„ქობულეთის პოლიციაში მოქალაქეების ცემის საქმეზე“ ბრალდებულ პოლიციელებს – ირაკლი კაციტაძეს, ბექა კუხალაშვილს და მიხეილ ჯინჭარაძეს 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. მსჯავრდებულებს ასევე არ ექნებათ 2-2 წლით საჯარო სამსახურებში დასაქმების უფლება.
- “ბათუმელების” ინფორმაციით, გადაწყვეტილება მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა გუშინ, 17 ნოემბერს მიიღო ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
საქმე ეხება 2022 წელს ქობულეთის პოლიციის შენობაში მოქალაქეების ცემის ფაქტს – ძალადობის დამადასტურებელი ვიდეო კადრები 2026 წლის 13 ივნისს „ნოდარ მელაძის შაბათმა გაასაჯაროვა“.
აღსანიშნავია, რომ 32 წლის გიორგი კვიცარიძეს IT სპეციალისტს, რომელმაც პოლიციის შიდა მიმოწერის სისტემაში შეაღწია და პოლიციაში მოქალაქეების სასტიკი ცემის კადრები საჯაროზე გამოიტანა17-წლიანი პატიმრობა აქვს ეფარდებული.
- ოფიციალურად ბრალი მას ნარკოდანაშაულში ჰქონდა წარდგენილი, თუმცა ოჯახის წევრები და ახლობლები ამბობენ, რომ კვიცარიძეს ნარკოტიკი ჩაუდეს, სწორედ იმის გამო, რომ მან პოლიცია ამხილა.










