ბიზნესმენ ბენ ანორის ადვოკატის, ზურა თოდუას განცხადებით, ჟურნალისტ ელისო კილაძის დაკავება, სავარაუდოდ, მათ მიერ პროკურატურაში წარდგენილი ფარული ჩანაწერების საფუძველზე მოხდა.
როგორც ადვოკატი განმარტავს, ფარული ჩანაწერი მან პროკურატურას 13 იანვარს წარუდგინა.
მისივე თქმით, გუშინ, 17 თებერვალს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ჩანაწერების ავთენტურობა დაადასტურა და პროკურატურა იძულებული გახდა, რეაგირება მოეხდინა.
„13 იანვარს შევიტანე საჩივარი და 13 იანვარს მივაწოდე პროკურატურას მტკიცებულება – ფარული ჩანაწერი. ამის შემდეგ ქალბატონმა ელისომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეს არის ყალბი, ფალსიფიცირებული და ა.შ. დავნიშნეთ სამხარაულის ექსპერტის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა. გუშინ მივიღე პასუხი ამაზე. მანამდე გენერალურ პროკურატურაში 4 საჩივარი მაქვს შეტანილი რეაგირების გაკეთებით მოთხოვნით, მაგრამ არ აკეთებდნენ. გუშინ, სამხარაულმა ჩამაბარა ექსპერტიზის დასკვნა, სასწრაფოდ წარვადგინე გენერალურ პროკურატურაში და მოვითხოვე რეაგირება. სავარაუდოდ, ამას უნდა უკავშირდებოდეს ელისო კილაძის დაკავება. რადგანაც ამ ჩანაწერის ავთენტურობა უკვე ეჭვქვეშ აღარ იყო, სავარაუდოდ, ამის შემდეგ აქვთ ეს გადაწყვეტილება მიღებული.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ 16-წლამდე ასაკის პირებს სოციალური მედიის გამოყენება აეკრძალებათ. სტარმერმა აღნიშნა, რომ რეგულაცია შობამდე იქნება მიღებული, აკრძალვა კი 2027 წლის გაზაფხულისთვის ამოქმედდება. როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა...
იმერეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა და საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ზაუტაშვილმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან ერთად, ქუთაისში, ზესტაფონსა და ბაღდათში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს. - ინფორმაციას...
ილია თოფურიასთან დაკავშირებით, UFC-ის ხელმძღვანელი, დანა უაითი ინფორმაციას ავრცელებს. „ილია საავადმყოფოშია. ბევრი ზიანი მიიღო. ექიმი არ ვარ, მაგრამ ისე გამოიყურებოდა, რომ თვალბუდის ძვალი ჰქონდა ჩამტვრეული. დანამდვილებით არ ვიცი ჯერ, თუმცა ამას...
ქუთაისი “გემო ფესტს” უმასპინძლებს. ფესტივალი 26, 27 და 28 ივნისს ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარედ გაიამრთება. "გოჭიც იქნება, სხვა გადასარევი კერძებიც, ასეთივე მუსიკაც, გასართობებიც და შესანიშნავი აურაც. თან ეს ყველაფერი სამი...
ბაღდათში, სოფელ ხანში მიმდინარეობს ქ.ბაღდათი-კაკასხიდი-სოფელ ხანის დამაკავშირებელი გზის დაზიანებული მონაკვეთის სრულმასშტაბიანი აღდგენა. სამუშაოების ღირებულება 4 779 779 ლარს შეადგენს და პროექტი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფონდის ბიუჯეტიდან ფინანსდება. ბაღდათის მუნიციპალიტეტის...
შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის...
ქუთაისელი საქსოფონისტი დაჩი ლაშქარეიშვილი ფესტივალის ,,რონდო კლასიკა" გამარჯვებული გახდა - ინფორმაციას ქუთაისის კულტურულ-სახელოვნებო დაწესებულებათა გაერთიანება ავრცელებს. "ქუთაისის ნოდარ გაბუნიას სახელობის #4 სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებები მოიპოვეს ახალგაზრდა მუსიკოს შემსრულებელთა კონკურს-ფესტივალზე...
მამაკაცი, რომელსაც კახეთში, პოლიცია და ოჯახი ეძებდა, უვნებელი იპოვეს. 39 წლის გიორგი გიორგანაშვილს, რომელსაც ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ, დღეს დილით ყვარლის ტყეში მიაგნეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ჯანმრთელი და უვნებელია. ამ...
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ქვემო ქართლში, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელი იაილაში დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ სამ მაგნიტუდამდე შეადგინა. დამატებითი ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.