LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ფულზე როგორ გამყიდე  – 23 წლის ბიჭის ემოციური წერილი დედას

“წელიწადში 20 ათასზე მეტ ნარკოდამოკიდებულ ადამიანს ესაჭიროება მკურნალობა – საშინელი მდგომარეობაა”

დაპოსტა 2025/03/20-ში
A A
56
ნახვა
გაზიარება
„დასჯით და შეზღუდვით ჯერ მსოფლიოში არავის არაფრისთვის არ მიუღწევია“, – ასე ეხმაურება „ლელოს“ წევრი და ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს.

როგორც სურგულაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ინიცირებული ცვლილებები არა ნარკოპოლიტიკა, არამედ ახალი სადამსჯელო სანქციების შემოღებაა.

მისი თქმით, დაანონსებული ცვლილებები ქვეყანაში ნარკომანიის კუთხით არსებულ პრობლემას ვერ გადაჭრის.

„ეს ვითომდა გამკაცრება არ არის ნარკოპოლიტიკა, ეს არის ახალი სადამსჯელო სანქციების შემოღება. ვითომ პოლიტიკას რომ ეძახიან, ამას საერთოდ არ ექნება შედეგი, პირიქით, შეიძლება გაუარესდეს არსებული მდგომარეობა. რამდენიც არ უნდა გაზარდონ სასჯელი (უვადოც რომ მიუსაჯონ) თუ მოსახლეობას არ ესმის რა უნდა გაკეთდეს, ვერ მოვერევით პრობლემას.

რეალურად ნარკოპოლიტიკა მოიცავს იმას, რომ ადამიანმა იცოდეს რა არის ნარკომანია, რა მოსდევს მას, როგორ აიცილოს თავიდან და თუ მაინც დაემართა ეს მანკიერება, ამ შემთხვევაში სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი, რომ დროულად მიიღოს ფსიქოლოგიური თუ სამედიცინო დახმარება“, – აღნიშნავს ჯანდაცვის ექსპერტი.

ნარკოპოლიტიკის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები აცხადებენ, რომ სახელმწიფო ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს თვით იძულებითი მკურნალობით დაეხმარება.

სურგულაძის თქმით, წელიწადში 20 ათასზე მეტი ნარკოდამოკიდებულ ადამიანს ესაჭიროება მკურნალობა-რეაბილიტაცია, მაგრამ ბიუჯეტი მხოლოდ 3 ათას ადამიანზეა გაწერილი. ამ ფონზე საინტერესოა, როგორ აპირებს მმართველი პარტია ფინანსების მობილიზებას.

„მთელ მსოფლიოს მიაჩნია, რომ ნარკომანია არ არის დანაშაული, ეს არის ავადმყოფობა. ქვეყანაში 20 ათას პაციენტს სჭირდება ყოველ წელს რომ გაიაროს შესაბამისი მკურნალობა, ამ დროს ბიუჯეტი მხოლოდ 3 ათას პაციენტზეა გათვლილი. მეტადონის პროგრამა, რომელიც საქართველოში ჯერ-ჯერობით მოქმედებს, ცუდი არ არის, მაგრამ მხოლოდ ეს პროგრამა არაფერს უშველის.

არ ვიცი საიდან მოიტანენ ფინანსურ ნაწილს, მაგრამ მეორეა, რა ხარისხის მკურნალობას გაუწევენ ამ ადამიანებს. იმ 3 ათასსაც რასაც ვეხმარებით, არ არის ის, რაც 21-ე საუკუნეს შეესაბამება. გარდა იმისა, რომ ჩავუტარებთ მკურნალობასა და დეზინტოქსიკაციას, შემდეგ ფსიქოლოგიური დახმარება, რესოციალიზაცია და საზოგადოებაში დაბრუნება სჭირდებათ ამ ადამიანებს“, – ამბობს ვატო სურგულაძე.

გარდა ფინანსური ნაწილისა, მკურნალობა მოითხოვს სათანადო ინფრასტრუქტურის არსებობასაც. სურგულაძის თქმით, ნარკოდამოკიდებული პირების მკურნალობისთვის მთელი სისტემის შექმნა და ორგანიზებაა საჭირო, რაც ამჟამად არ არის.

„საშინელი მდგომარეობაა [ინფრასტრუქტურის კუთხით], ძალიან ხშირად მეტადონის პროგრამისთვის შენობები არის ქალაქის ცენტრში. მეტადონის პროგრამის იდეა ცუდი არ არის, მაგრამ ამას მთელი სისტემის შექმნა უნდა და არა მხოლოდ ის, რომ მოვიდა, გავეცით და წავიდა – გამოაქვთ ბამბით, მერე წურავენ… კატასტროფული შედეგები მოსდევს. განაგრძეთ კითხვა

გაზიარება22

დაკავშირებული -პოსტები

“სასამართლოს დარბაზში ღიმილით შემოსული ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი ნათესავებს ჰაეროვან კოცნებს უგზავნიან” – რას წერს ეკა კუპატაძე პროცესიდან

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
ნია იმნაძის სახლში ფარული მოსასმენი იყო დამონტაჟებული, „მეტასთანაც“ თანამშრომლობდა პროკურატურა და მისი ტელეფონიდან მასალები აღდგა, ანასტასია ბერუაშვილი კი ჩვენებაში ამბობს, რომ თავდასხმის შესახებ იცოდა – გიგა ავალიანის დედა
მთავარი

მოკ­ლუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის გიგა ავა­ლი­ა­ნის დედა ეკა კუ­პა­ტა­ძე, რო­მე­ლიც ამ წუ­თებ­ში სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ნია იმ­ნა­ძის და ანას­ტა­სია ბე­რუ­აშ­ვი­ლის პრო­ცესს ეს­წრე­ბა, სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან პოსტს აქ­ვეყ­ნებს და წერს: "ბაბ­ლის სა­ყუ­რა­დღე­ბოდ: ვარ ნია იმ­ნა­ძის და ანას­ტა­სია...

