გერმანიაში თამბაქოს მოპარვის მცდელობისთვის საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს და წერს, რომ ერთ-ერთმა ადგილობრივმა ინციდენტი მობილური ტელეფონით გადაიღო.
ვიდეოში ჩანს როგორ ცდილობს ორი ქართველი ხრახნის გამოყენებით სიგარეტის აპარატის გახსნას, მესამე კი 5 მეტრის მოშორებით დგას და პერიმეტრს აკონტროლებს.
ინციდენტში მონაწილე სამივე პირი პოლიციამ შემთხვევის ადგილას დააკავა. გერმანული მედიის ცნობით, სამი დაკავებულიდან ერთ-ერთის წინააღმდეგ ოთხი დაპატიმრების ორდერი მანამდე იყო გაცემული.
სულხან თამაზაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე სულხან თამაზაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. სულხან თამაზაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე სულხან თამაზაშვილმა...










