LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოში კულტურის ეროვნულ ფონდი იქმნება

საქართველოში კულტურის ეროვნულ ფონდი იქმნება

დაპოსტა 2019/08/06-ში
A A
62
ნახვა
გაზიარება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კულტურის ეროვნული ფონდი იქმნება.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ბრიფინგზე განმარტა, სამინისტრო განსაზღვრავს კულტურის მიმართულების პოლიტიკასა და სტრატეგიას, ხოლო ფონდი ამ პოლიტიკის განმახორციელებელი იქნება.

მისივე თქმით, კულტურის ეროვნული ფონდი ფუნქციონირებას 2020 წლის იანვრიდან დაიწყებს, იქამდე კი მოსამზადებელი სამუშაოები განხორციელდება. მინისტრის ინფორმაციით, ფონდის ბიუჯეტი, დაახლოებით, 50 მილიონი ლარი იქნება და მის ხელმძღვანელად ირმა რატიანი დაინიშნება.

„კულტურის მიმართულების მართვის სისტემას და დაფინანსების მოდელს რეალური რეფორმა ესაჭიროება და არა ერთჯერადი ფრაგმენტული ცვლილებები. ვიწყებთ კომპლექსურ რეფორმას ამ მიმართულებით, რაც ეფუძნება ევროკავშირის რეკომენდაციებს და მორგებულია ჩვენი ქვეყნის სჭიროებებზე. ჩვენი მიზანია რეფორმის შედეგად სისტემა გახდეს უფრო მოქნილი, პროცესები უფრო ღია და გამჭვირვალე. პრიორიტეტების განსაზღვრა კი უფრო კომპეტენტური და გრძელვადიან განვითარებაზე მიმართული. დღეს სამინისტრო ასრულებს ყველა ერთიან ფუნქციას, როგორც კულტურის სფეროში არსებული ინსტიტუტების მართვის, ისე კონკურსების, ღონისძიებების, პროექტების დაგეგმვისა და დაფინანსების პროცესში. ეს მოდელი იცვლება და რეფორმის შედეგად სამინისტრო განსაზღვრავს კულტურის მიმართულების პოლიტიკას, პრიორიტეტებს და სტრატეგიას. სამინისტროს მიერ განსაზღვრული პოლიტიკისა და პრიორიტეტების განმახორციელებელი კი იქნება ახლადშექმნილი კულტურის ეროვნული ფონდი.

მისი დანიშნულება არის ქართული კულტურისა და კულტურის ეკონომიკის განვითარების, კულტურის პოპულარიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა. ფონდი განახორციელებს მიზნობრივ პროგრამებსა და პროექტებს კულტურის სფეროში, ადმინისტრირებას გაუწევს სახელმწიფო საგრანტო კონკურსებსა და კულტურის პრიორიტეტებში დაგეგმილ სხვა საკონკურსო პროგრამებს, უზრუნველყოფს კულტურის სფეროშო მოღვაწეთათვის გრანტების გაცემის ორგანიზებასა და მონიტორინგს. სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-ების დაფინანსება გაგრძელდება არსებული სქემით, თუმცა ფონდთან თანამშრომლობით მოხდება უფრო პრიორიტეტული და განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელება,“ – განაცხადა ბატიაშვილმა.

ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, კულტურის ეროვნულ ფონდს ეყოლება სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შევლენ, როგორც საჯარო უწყების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები. ბატიაშვილის თქმით, ამ ფონდში თავს მოიყრის სხვადასხვა კულტურული პროგრამების დაფინანსების აქამდე არსებული ყველა ფონდი, მათ შორის “ჩექ ინ ჯორჯია”.

გაზიარება25

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისელმა პიანისტმა ვერონიკა მარგველაშვილმა საერთაშორისო კონკურსზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

by მეგა TV
აგვისტო 3, 2026
0
ქუთაისელმა პიანისტმა ვერონიკა მარგველაშვილმა საერთაშორისო კონკურსზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
კულტურა

ზ. ფალიაშვილის სახელობის #2 სამუსიკო სკოლის მოსწავლემ ვერონიკა მარგველაშვილმა პარიზის საერთაშორისო ახალგაზრდა შემსრულებელთა ონლაინ კონკურსზე - Nouvelles Étoiles – „ახალი ვარსკვლავები“ ლაურეატის წოდება და ვერცხლის მედალი მოიპოვა. (პედაგოგი : მაგდა...

დაწვრილებითDetails

“სამგვარი სიყვარული” – პრემიერა მესხიშვილის თეატრში

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
“სამგვარი სიყვარული” – პრემიერა მესხიშვილის თეატრში
კულტურა

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში საპრემიერო დღეებია. თეატრის ხელმძღვანელმა და რეჟისორმა გიორგი თავაძემ დასთან აკაკი წერეთლის მოთხრობების მიხედვით შექმნილ პიესაზე იმუშავა. "სამგვარი სიყვარული" ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც...

