ნიკა კაციას თმის ნიმუშში ნარკოტიკის კვალი არ არის – ეს ჩვენება რამდენიმე წუთის წინ სასამართლოს ექსპერტმა მარიამ ბახუტაშვილმა მისცა.
ექსპერტის თქმით, თმა ყველაზე დიდხანს, რამოდენიმე თვიდან წლების განმავლობაში ინახავს ინფორმაციას ნარკოტიკის მოხმარების კვალზე.
- ცნობისთვის, ჟურნალისტი დაკავების დღიდან ამტკიცებს, რომ მისი დეენემი ნარკოტიკული ნივთიერების შესაფუთ მასალაზე ხელოვნურად დაიტანეს.
ექსპერტიზის შედეგად დადგენილია, რომ კაციას თმის ნიმუშში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება
ექსპერტიზის შედეგად დადგენილია, რომ თმის ნიმუშში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება,ექსპერტიზის პროცესი შეუფერხებლად წარიმართა, მათ შორის ნიმუშის[თმის] აღება.
სისხლი ინახავს ინფორმაციას ყველაზე ცოტა ხნით, რამოდენიმე საათით – მაქსიმუმ ერთი ორი დღის განმავლობაში
შარდი ინახავს შედარებით დიდხანს, სამი კვირის განმავლობაში
თმა ინახავს ყველაზე დიდხანს რამოდენიმე თვიდან წლების განმავლობაში. სწორედ თმის კვლევა ჩაუტარდა კაციას”.- განაცხადა ექსპერტმა.
- თმის ღერზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით, ნიკა კაციას ორგანიზმში რომ ნარკოტიკის მოხმარების კვალი არ აღმოჩნდა, ამის შესახებ ჯერ კიდევ 21 თებერვალს განაცხადა ნიკა კაციას ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. მას რეჟიმი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას ედავება. ბრალი 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.