LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დევნილები, რომლებიც საპროტესტო აქციებს მართავენ, ბინებს მიიღებენ – ეკატერინე ტიკარაძე

მოსახლეობის მასიური ტესტირების რესურსი იქნება – ეკატერინე ტიკარაძე

დაპოსტა 2020/03/18-ში
A A
105
ნახვა
გაზიარება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თუ კორონავირუსის გარკვეული უკონტროლო ზრდა დაფიქსირდება, მოსახლეობის მასიური ტესტირების რესურსი იქნება.

აღნიშნულის შესახებ ტიკარაძებ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, ჩინეთთან და კორეასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და კვირის ბოლოს ე.წ. აგრესიული ტესტირებების ჩამოტანა შესაძლებელი იქნება, რომლის მეშვეობითაც ბევრი ფაქტის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა მოხდება.

„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვაკვირდებით რამდენიმე ქვეყნის მაგალითს, თუ როგორ მართავენ ისინი ეფექტურად კორონავირუსის გავრცელებას და შემდეგ მის მკურნალობას, ვიღებთ სხვადასხვა მიმართულებით გადაწყვეტილებებს. კორეა არის ქვეყანა, რომელმაც აგრესიული ტესტირების საშუალებით მოახდინა ძალიან ბევრი ფაქტის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და შემდეგ ყოველივე ამის ეფექტური მენეჯმენტი. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები, როგორც კორეასთან სახელმწიფო დონეზე, ასევე ჩინეთთან სახელმწიფო დონეზე. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და გვაქვს იმის დამაიმედებელი პასუხები, რომ კვირის ბოლოს შეგვეძლება კონკრეტულ რაოდენობებზე საუბარი, ჩვენი საელჩო უზრუნველყოფს ამ ტვირთის ჩამოტანას საქართველოში და საჭიროების შემთხვევაში, როცა უკვე მოსახლეობის რაოდენობაში დავაფქისირებთ გარკვეულ უკონტროლო ზრდას, გვექნება იმის რესურსი, რომ მოვახდინოთ მოსახლეობის მასიური ტესტირება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

როგორც ტიკარაძე განმარტავს, პაციენტებს, რომელთაც კორონავირუსის ფორმები მსუბუქად ექნებათ გამოვლენილი, ისინი სახლში მიიღებენ ოჯახის ექიმის მომსახურებას.

„აგრესიული ტესტირება არ გულისხმობს იმას, რომ ადრეულ ეტაპზე გამოვლენილი კორონავირუსი მიმდინარეობს უფრო მსუბუქად, აგრესიული ტესტირება უბრალოდ გულისხმობს ყველა იმ კლასტერის მოცვას და უფრო მეტად ზუსტ ცოდნას, თუ რომელ ჯგუფში არის გავრცელებული კორონავირუსი. მსგავსი ტესტირებები მიმდინარეობს ასევე გრიპის ვირუსზე და ეს არის ზოგადად მიღებული პრაქტიკა, როცა ვაიდენტიფიცირებთ არის თუ არა, ქვეყანაში ეპიდემია.

კორონავირუსის სახლში მართვა გულისხმობს იმას, რომ თქვენ იცით 80-დან 82%-მდე ვირუსის მიმდინარეობა არის მსუბუქი და სწორედ ისეთი პაციენტები, რომელთაც მსუბუქად გამოვლენილი ფორმები ექნებათ, ისინი მიღებენ სახლში ოჯახის ექიმის მომსახურებას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კითხვაზე, თუ სად მოხდება აგრესტიული ტესტირების ჩატარება, მინისტრი პასუხობს, რომ ამასთან დაკავშირებით „კონკრეტულ გეგმას ამუშავებენ და მას შემდეგ, რაც პროცესში ოჯახის ექიმებიც ჩაერთვებიან, საზოგადოებისთვის დეტალური გეგმა გახდება ცნობილი“.

გაზიარება43

დაკავშირებული -პოსტები

სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად უფასო არ იქნება – დადგენილება

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
2026 წლიდან სტუდენტების საგრანტო დაფინანსების მოდელი უქმდება
მთავარი

საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წესი და პირობები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა. ცნობილია, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში იმოქმედებს: ა) საბაზო დაფინანსება; ბ) სახელმწიფო დაკვეთის _ შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსება, ეს...

