LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მოვითხოვთ, მემორიალზე წარწერა იყოს მკაფიო ფორმულირების – “2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ ქართველ გმირთა მემორიალი“ –  იმერეთის სამოქალაქო საზოგადოება განცხადებას ავრცელებს

მოვითხოვთ, მემორიალზე წარწერა იყოს მკაფიო ფორმულირების – “2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ ქართველ გმირთა მემორიალი“ – იმერეთის სამოქალაქო საზოგადოება განცხადებას ავრცელებს

დაპოსტა 2026/04/07-ში
A A
67
ნახვა
გაზიარება
“მოვითხოვთ, მემორიალზე წარწერა იყოს მკაფიო ფორმულირების – “2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ ქართველ გმირთა მემორიალი“ –  6 აპრილს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით იმერეთის სამოქალაქო საზოგადოება განცხადებას ავრცელებს.
,, ქუთაისის ფაქტობრივ მართვაზე პასუხისმგებელ პირებს!
საჯაროდ მოგიწოდებთ შესაბამისი ეთიკური ნორმების დაცვითა და სახელმწიფო ინტერესებით მოეკიდოთ აღნიშნულ საკითხს.
საჯარო მიმართვას ვავრცელებთ წინარე გამოცდილებებზე დაყრდნობით, რომლებიც ადასტურებენ, რომ ქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ოფიციალური არხებით მომართვიანობა, თქვენი მხრიდან დღემდე და ტენდენციურად პასუხგაუცემელია.
რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირები იმსახურებენ განუსაზღვრელ და უპირობო პატივისცემას. ქალაქ ქუთაისის საამაყოდ, უკვდავ გმირთა რიგებში არიან ჩვენი თანაქალაქელებიც.
🔴 მოგმართავთ 6 აპრილს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
პირველ რიგში, მივესალმებით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალის რეაბილიტაციის იდეას. მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების საერთო მეხსიერებაში აღიბეჭდოს მსგავსი თარიღები, რომლებითაც, სამწუხაროდ, სავსეა ჩვენი ქვეყნის ისტორია. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს უნდა მოხდეს სწორად.
მაღალი ინტერესის გამო, ჩვენ თვალყურს ვადევნებდით შარშან, 7 აგვისტოდან მოყოლებული ქმედებათა ქრონოლოგიას. გაურკვეველი იყო, რატომ არ გვქონდა შესაძლებლობა შარშან, 7 აგვისტოს პატივი მიგვეგო საქართველოსთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნისთვის.
-რატომ შემოიღობა წინსწრებით?
-რატომ არ დასრულდა პროექტი -გათვალისწინებულ ვადებში?
-რატომ გადავადდა ამდენჯერ საბოლოო თარიღი?
ამ, არც თუ ისე მცირე, ლოდინის შემდეგ, იმ იმედით, რომ წელს მაინც მივაგებდით საკადრის პატივს საქართველოსთვის დაღუპულ ქართველ გმირებს, 6 აპრილს სრულიად შემაშფოთებელი რეალობის წინაშე აღმოვჩნდით.
წარწერა – ,,8 აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი”, ატარებს საქართველოს ისტორიული მტრის ნარატივს. წარწერის ამგვარი ფორმულირება ანტისახელმწიფოებრივია და ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებს. შეგახსენებთ (!), 7 აგვისტოს საქართველოს საზღვრები მტრულ სახელმწიფოს – რუსეთს, უკვე გადმოკვეთილი ჰქონდა, ხოლო 8 აგვისტოს საქართველოს მიერ გადადგმული სამხედრო ნაბიჯები წარმოადგენს კონტრშეტევას, ქვეყნის და საკუთარი მოქალაქეების დაცვის მიზნით, რაც ნებისმიერი სუვერენიტეტის მქონე სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა.
აღვნიშნავთ იმასაც, რომ რუსეთის მხრიდან პროვაკაციები ფიქსირდებოდა ჯერ კიდევ ივლისში. ხოლო, აგვისტოს პირველ რიცხვებში ერედვში 5 პოლიციელის ნაღმზე აფეთქებით გაგრძელდა.
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომი არ იყო ერთდღიანი, როგორც ეს მემორიალზე დატანილი წარწერით იკითხებოდა.
ჩვენთვის არასასიამოვნოა, რომ გვიწევს უკვდავი შინდისის გმირების შეხსენება (11 აგვისტო).
ომის ანატომიიდან გამომდინარე, თითოეული დეტალი აუწონელი ღირებულებისაა. ჩვენი აზრით, დამამცირებელია, როცა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით საერთაშორისო საზოგადოებისთვის ფაქტები ბევრად უფრო სიღრმისეულადაა გადააზრებული, ვიდრე ქვეყნის შიგნით. საერთაშორისო დონეზე აღნიშნული ომის შეფასება ასახულია არაერთ დოკუმენტში, მათ შორის: სტრასბურგის 2008 წლის 3 სექტემბრის რეზოლუციაში „საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ“, სადაც საუბარია რუსეთის სამხედრო ქმედებებსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე; სტრანბურგის საპარლამენტო ასამბლეის 2009 წლის რეზოლუცია №1633 („რუსეთსა და საქართველოს შორის ომის შედეგები“); სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, სადაც დადგენილია რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა დარღვევებზე; ე.წ. ტალიავინის კომისიის (2009) ანგარიშში დეტალურადაა განხილული კონფლიქტის განვითარება და რუსეთის შეიარაღებული ძალების მონაწილეობა. ზემოაღნიშნული საერთაშორისო დოკუმენტები ადასტურებს, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენები შეფასებულია როგორც სახელმწიფოთაშორისი სამხედრო კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის.
იმის მიუხედავად, რომ წარწერა, ამ ეტაპზე, მოხსნილია, მომხდარი (იმის გათვალისწინებით, რომ უამრავი დრო გქონდათ კონცეფციის შეჯერებისთვის), ბუნებრივად, აჩენს შიშის განცდას, რომ მომდევნო ვერსიაც შესაძლოა, ასევე, არ იყოს საამაყო.
ამიტომ, მოვითხოვთ, რომ მემორიალზე წარწერა იყოს მკაფიო ფორმულირების:
„2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ ქართველ გმირთა მემორიალი“.
იმგვარი შესაძლო ფორმულირება, სადაც, გატარებული იქნება მტრის ნარატივი, ამორიცხული – ქართველი გმირები, დაზუსტებული არ იქნება მტერი, რომელიც საქართველოს თავს დაესხა, ცხადია, მიჩნეული იქნება ისტორიული ფაქტის საზოგადოების მეხსიერებაში დამახინჯებულად შემონახვის მცდელობად.” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
გაზიარება27