დაწვრილებითDetails

იმნაძე უდანაშაულოდ, კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე არის პასუხისგებაში მიცემული – ადვოკატი

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
იმნაძე უდანაშაულოდ, კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე არის პასუხისგებაში მიცემული – ადვოკატი
მთავარი

ნია იმნაძის ნება არასდროს ყოფილა, რომ გიგა ავალიანი დაზიანებულიყო რაიმე ფორმით - დღეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოდ, კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე არის პასუხისგებაში მიცემული, - ეს განცხადება მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის...

დაწვრილებითDetails

არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია ორგანულია და არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული კონკრეტულ ადამიანებზე, გუნდის ყოფილ ლიდერზე იმისათვის, რომ ის იყო...

დაწვრილებითDetails

Wizz Air აბუ-დაბიში ფრენების აღდგენას გეგმავს

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
სასიხარულო ინფორმაცია მათთვის, ვინც Wizz Air-ით დაფრინავს
მთავარი

Wizz Air-მა დუბაისა და აბუ-დაბიში დაბრუნების შესახებ მიანიშნა და განაცხადა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების ეს ორი ქალაქი, ასევე ჯედა და ამანი, ავიაკომპანიის მიმართულებების ქსელს უბრუნდება. ავიაკომპანია 12 მიმართულებით კვირაში 49 რეისს...

დაწვრილებითDetails

“ბარაქაში” კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა – ობიექტი დაჯარიმდა

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
“ბარაქაში” კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა – ობიექტი დაჯარიმდა
მთავარი

აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი კვების ობიექტები შეამოწმეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, არაგეგმური ინსპექტირების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა ინდივიდუალური მეწარმეების ნ. მ-ის (ქობულეთი, რუსთაველის მეორე ჩიხი N13) და ა....

დაწვრილებითDetails

ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვანს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა – დაკავებულია არასრუწლოვანი პირი

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,...

დაწვრილებითDetails

პრემიერი მარტა კოსის განცხადებაზე – ევროპას ისედაც უამრავი პრობლემა აქვს, ასეთ დროს, როცა ევროკომისარი ეძებს საბაბს კონფლიქტისთვის აშშ-თან, ეს არის, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ძალიან უცნაურია ასეთი ინიციატივები, ევროპას ისედაც უამრავი პრობლემა აქვს. ასეთ დროს, როდესაც ევროკომისარი ეძებს საბაბს კონფლიქტისთვის აშშ-თან, ეს არის, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გაფართოების საკითხებში...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა 22 წლის მოდელი – რას წერს მედია

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
გარდაიცვალა 22 წლის მოდელი – რას წერს მედია
მთავარი

“მის ავ­სტრია 2024“-ის ტი­ტუ­ლის მფლო­ბე­ლი, 22 წლის ლუ­ჩია სი­სი­ჩი გარ­და­იც­ვა­ლა. ახალ­გაზ­რდა სი­ლა­მა­ზის დე­დო­ფა­ლი მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გუ­ლის მძი­მე და­ა­ვა­დე­ბას ებ­რძო­და. სამ­წუ­ხა­რო ინ­ფორ­მა­ცია ორ­გა­ნი­ზა­ცია Mission Austria-მ ოფი­ცი­ა­ლურ Facebook-გვერ­დზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სამ­ძიმ­რის წე­რი­ლით...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელი ხელოვანის სპექტაკლი ნიუ-იორკში, Times Square-ზე

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
ქუთაისელი ხელოვანის სპექტაკლი ნიუ-იორკში, Times Square-ზე
მთავარი

27 სექტემბერს, პირველად ამერიკაში, ნიუ-იორკში, Times Square-ზე, ქართული თეატრი მაყურებლის წინაშე წარსდგება სპექტაკლით „7ა კლასი“. სპექტაკლი 90-იანი წლების ემიგრაციის თემას ეხება და დედა-შვილის განშორების მტკივნეულ ისტორიას გვიყვება. სპექტაკლში მონაწილეობენ ქართველი...

დაწვრილებითDetails

ვანელი სპორტსმენი ბეჟან ხურციძე სამბოს ტურნირის გამარჯვებულია

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
ვანელი სპორტსმენი ბეჟან ხურციძე სამბოს ტურნირის გამარჯვებულია
მთავარი

ვანელი სპორტსმენი ბეჟან ხურციძე სამბოს ტურნირის გამარჯვებული გახდა. 7-8 სექტემბერს მცხეთაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, არჩილ ჩოხელის მემორიალური ტურნირი გაიმართა, სადაც იმერელმა სპორტსმენმა სამბოში (18+) დიდებში, 71კგ წონით კატეგორიაში ოქროს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"