გერმანიაში თამბაქოს მოპარვის მცდელობისთვის საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს და წერს, რომ ერთ-ერთმა ადგილობრივმა ინციდენტი მობილური ტელეფონით გადაიღო.
ვიდეოში ჩანს როგორ ცდილობს ორი ქართველი ხრახნის გამოყენებით სიგარეტის აპარატის გახსნას, მესამე კი 5 მეტრის მოშორებით დგას და პერიმეტრს აკონტროლებს.
ინციდენტში მონაწილე სამივე პირი პოლიციამ შემთხვევის ადგილას დააკავა. გერმანული მედიის ცნობით, სამი დაკავებულიდან ერთ-ერთის წინააღმდეგ ოთხი დაპატიმრების ორდერი მანამდე იყო გაცემული.
მილიონ 900 ათასი ლარის გათეთრების საქმე – რა ინოფრმაციას ავრცელებს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ სხვადასხვა ქვეყნის სახელით გაცემული, ყალბი პასპორტებით გახსნილი საბანკო ანგარიშები გამოიყენა,...










