ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ მამხუტში 71 წლის ქალი საკუთარ სახლში პოლიციამ გარდაცვლილი იპოვა.
არსებული ინფორმაციით, ქალის ცხედარი 6 აპრილის საღამოს შსს-ს თანამშრომლებმა იპოვეს. მოკლულს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული
მეზობლები აღნიშნავენ, ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა – ასევე მათი ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ნახეს სისხლის კვალიც.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
წყარო: პრაიმ ტაიმი










