LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქუთაისის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

ქუთაისის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

დაპოსტა 2020/02/24-ში
A A
54
ნახვა
გაზიარება

ქუთაისის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.

განსახილველი საკიხები იყო:

1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის –ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
პროექტთან დაკავშირებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093-ე მუხლისა და 556-ე მუხლის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავების ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობის შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობა ვალდებულია განსაზღვროს ოქმის შემდგენი ორგანო. პროექტის მიღების შესაბამისად, აღნიშნული სამართალდარღვევის მუხლის ოქმის შემდგენ სტრუქტურულ ერთეულად განისაზღვრება ქუთაისის მუნიციპალიტეტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახური.
2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ზონების საზღვრების აღწერის, ტერიტორიულ ზონებსა და ქვეზონებში მოქცეული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის შესახებ.
კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო-საკრებულო მიწის ნორმატიული ფასის საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით წელიწადში ერთხელ, არა უგვიანეს ყოველი წლის თებერვლისა ადგენს, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ზონებსა და ქვეზონებში მოქცეული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საწყის საპრივატიზებო საფასურს. რომელიც საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებითა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებით გათვალისწინებული ვალდებულებაა.
3. „თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში გარე რეკლამის განთავსების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 24 ნოემბრის №67 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ. ქალაქ ქუთაისში, ნიკეას ქუჩა N12-ში მდებარე ობიექტთან გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოთხოვნის შესახებ
განკარგულებაში ცვლილების შეტანის საფუძველია, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული მოქალაქის განცხადება გახდა, რის შედეგადაც დღემდე გამოყოფილ ტერიტორიას კიდევ ერთი, სარეკლამო ადგილი დაემატა.
,,ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ’’ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის №70 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის გავრცელების გეგმას (სარეკლამო საშუალების განთავსების ადგილის, გაბარიტული ზომებისა და ფორმის მითითებით) ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო. გამომდინარე აქედან, ცვლილება შედის ზემოაღნიშნულ განკარგულებაში.
4. შავი ზღვის აუზის პროგრამის ფარგლებში, ევროკომისიისგან გრანტის მიღების თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ჭიღვარიასათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
განკარგულების პროექტი ეხება შავი ზღვის აუზის პროგრამის ფარგლებში ევროკომისიისგან მიიღებულ გრანტს. პროექტის ტრანსსასაზღვრო აქტივობა მიზნად ისახავს ადგილობრივ და საერთაშორისო ფაქტორების, აქტიური ტურისტული პოტენციალის სტიმულირებას და აქტიური ტურიზმის ცენტრების ტრანსსასაზღვრო პარტნიორობის ხელშეწყობას. პროექტი 2 წლიანია და ქუთაისის მერია 147 068,25 ათასი ევროთი დაფინანსდება, აქედან ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობა 8 % -12 788 განი55 ათასი ევროთი. საერთო ჯამში თანხა 159 856.80 ათას ევროს შეადგენს.
5. „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ნოემბრის N29 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, განკარგულების პროექტით განსახორციელებელი ცვლილების საფუძველი, საკრებულოს წევრის, ნ. ლატარიას განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც ამავე კომისიის შემადგენლობაში მოხდება მისი დამატება.
6. „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ნოემბრის N30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, განკარგულების პროექტით განსახორციელებელი ცვლილების საფუძველი საკრებულოს წევრის, ნიკოლოზ ლატარიას განცხადება გახდა, რომლის დამტკიცების შემთხვევაში იგი მუშაობას ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიაში გააგრძელებს.

სხდომა კომისიის თვამჯდომარე, ვლასი გარდაფხაძე უძღვებოდა.

გაზიარება22

დაკავშირებული -პოსტები

შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
მთავარი

საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც დაიკავებს მამუკა მდინარაძე.   საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც დაიკავებს მამუკა მდინარაძე.  ...

დაწვრილებითDetails

ქვეყანა დენთის კასრზე ზის, სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა და იმედი მაქვს, პატრიარქის ხმას გავიგებთ – ფიქრია ჩიხრაძე

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
ივანიშვილის შექმნილი რუსული ყაიდის მმართველობითი სისტემა, რომელიც დაფუძნებულია შიშზე, იძულებაზე, ადამიანების კონტროლზე, ინგრევა, ამ ნგრევის დადასტურებაა განათლების მინისტრის უეცარი გადადგომა- ფიქრია ჩიხრაძე
მთავარი

ქვეყანა დენთის კასრზე ზის, სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა - საპატრიარქომ ამაზე ხმა უნდა ამოიღოს. იმედი მაქვს, პატრიარქის ხმას გავიგებთ, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ფიქრია ჩიხრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა...