დაწვრილებითDetails

მაესტრო გიორგი ლომთაძეს 23 ივლისს მესხიშვილის თეატრიდან გამოასვენებენ

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
მაესტრო გიორგი ლომთაძეს 23 ივლისს მესხიშვილის თეატრიდან გამოასვენებენ
კულტურა

"23 ივლისს ვემშვიდობებით Grande Maestro გიორგი ლომთაძეს ლ.მესხიშვილის დრამატული თეატრიდან 14:00-15:00" - წერს სოციალურ ქსელში გიორგი ლომთაძის შვილი ლელა ლომთაძე. საქართველოს დამსახურებული არტისტი გიორგი, ჟორა ლომთაძე 88 წლის ასაკაში, გუშინ...

დაწვრილებითDetails

სამი გრან-პრი და სამი პირველი პრემია – ქუთაისელი მუსიკოსების წარმატება საერთაშორისო კონკურსზე ,,ჰარმონია”

by მეგა TV
ივლისი 14, 2026
0
სამი გრან-პრი და სამი პირველი პრემია – ქუთაისელი მუსიკოსების წარმატება საერთაშორისო კონკურსზე ,,ჰარმონია”
კულტურა

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეებმა წარმატებით მიიღეს მონაწილეობა . ბორჯომის კლასიკური მუსიკის XV საერთაშორისო კონკურსზე ,,ჰარმონია”. მოსწავლეებმა სამი გრან-პრი, სამი პირველი პრემია, სამი მეორე პრემია და სამი...

დაწვრილებითDetails

,,თეატრალური იმერეთი 2026″-ის გამარჯვებულები ცნობილია

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
,,თეატრალური იმერეთი 2026″-ის გამარჯვებულები ცნობილია
კულტურა

საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი 2026" დასრულდა. ფესტივალის ნომინაციებში გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია 1. ნომინაცია - საუკეთესო სპექტაკლი-,,ადამიანებო, მე თქვენ მიყვარხართ’’ რეჟისორი გოჩა კაპანაძე (ხონის თეატრი) 2. ნომინაცია - საუკეთესო რეჟისურა -,,უბედურება’’...

დაწვრილებითDetails

დღეს “თეატრალურ იმერეთზე” ხარაგაულისა და რუმინეთის თეატრები წარსდგებიან

by მეგა TV
ივნისი 25, 2026
0
დღეს, საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ,,თეატრალური იმერთი 2026″ იწყება
კულტურა

დღეს "თეატრალურ იმერეთზე" ხარაგაულისა და რუმინეთის თეატრები წარსდგებიან. ხარაგაული მაყურებელს სპექტაკლს "ძარცვა იტალიურად" უჩვენებს. რეჟისორი ირინე ჩხეიძე. სპექტაკლი ლადო მესხიშვილის თეატრის დიდ სცენაზე 17:00 საათზე დაიწყება. რუმინეტის, ქალაქ ტარგო-ჟიუს თეატრი...

დაწვრილებითDetails

დღეს, საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ,,თეატრალური იმერთი 2026″ იწყება

by მეგა TV
ივნისი 24, 2026
0
დღეს, საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ,,თეატრალური იმერთი 2026″ იწყება
კულტურა

დღეს, საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ,,თეატრალური იმერთი 2026" იწყება. https://www.youtube.com/watch?v=9-nJAf1AK2M ფესტივალის განრიგი 

დაწვრილებითDetails

ცნობილია „თეატრალური იმერეთი“-ს განრიგი

by მეგა TV
ივნისი 26, 2026
0
მესხიშვილის თეატრი მსახიობთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს
კულტურა

საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ იწყება.  ფესტივალი 24 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით გაიმართება  და მთელს რეგიონს მოიცავს. უკვე ცნობილია ფესტივალის განრიგი: 24 ივნისი 📍 ქუთაისის ლადო მესხიშვილის პროფესიული სახელმწიფო დრამატული...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელი ანასტასია ამაღლობელი მანჰეტენის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე დაფინანსებით გაემგზავრება

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
ქუთაისელი ანასტასია ამაღლობელი მანჰეტენის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე დაფინანსებით გაემგზავრება
კულტურა

ქუთაისელმა ანასტასია ამაღლობელმა თბილისში, რეგიონალურ კონკურსზე პირველი პრემია მოიპოვა და ამერიკაში, მანჰეტენის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე დაფინანსებით გაემგზავრება. როგორც ცნობილია მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის #1 სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა, მესამე კლასელმა ანასტასია ამაღლობელმა...

დაწვრილებითDetails

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 22 იანვრისთვის

by მეგა TV
იანვარი 21, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
კულტურა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 22 იანვრისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.6950, ევრო – 3.1550, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6135 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"