დაწვრილებითDetails

რა შემთხვევაში გადაუვადდებათ პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს სამხედრო სამსახური

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ახლობლები იყვნენ – რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი იმერეთში ტრაგიკულად დაღუპული სამხედროების შესახებ
მთავარი

პროფესიულ სასწავლებელში ჩაბარება ვაჟებს სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან არ ათავისუფლებს, თუმცა კანონმდებლობა მათთვის სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შესაძლებლობას ითვალისწინებს. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია საქართველოს კანონში "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ"...

დაწვრილებითDetails

თბილისის საქალაქო სასამართლოში ელისო კილაძის საქმის განხილვა დაიწყო

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
მთავარი ძებნილი ისე შემოგეპარათ – ელისო კილაძე
მთავარი

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ,,ქრონიკა+” - ის რედაქტორის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის კიდევ ერთი მოწმე, გიორგი კამლაძე დაიკითხება. დღევანდელი, ისევე როგოც სხვა სხდომები დახურულ...

დაწვრილებითDetails

ალ­ბათ დაგ­ვი­ან­და და მო­ე­წამ­ლა ორ­გა­ნიზ­მი, თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლი ვარ – ახლობლები ლანა ლატარიას მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ალ­ბათ დაგ­ვი­ან­და და მო­ე­წამ­ლა ორ­გა­ნიზ­მი, თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლი ვარ – ახლობლები ლანა ლატარიას მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ
მთავარი

26 წლის ლანა ლა­ტა­რი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბა უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დი­აა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ემ­შვი­დო­ბე­ბა სი­ცო­ცხლით სავ­სე ლა­ნას, რო­მე­ლიც მე­უღ­ლეს­თან და ორ ულა­მა­ზეს გო­გო­ნას­თან ერ­თად აჭა­რა­ში ცხოვ­რობ­და. შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­ზა­რა­ვი ამ­ბა­ვი მის­მა მშობ­ლებ­მა უცხო­ეთ­ში გა­ი­გეს,...

დაწვრილებითDetails

მთავრობა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის იტალიური წარმოების მედიკამენტს “ჯივინოსტატს“ შეიძენს

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ
მთავარი

მოლაპარაკებები დასრულებულია, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტს შეიძენს და...

დაწვრილებითDetails

ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა – BBC

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა – BBC
მთავარი

ოფიციალური პირების შეფასებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთ აფრიკულ ანკლავ სეუტაში დაახლოებით 49 000 მიგრანტი გადავიდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ხუთშაბათს გავრცელებულ ვიდეოებსა და ფოტოებში ჩანს, როგორ შედის ქალაქში ათასობით...

დაწვრილებითDetails

“ჟუჩოკებით” სავსე ქვეყანა! ამ წუთებში ჩემი ბიძაშვილის სახლში იპოვეს – რას წერს ჟურნალისტი გიორგი ახალკაცი

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
“ჟუჩოკებით” სავსე ქვეყანა! ამ წუთებში ჩემი ბიძაშვილის სახლში იპოვეს – რას წერს ჟურნალისტი გიორგი ახალკაცი
მთავარი

"ჟუჩოკებით” სავსე ქვეყანა! ამ წუთებში ჩემი ბიძაშვილის სახლში იპოვეს გამოძახებულია პოლიცია! ველოდებით “ჟუჩოკის” ჩამდები პოლიციელების იდენტიფიცირებას!"  - დაწერა გვიან ღამით სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა გიორგი ახალკაცმა  „მოსასმენი აპარატის აღმოჩენამდე ბინაში პოლიცია...

დაწვრილებითDetails

ყოველწლიურად ათეულობით შემთხვევა რეგისტრირდება, ლეტალობა 10-40%-ია – მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
„მაიმუნის ყვავილი“ შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესირებულ პირებში – მაია ბუწაშვილი
მთავარი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საზოგადოებას ტკიპებით გადამდები დაავადებების შესახებ აფრთხილებს და განსაკუთრებით ყირიმ-კონგოს ცხელებაზე ამახვილებს ყურადღებას. როგორც ბუწაშვილი წერს, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო დაავადებაა ტკიპებით გადამტან ინფექციებს შორის...

დაწვრილებითDetails

უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 61 ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
690 000 ლარის უაქციზო სიგარეტის უკანონო შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 მაისიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის...

დაწვრილებითDetails

რა უნდა იცოდეთ პირველკლასელთა რეგისტრაციის შესახებ

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
მთავარი

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის ბოლო ეტაპი დღეს სრულდება. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცნობით, აღნიშნულ ეტაპზე ბავშვის რეგისტრაცია შესაძლებელია იმ საჯარო სკოლებში, სადაც ხელმისაწვდომია თავისუფალი ან წინა ეტაპების...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"