დაკავშირებული -პოსტები

“დაველოდოთ გამოძიებას” – კახა კალაძე მეტროს ტენდერიდან 41 მილიონის მითვისების საქმეზე

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
ინერციით გუშინაც ერთად მივედით მე და ჩემი შვილი ამ უმნიშვნელოვანეს მატჩზე- კახა კალაძე
მთავარი

ჩვენი შესაბამისი სამსახურების მოკვლევის შედეგად იქნა გადაგზავნილი მასალები შესაბამის უწყებაში, გამოძიება რომ დაწყებულიყო. ჩვენ საქმე გვაქვს სავარაუდო საბუთების გაყალბებასთან. დაველოდოთ გამოძიებას, დაუსჯელი არავინ დარჩება! ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხს აგებს...

დაწვრილებითDetails

14 წლის მოსწავლემ თანაკლასელი ელექტროშოკით გათიშა

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

მთავარის ინფორმაციით, კასპში 14 წლის მოსწავლემ თანაკლასელი ელექტროშოკით გათიშა . როგორც მოქალაქე გამოცემას უყვება, შემთხვევა გუშინ, სოფელ ზემო ხანდაკის სკოლაში, საგაკვეთილო პროცესის დროს მოხდა. მომხდარის შესახებ ინფორმირებულები არიან მშობლები, ასევე...

