LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მოვითხოვთ, მემორიალზე წარწერა იყოს მკაფიო ფორმულირების – “2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ ქართველ გმირთა მემორიალი“ –  იმერეთის სამოქალაქო საზოგადოება განცხადებას ავრცელებს

მოვითხოვთ, მემორიალზე წარწერა იყოს მკაფიო ფორმულირების – “2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ ქართველ გმირთა მემორიალი“ – იმერეთის სამოქალაქო საზოგადოება განცხადებას ავრცელებს

დაპოსტა 2026/04/07-ში
A A
55
ნახვა
გაზიარება
“მოვითხოვთ, მემორიალზე წარწერა იყოს მკაფიო ფორმულირების – “2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ ქართველ გმირთა მემორიალი“ –  6 აპრილს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით იმერეთის სამოქალაქო საზოგადოება განცხადებას ავრცელებს.
,, ქუთაისის ფაქტობრივ მართვაზე პასუხისმგებელ პირებს!
საჯაროდ მოგიწოდებთ შესაბამისი ეთიკური ნორმების დაცვითა და სახელმწიფო ინტერესებით მოეკიდოთ აღნიშნულ საკითხს.
საჯარო მიმართვას ვავრცელებთ წინარე გამოცდილებებზე დაყრდნობით, რომლებიც ადასტურებენ, რომ ქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ოფიციალური არხებით მომართვიანობა, თქვენი მხრიდან დღემდე და ტენდენციურად პასუხგაუცემელია.
რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირები იმსახურებენ განუსაზღვრელ და უპირობო პატივისცემას. ქალაქ ქუთაისის საამაყოდ, უკვდავ გმირთა რიგებში არიან ჩვენი თანაქალაქელებიც.
🔴 მოგმართავთ 6 აპრილს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
პირველ რიგში, მივესალმებით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალის რეაბილიტაციის იდეას. მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების საერთო მეხსიერებაში აღიბეჭდოს მსგავსი თარიღები, რომლებითაც, სამწუხაროდ, სავსეა ჩვენი ქვეყნის ისტორია. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს უნდა მოხდეს სწორად.
მაღალი ინტერესის გამო, ჩვენ თვალყურს ვადევნებდით შარშან, 7 აგვისტოდან მოყოლებული ქმედებათა ქრონოლოგიას. გაურკვეველი იყო, რატომ არ გვქონდა შესაძლებლობა შარშან, 7 აგვისტოს პატივი მიგვეგო საქართველოსთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნისთვის.
-რატომ შემოიღობა წინსწრებით?
-რატომ არ დასრულდა პროექტი -გათვალისწინებულ ვადებში?
-რატომ გადავადდა ამდენჯერ საბოლოო თარიღი?
ამ, არც თუ ისე მცირე, ლოდინის შემდეგ, იმ იმედით, რომ წელს მაინც მივაგებდით საკადრის პატივს საქართველოსთვის დაღუპულ ქართველ გმირებს, 6 აპრილს სრულიად შემაშფოთებელი რეალობის წინაშე აღმოვჩნდით.
წარწერა – ,,8 აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი”, ატარებს საქართველოს ისტორიული მტრის ნარატივს. წარწერის ამგვარი ფორმულირება ანტისახელმწიფოებრივია და ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებს. შეგახსენებთ (!), 7 აგვისტოს საქართველოს საზღვრები მტრულ სახელმწიფოს – რუსეთს, უკვე გადმოკვეთილი ჰქონდა, ხოლო 8 აგვისტოს საქართველოს მიერ გადადგმული სამხედრო ნაბიჯები წარმოადგენს კონტრშეტევას, ქვეყნის და საკუთარი მოქალაქეების დაცვის მიზნით, რაც ნებისმიერი სუვერენიტეტის მქონე სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა.
აღვნიშნავთ იმასაც, რომ რუსეთის მხრიდან პროვაკაციები ფიქსირდებოდა ჯერ კიდევ ივლისში. ხოლო, აგვისტოს პირველ რიცხვებში ერედვში 5 პოლიციელის ნაღმზე აფეთქებით გაგრძელდა.
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომი არ იყო ერთდღიანი, როგორც ეს მემორიალზე დატანილი წარწერით იკითხებოდა.
ჩვენთვის არასასიამოვნოა, რომ გვიწევს უკვდავი შინდისის გმირების შეხსენება (11 აგვისტო).
ომის ანატომიიდან გამომდინარე, თითოეული დეტალი აუწონელი ღირებულებისაა. ჩვენი აზრით, დამამცირებელია, როცა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით საერთაშორისო საზოგადოებისთვის ფაქტები ბევრად უფრო სიღრმისეულადაა გადააზრებული, ვიდრე ქვეყნის შიგნით. საერთაშორისო დონეზე აღნიშნული ომის შეფასება ასახულია არაერთ დოკუმენტში, მათ შორის: სტრასბურგის 2008 წლის 3 სექტემბრის რეზოლუციაში „საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ“, სადაც საუბარია რუსეთის სამხედრო ქმედებებსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე; სტრანბურგის საპარლამენტო ასამბლეის 2009 წლის რეზოლუცია №1633 („რუსეთსა და საქართველოს შორის ომის შედეგები“); სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, სადაც დადგენილია რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა დარღვევებზე; ე.წ. ტალიავინის კომისიის (2009) ანგარიშში დეტალურადაა განხილული კონფლიქტის განვითარება და რუსეთის შეიარაღებული ძალების მონაწილეობა. ზემოაღნიშნული საერთაშორისო დოკუმენტები ადასტურებს, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენები შეფასებულია როგორც სახელმწიფოთაშორისი სამხედრო კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის.
იმის მიუხედავად, რომ წარწერა, ამ ეტაპზე, მოხსნილია, მომხდარი (იმის გათვალისწინებით, რომ უამრავი დრო გქონდათ კონცეფციის შეჯერებისთვის), ბუნებრივად, აჩენს შიშის განცდას, რომ მომდევნო ვერსიაც შესაძლოა, ასევე, არ იყოს საამაყო.
ამიტომ, მოვითხოვთ, რომ მემორიალზე წარწერა იყოს მკაფიო ფორმულირების:
„2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ ქართველ გმირთა მემორიალი“.
იმგვარი შესაძლო ფორმულირება, სადაც, გატარებული იქნება მტრის ნარატივი, ამორიცხული – ქართველი გმირები, დაზუსტებული არ იქნება მტერი, რომელიც საქართველოს თავს დაესხა, ცხადია, მიჩნეული იქნება ისტორიული ფაქტის საზოგადოების მეხსიერებაში დამახინჯებულად შემონახვის მცდელობად.” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
გაზიარება22

