

დაწვრილებითDetails

შსს მომსახურების სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
შსს-ს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

მსჯავრდების შესახებ ცნობაში მითითებულია ინფორმაცია იმის შესახებ, რომელ წლებში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლით იყო პირი მსჯავრდებული. ეს ინფორმაცია ცნობაში აისახება მაშინაც კი, თუ პირს ნასამართლობა უკვე გაქარწყლებული...

დაწვრილებითDetails

აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების მწარმოებლებს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდათ

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების მწარმოებლებს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდათ
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების მწარმოებლებს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის დეპარტამენტების ინსპექტორებმა ხორცპროდუქტების საწარმოებში სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ...

დაწვრილებითDetails

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე კობა ქარუმიძე 23-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონია

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე კობა ქარუმიძე 23-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონია
მთავარი

ლას-ვეგასში ჭიდაობაში 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. სპორტის სამინსიტროს ინფორმაციით, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე კობა ქარუმიძემ (55 კგ) ფინალში ინდოელი ვიშვაჯიტ რამჩანდრა მორი ანგარიშით 13:12 დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა.

დაწვრილებითDetails

საქმის შეწყვეტა მოითხოვონ, ვინაიდან ამ საქმეში მოსყიდული ჟურნალისტების „ბალამუტის“ გარდა არაფერია – ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დავით კაკულია

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
საქმის შეწყვეტა მოითხოვონ, ვინაიდან ამ საქმეში მოსყიდული ჟურნალისტების „ბალამუტის“ გარდა არაფერია – ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დავით კაკულია
მთავარი

22 წლის ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები, დავით და გურამ კაკულიები კვარაცხელიას ოჯახს საჩივრის გატანისკენ მოიწოდებენ. შესაბამისი განცხადება ძმებმა სასამართლო პროცესზე გააკეთეს. მათ მოსამართლე ლელა კალიჩენკომ...

დაწვრილებითDetails

პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებიდან კორუფციული გარიგება არავის გაუკვირდება – გიგა ფარულავა

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებიდან კორუფციული გარიგება არავის გაუკვირდება – გიგა ფარულავა
მთავარი

თუ რამე ფსკერი არსებობს, ალბათ, ყველა დონეზე დაეშვა „ოცნების“ პოლიტიკური გუნდი - პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებიდან კორუფციული გარიგება არავის გაუკვირდება, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიგა ფარულავამ განაცხადა, რითაც „კულტურის...

დაწვრილებითDetails

ჩემს შვილს არაფრის გამო გულში, 14 სმ-იანი ჭრილობა აქვს, ვითხოვ სამუდამო პატიმრობას – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
ჩემს შვილს არაფრის გამო გულში, 14 სმ-იანი ჭრილობა აქვს, ვითხოვ სამუდამო პატიმრობას – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა
მთავარი

ხუდადოვის ქუჩაზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა ბრალდებული არასრულწლოვანის მიმართ უმაღლეს სასჯელს ითხოვს. ეკა მხატვრიშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს ესწრება, სადაც განსასჯელის სკამზე არასრულწლოვანი ზის. როგორც ქალმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"