დაწვრილებითDetails

აფარებდნენ თუ არა აღმზრდელები ბავშვებს ძილის დროს სახეზე ბალიშებს? – სკანდალი ბაღში

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
საბავშვო ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა
მთავარი

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საბავშვო ბაღში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო - ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყებაში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის...

დაწვრილებითDetails

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

თბილისში, თემქაზე მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე სასამართლო განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ნია იმნაძის ეპიზოდს განიხილავენ. დაცვისა და ბრალდების მხარეების შეკითხვებს უპასუხებენ გამომძიებლები, რომლებიც არასრულწლოვნის დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდნენ. „ეს არასრულწლოვნები...

დაწვრილებითDetails

საბავშვო ბაღში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საბავშვო ბაღში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის...

დაწვრილებითDetails

იმერეთიდან ქობულეთში მივლინებით მყოფ პოლიციელებს, რომლებმაც მოქალაქეები სცემეს, 6-6 წელი მიუსაჯეს

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
იმერეთიდან ქობულეთში მივლინებით მყოფ პოლიციელებს, რომლებმაც მოქალაქეები სცემეს, 6-6 წელი მიუსაჯეს
მთავარი

„ქობულეთის პოლიციაში მოქალაქეების ცემის საქმეზე“ ბრალდებულ პოლიციელებს - ირაკლი კაციტაძეს, ბექა კუხალაშვილს და მიხეილ ჯინჭარაძეს   6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. მსჯავრდებულებს ასევე არ ექნებათ 2-2 წლით საჯარო სამსახურებში დასაქმების უფლება. "ბათუმელების"...

დაწვრილებითDetails

არავინ იძლევა პასუხს – ვანში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
არავინ იძლევა პასუხს – ვანში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
მთავარი

"კატასტროფული მდგომატეობაა" - ვანში მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ. როგორც ადგილობრივები "მეგა ტვ"-თან აცხადებენ ვანში მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოების გამო, რომელიც ორი წელია გრძელდება, გზებზე გადაადგილება გართულებულია. მათივე თქმით უცნობია, როდის დასრულდება სამუშაოები....

დაწვრილებითDetails

მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები – რეგულაციის დეტალები

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
სასიხარულო ინფორმაცია მათთვის, ვისაც მართვის მოწმობა აქვს
მთავარი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ზღვარი 80-დან 100 დეციბალამდე გაიზარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს. შსს-ს ცნობით, რეგულაციის შესაბამისად,...

დაწვრილებითDetails

წყლისა და გაზის ტარიფი სავარაუდოდ დეკემბრიდან გაიზრდება

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
ვინც მეტს მოიხმარს, მეტს გადაიხდის – შემოქავთ წყლისა და გაზის ტარიფის დათვლის ახალი წესი
მთავარი

საქართველოში ბუნებრივი აირის პარალელურად, შესაძლოა, წყლის გადასახადიც გაიზარდოს. პარლამენტის მიერ მიღებული კანონის შემდეგ, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ (სემეკი) ტარიფის გაანგარიშების ახალი წესი დაამტკიცა, რომლის მთავარი პრინციპია - რაც მეტს მოიხმარ,...

დაწვრილებითDetails

“საბავშვო ბაღში რამდენიმე ბავშვს დენმა დაარტყა” – რას ამბობს მშობელი

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
თბილისში კორონავირუსის გამო ბაგა-ბაღები დაიკეტა
მთავარი

"N109 საბავშვო ბაღში კიბის მოაჯირებიდან მოხდა დენის გატარება და რამდენიმე ბავშვს დენმა დაარტყა"- ინფორმაციას tvpirveli.ge-ს მშობელი აწვდის. მშობლის ინფორმაციით, ინცინდენტის შემდეგ დაწესებულებას სასწრაფო დახმარების ბრიგადა არ გამოუძახებია. "პირველები" საკითხის გარკვევას...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"