დაკავშირებული -პოსტები

„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს შუქი გაეთიშებათ

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
მთავარი

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. კერძოდ, კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 აპრილს 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება...

დაწვრილებითDetails

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან  საპროტესტო აქციას მართავენ
მთავარი

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ. მათი თქმით, ამიერიდან საპროტესტო აქცია ყოველ ორშაბათს, 17:00 საათიდან გაიმართება და არ დანებდებიან, ვიდრე დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის სახელმწიფო მედიკამენტს არ შემოიტანს...

დაწვრილებითDetails

ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 70 წლის კაცი დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევისას მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მყოფ პირს შეეჯახა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი სამართალდამცავებმა...

დაწვრილებითDetails

ოქრო კვლავ ძვირდება – რა ღირს გრამი საქართველოში

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიოში ოქროს ფასმა მცირედით კვლავ მოიტანა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 792 დოლარი განისაზღვრა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.49%-ით მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 21 აპრილისთვის

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6931 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6931 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6936 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

წყალტუბოსა და რეგიონებში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 20, 2026
0
წყალტუბოსა და რეგიონებში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა
მთავარი

აბაშაში, გორში, წყალტუბოსა და გარდაბანში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს, - ინფორმაციას სურსათის ეროვნულმა სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ფიზიკური პირები სავალდებულო აღიარებისა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე საქმიანობდნენ. "სამეგრელოს დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ...

დაწვრილებითDetails

ბრიფინგი სუს-ში

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
სერბეთის მოქალაქეები, რომელთაც კავშირი აქვთ „რევოლუციურ სცენარებთან,“ საქართველოში USAID-ის პროგრამის მოწვევით ჩამოვიდნენ
მთავარი

ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

დაწვრილებითDetails

8 წლის ნიტას საზოგადოების დახმარება სჭირდება

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
8 წლის ნიტას საზოგადოების დახმარება სჭირდება
მთავარი

8 წლის ნიტას წინ აქვს ძალიან რთული ოპერაცია ბრონქისა და ფილტვის ქირურგიული ჩარევა . - მშობლები საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავენ ეს ნიტაა 8 წლის, უკვე ყველა იცნობთ თავისი ისტორიით.ნიტას წინ...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში შეიქმნა ახალი გვერდი, რომელიც მათ ოფიციალურ ლოგოს არამართებულად იყენებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გვერდი საპატრიარქოს არ ეკუთვნის. „ცოტა ხნის წინ...

დაწვრილებითDetails

მარნეულში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2001 წელს დაბადებული ა.ი. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მარნეულის მუნიციპალიტეტში,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"