LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ფულზე როგორ გამყიდე  – 23 წლის ბიჭის ემოციური წერილი დედას

“წელიწადში 20 ათასზე მეტ ნარკოდამოკიდებულ ადამიანს ესაჭიროება მკურნალობა – საშინელი მდგომარეობაა”

დაპოსტა 2025/03/20-ში
A A
56
ნახვა
გაზიარება
„დასჯით და შეზღუდვით ჯერ მსოფლიოში არავის არაფრისთვის არ მიუღწევია“, – ასე ეხმაურება „ლელოს“ წევრი და ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს.

როგორც სურგულაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ინიცირებული ცვლილებები არა ნარკოპოლიტიკა, არამედ ახალი სადამსჯელო სანქციების შემოღებაა.

მისი თქმით, დაანონსებული ცვლილებები ქვეყანაში ნარკომანიის კუთხით არსებულ პრობლემას ვერ გადაჭრის.

„ეს ვითომდა გამკაცრება არ არის ნარკოპოლიტიკა, ეს არის ახალი სადამსჯელო სანქციების შემოღება. ვითომ პოლიტიკას რომ ეძახიან, ამას საერთოდ არ ექნება შედეგი, პირიქით, შეიძლება გაუარესდეს არსებული მდგომარეობა. რამდენიც არ უნდა გაზარდონ სასჯელი (უვადოც რომ მიუსაჯონ) თუ მოსახლეობას არ ესმის რა უნდა გაკეთდეს, ვერ მოვერევით პრობლემას.

რეალურად ნარკოპოლიტიკა მოიცავს იმას, რომ ადამიანმა იცოდეს რა არის ნარკომანია, რა მოსდევს მას, როგორ აიცილოს თავიდან და თუ მაინც დაემართა ეს მანკიერება, ამ შემთხვევაში სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი, რომ დროულად მიიღოს ფსიქოლოგიური თუ სამედიცინო დახმარება“, – აღნიშნავს ჯანდაცვის ექსპერტი.

ნარკოპოლიტიკის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები აცხადებენ, რომ სახელმწიფო ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს თვით იძულებითი მკურნალობით დაეხმარება.

სურგულაძის თქმით, წელიწადში 20 ათასზე მეტი ნარკოდამოკიდებულ ადამიანს ესაჭიროება მკურნალობა-რეაბილიტაცია, მაგრამ ბიუჯეტი მხოლოდ 3 ათას ადამიანზეა გაწერილი. ამ ფონზე საინტერესოა, როგორ აპირებს მმართველი პარტია ფინანსების მობილიზებას.

„მთელ მსოფლიოს მიაჩნია, რომ ნარკომანია არ არის დანაშაული, ეს არის ავადმყოფობა. ქვეყანაში 20 ათას პაციენტს სჭირდება ყოველ წელს რომ გაიაროს შესაბამისი მკურნალობა, ამ დროს ბიუჯეტი მხოლოდ 3 ათას პაციენტზეა გათვლილი. მეტადონის პროგრამა, რომელიც საქართველოში ჯერ-ჯერობით მოქმედებს, ცუდი არ არის, მაგრამ მხოლოდ ეს პროგრამა არაფერს უშველის.

არ ვიცი საიდან მოიტანენ ფინანსურ ნაწილს, მაგრამ მეორეა, რა ხარისხის მკურნალობას გაუწევენ ამ ადამიანებს. იმ 3 ათასსაც რასაც ვეხმარებით, არ არის ის, რაც 21-ე საუკუნეს შეესაბამება. გარდა იმისა, რომ ჩავუტარებთ მკურნალობასა და დეზინტოქსიკაციას, შემდეგ ფსიქოლოგიური დახმარება, რესოციალიზაცია და საზოგადოებაში დაბრუნება სჭირდებათ ამ ადამიანებს“, – ამბობს ვატო სურგულაძე.

გარდა ფინანსური ნაწილისა, მკურნალობა მოითხოვს სათანადო ინფრასტრუქტურის არსებობასაც. სურგულაძის თქმით, ნარკოდამოკიდებული პირების მკურნალობისთვის მთელი სისტემის შექმნა და ორგანიზებაა საჭირო, რაც ამჟამად არ არის.

