ბიზნესმენ ბენ ანორის ადვოკატის, ზურა თოდუას განცხადებით, ჟურნალისტ ელისო კილაძის დაკავება, სავარაუდოდ, მათ მიერ პროკურატურაში წარდგენილი ფარული ჩანაწერების საფუძველზე მოხდა.
როგორც ადვოკატი განმარტავს, ფარული ჩანაწერი მან პროკურატურას 13 იანვარს წარუდგინა.
მისივე თქმით, გუშინ, 17 თებერვალს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ჩანაწერების ავთენტურობა დაადასტურა და პროკურატურა იძულებული გახდა, რეაგირება მოეხდინა.
„13 იანვარს შევიტანე საჩივარი და 13 იანვარს მივაწოდე პროკურატურას მტკიცებულება – ფარული ჩანაწერი. ამის შემდეგ ქალბატონმა ელისომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეს არის ყალბი, ფალსიფიცირებული და ა.შ. დავნიშნეთ სამხარაულის ექსპერტის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა. გუშინ მივიღე პასუხი ამაზე. მანამდე გენერალურ პროკურატურაში 4 საჩივარი მაქვს შეტანილი რეაგირების გაკეთებით მოთხოვნით, მაგრამ არ აკეთებდნენ. გუშინ, სამხარაულმა ჩამაბარა ექსპერტიზის დასკვნა, სასწრაფოდ წარვადგინე გენერალურ პროკურატურაში და მოვითხოვე რეაგირება. სავარაუდოდ, ამას უნდა უკავშირდებოდეს ელისო კილაძის დაკავება. რადგანაც ამ ჩანაწერის ავთენტურობა უკვე ეჭვქვეშ აღარ იყო, სავარაუდოდ, ამის შემდეგ აქვთ ეს გადაწყვეტილება მიღებული.
საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ქუთაისის აეროპორტში“ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის...
მარნეულში, №4 საჯარო სკოლაში სკოლაში თამაშის დროს ერთ-ერთმა ბავშვმა მოსწავლე შემთხვევით, საკანცელარიო დანით დააზიანა. დაშავებულ მოსწავლეს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება. მომხდართან დაკავშირებით...
სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის და სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე 3 პირი დააკავა - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის...
გორში, თევზის საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს . სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ ქალაქ გორში ჩატარებული არაგეგმური კონტროლის შედეგად, თევზის საწარმოს...
ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს - ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს . შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და...
სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების დარღვევისთვის კანონმდებლობა მკაცრდება. შესაბამისი ცვლილებები „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში შედის. კანონპროექტის მიხედვით, აზარტული ან მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის...
სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. ავარიას ხაშურელი ახალგაზრდა ემსხვერპლა. დაღუპულია გიორგი ლომიძე. „სიტყვები მართლაც ზედმეტია… ასეთი ახალგაზრდის სიცოცხლე არ უნდა წყდებოდეს. ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს გიორგი ლომიძის გარდაცვალებას. უფალმა...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გაუპატიურების ბრალდებით 1988 წელს დაბადებული ე.დ. დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1996 წელს...
ავტობანზე ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ქარელი - აგარის მონაკვეთზე 14 აპრილს მოხდა. ქართლის ამბების ინფორმაციით, დაღუპულია 30 წლამდე კაცი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ–ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.
წაჩხურობის დღესასწაული სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში ყოველწლიურად აღინიშნება, აღდგომის მომდევნო კვირაში, ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს. წელს წაჩხურობა 16 აპრილს აღინიშნება. დღევანდელი ტაძრის ადგილას VII საუკუნის ეკლესია მდგარა,...