დაწვრილებითDetails

შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო – აშშ-ის საელჩო საქართველოში

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მიმდინარე ბრძოლას უსვამს ხაზს – ამერიკის საელჩო
მთავარი

ჩვენ შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო. სიცრუესა და მცდარ შეხედულებებზე საუკეთესო პასუხი მეტი სიტყვის თავისუფლებაა და არა იძულებით დამყარებული დუმილი, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოში...

დაწვრილებითDetails

MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა სიწმინდეების დასაცავად მოძრაობა დააფუძნა

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა  სიწმინდეების დასაცავად მოძრაობა დააფუძნა
მთავარი

MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად სიწმინდეების დასაცავად მოძრაობა დააფუძნა - ამის შესახებ განცხადება მან  საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. მათი თქმით, მოძრაობას "მყისიერი რეაგირება ექნება სიწმინდეების, წინაპრების, რელიგიისა და ისტორიის შეურაცხყოფაზე"...

დაწვრილებითDetails

„პოლიტიკურ საბოტაჟს „ენგურზე“ ვერ გამოვრიცხავ – რუსეთს ყველა ბერკეტი აქვს, რომ საქართველოში „ლოქდაუნი“ მოაწყოს“ – გია ხუხაშვილი

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
რა გადაწყვეტილებებს მიიღებს საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირი დამოკიდებულია იმაზე, რა იქნება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოზიცია – ახალი წლის მერე ველოდები ნისლის მოშორებას, საით მიდის პროცესი – გია ხუხაშვილი
მთავარი

„პოლიტიკურ საბოტაჟს რუსეთის მხრიდან არ გამოვრიცხავ; „ლოქდაუნმა“ დიდწილად გადაფარა სასანქციო პოლიტიკა“ - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა ელექტროენერგიის წყვეტის მიზეზებზე საუბრისას განაცხადა. როგორც მანვე აღნიშნა, რუსეთს...

დაწვრილებითDetails

კრიპტოსაწარმოები ვამპირები არიან და ენერგოსისტემაზე დატვირთვას ქმნიან, ამის შედეგია გახშირებული ავარიები – რომან გოცირიძე

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
მოვუწოდებ პრეზიდენტს, ხვალ აიღეთ ბილეთი და წადით – იარეთ, იარეთ, როგორც დადიოდით „ქართული ოცნების“ და მტრის ჯინაზე – რომან გოცირიძე
მთავარი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომან გოცირიძე თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში კრიპტოვალუტის მოპოვების დაუყოვნებლივ აკრძალვას ითხოვს. „ეროვნული ბანკის“ ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, „კრიპტოსაწარმოები“ ქვეყნის ენერგოსისტემას ანგრევენ, სარგებლობენ დაუმსახურებელი საგადასახადო და ენერგეტიკული შეღავათებით და რეალურად მმართველი გუნდის ბიზნესკლანის...

დაწვრილებითDetails

შვილმა მამა მოკლა – ცხედარი კი საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

by მეგა TV
ივლისი 24, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

კახეთში, შვილმა მამა მოკლა - გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. შსს-ს ცნობით, შვილმა კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა. გამოძიებით დადგინდა, რომ სისხლიანი ანგარიშსწორება ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. სამართალდამცველებმა...

დაწვრილებითDetails

საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ გვაქვს და არც მისი მხარდაჭერა გვსურს – გვსურს მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს – კაია კალასი

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
საქართველოსთან დაკავშირებით, დიპლომატური პასპორტებისთვის შეჩერებული გვაქვს უვიზო რეჟიმი – კაია კალასი
მთავარი

საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ გვაქვს და არც მისი მხარდაჭერა გვსურს - გვსურს მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა...

დაწვრილებითDetails

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა და ეს ტრაგიკული მოვლენაა – რეზოლუციის ტექსტი შეფასებასაც არ იმსახურებს – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა - ტექსტი შეფასებასაც არ იმსახურებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ „ჰააგის დეკლარაციას“ გამოეხმაურა, რომელიც...

დაწვრილებითDetails

“ქართული ოცნება ” ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას “პოლიტიკურ შურისძიებაში” ადანაშაულებს

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
“ქართული ოცნება ” ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას  “პოლიტიკურ შურისძიებაში” ადანაშაულებს
მთავარი

„ქართული ოცნების“ წევრი ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოს საკითხზე „გადამოწმებული ფაქტების ნაცვლად პოლიტიკური ჰედლაინებით“ ხელმძღვანელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მისი მტკიცებით, ორგანიზაცია არჩევნებთან,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"