„საშინელი მდგომარეობაა [ინფრასტრუქტურის კუთხით], ძალიან ხშირად მეტადონის პროგრამისთვის შენობები არის ქალაქის ცენტრში. მეტადონის პროგრამის იდეა ცუდი არ არის, მაგრამ ამას მთელი სისტემის შექმნა უნდა და არა მხოლოდ ის, რომ მოვიდა, გავეცით და წავიდა – გამოაქვთ ბამბით, მერე წურავენ… კატასტროფული შედეგები მოსდევს. განაგრძეთ კითხვა

გაზიარება22

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისელი ხელოვანის სპექტაკლი ნიუ-იორკში, Times Square-ზე

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
ქუთაისელი ხელოვანის სპექტაკლი ნიუ-იორკში, Times Square-ზე
მთავარი

27 სექტემბერს, პირველად ამერიკაში, ნიუ-იორკში, Times Square-ზე, ქართული თეატრი მაყურებლის წინაშე წარსდგება სპექტაკლით „7ა კლასი“. სპექტაკლი 90-იანი წლების ემიგრაციის თემას ეხება და დედა-შვილის განშორების მტკივნეულ ისტორიას გვიყვება. სპექტაკლში მონაწილეობენ ქართველი...

დაწვრილებითDetails

ვანელი სპორტსმენი ბეჟან ხურციძე სამბოს ტურნირის გამარჯვებულია

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
ვანელი სპორტსმენი ბეჟან ხურციძე სამბოს ტურნირის გამარჯვებულია
მთავარი

ვანელი სპორტსმენი ბეჟან ხურციძე სამბოს ტურნირის გამარჯვებული გახდა. 7-8 სექტემბერს მცხეთაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, არჩილ ჩოხელის მემორიალური ტურნირი გაიმართა, სადაც იმერელმა სპორტსმენმა სამბოში (18+) დიდებში, 71კგ წონით კატეგორიაში ოქროს...

დაწვრილებითDetails

კობახიძის თქმით, ევროპელ ლიდერებს საქართველოში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სამიტი ეხება გლობალური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან თემას, საქართველო არის ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში, -  ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ  პარიზში განუცხადა, სადაც  კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ...

დაწვრილებითDetails

რა იცვლება ID ბარათებში

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
რა იცვლება ID ბარათებში
მთავარი

პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე (ID ბარათზე) დატანილი QR კოდის მეშვეობით, სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, მარტივად ისარგებლონ სხვადასხვა ფასდაკლებით. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობითვე, დოკუმენტზე სტუდენტის აქტიური სტატუსის...

დაწვრილებითDetails

ეს არის ის ფასი, რომლის გადახდაც მომიწია საკუთარი პოზიციის გამოხატვის გამო – აქციაზე დაშავებული ალექსი თირქია

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
ეს არის ის ფასი, რომლის გადახდაც მომიწია საკუთარი პოზიციის გამოხატვის გამო – აქციაზე დაშავებული ალექსი თირქია
მთავარი

აქციაზე დაშავებული ალექსი თირქია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის, ჩატარებული კვლევებისა და საჭირო ქირურგიული პროცედურების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ის აღნიშნავს, „მისი შუბლის ძვლის დაზიანება დღემდე საჭიროებს რეკონსტრუქციულ ოპერაციას და იმპლანტაციას, ასევე აქვს...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია ნახევარ კილოგრამზე მეტი „კოკაინი“ – დააკავეს 1 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. „სამართალდამცველებმა...

დაწვრილებითDetails

შემოწმება ბაღებში – რა ინფორმაციას ავრცელებს სურსათის ეროვნული სააგენტო

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
საბავშვო ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო მიმდინარე წელს 1 886 საბავშვო ბაღის შემოწმებას აპირებს - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო თავად ავრცელებს. შესამოწმებელ ბაღებს შორის 1 645 საჯარო და 241 კერძო ბაღია. ამის გარდა, განცხადების მიხედვით,  სასწავლო წლის...

დაწვრილებითDetails

იმერეთსა და სხვა რეგიონებში იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 5 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 37 პირი
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 5 პირი დააკავეს. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  ბრალდებულების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად,...

დაწვრილებითDetails

„ქორწინების ერთი წლისთავის აღსანიშნავად იყო წასული“ – რას წერენ აზერბაიჯანში, ტრაგიკულად დაღუპულ საქართველოს მოქალაქეზე

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
აზერბაიჯანში ტრაგიკულ შემთხვევას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა
მთავარი

აზერბაიჯანში, საბაგიროზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა. შაქის რაიონში, დასასვენებელ ზონაში, საბაგიროს გაწყვეტის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ერთი დაღუპული უჯალ ბაირამოვია. ის სოფელ დარბაზის მკვიდრი იყო. ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს მოქალაქის,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიულად მიუღებელია სამხედრო დანაყოფისათვის ღირსი მამის, გაბრიელის სახელის გამოყენება – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
” სინოდის დღევანდელ სხდომაზე მსჯელობა იქნება იმ კრიტერიუმებზე, რომელსაც საპატრიარქო კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს “-დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
მთავარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ემიჯნება ღირს გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელის სამხედრო მოქმედებათა გამართლებისა თუ მხარდაჭერის მიზნით გამოყენების ფაქტს, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"