LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
‘პოლიციელებს გააჩნიათ ნეგატიური წინასწარგანწყობები მომიტინგეების მიმართ” – არასამთავრობოები

‘პოლიციელებს გააჩნიათ ნეგატიური წინასწარგანწყობები მომიტინგეების მიმართ” – არასამთავრობოები

დაპოსტა 2025/01/29-ში
A A
14
ნახვა
გაზიარება

პოლიციელები არ არიან პოლიტიკურად ნეიტრალურები, მათ გააჩნიათ აშკარა პოლიტიკური იდეოლოგია და ნეგატიური წინასწარგანწყობები აქციის მონაწილეების მიმართ, რაც არღვევს „პოლიციის შესახებ“ კანონით გარანტირებულ პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპს – გრძელდება დაკავებულების მიმართ პოლიციის მხრიდან ძალადობა და ღირსების შემლახავი მოპყრობა,- ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და სამოქალაქო პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტა“ ავრცელებენ.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ასევე „გრძელდება ქალი დაკავებულების მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის პრაქტიკა“, რომელიც მაგალითსაც წარმოადგენს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმე.

„გრძელდება დაკავებულების მიმართ პოლიციის მხრიდან ძალადობა და ღირსების შემლახავი მოპყრობა. 11 იანვარს თბილისში პოლიციამ გადამეტებული ძალის გამოყენებით მეორედ დააკავა უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი, რომელსაც მიყენებული დაზიანებების გამო, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. აღსანიშნავია, რომ გია ჯვარშეიშვილი პირველი დაკავების დროს (1-ელ დეკემბერს) პოლიციის მხრიდან წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. კერძოდ, ცემის შედეგად მან მიიღო ტვინის შერყევა, მოტეხილი ჰქონდა ნეკნები, თავისა და სხეულის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები. დაკავების დროს პოლიციელებმა მოპარეს მობილური ტელეფონი, საფულე და ზურგჩანთა.

უკანონო დაკავების შემდგომ არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას დაექვემდებარნენ 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მიერ დაკავებულები (მზია ამაღლობელი, მალხაზ ირემაძე, თემურ ქათამაძე და სხვები). დაკავებულების და თვითმხილველების თქმით, მათზე ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ ფიზიკურად სხვა პოლიციელებთან ერთად იძალადა, აყენებდნენ ფიზიკურ ან/და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 18 იანვარს პოლიციის სამმართველოსთან დაკავებულმა პროტესტის მონაწილეებმა ომბუდსმენის რწმუნებულებს პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებასა და არასათანადო მოპყრობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

რაც შეეხება პოლიციის მხრიდან ქალების მიმართ ძალადობასა და ღირსების შელახვას. ქალი დაკავებულების მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის პრაქტიკის გაგრძელებას წარმოადგენს მზია ამაღლობელის საქმე. 11-12 იანვრის ღამეს, ბათუმში დაკავებული ჟურნალისტი ქალის, მზია ამაღლობელის განცხადებით, ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ სახეში შეაფურთხა. დაკავებულს არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა. მზიას დღემდე არ მინიჭებია დაზარალებულის სტატუსი, ხოლო ირაკლი დგებუაძე აგრძელებს საქმიანობას დაკავებულ თანამდებობაზე.

ასევე, ერთ-ერთი დაკავებულის, ანრი კვარაცხელიას მეუღლემ, ნუცა ერემიანმა მედიასთან საჯაროდ ისაუბრა, რომ სახლის ჩხრეკის დროს პოლიციელთა მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა, რის შედეგადაც მას ფეხმძიმობა შეუწყდა.

აღსანიშნავია, რომ ნოემბერ-დეკემბერში დაკავებულ ქალთა მიმართ სექსუალური ხასიათის შევიწროების, არაადამიანური მოპყრობის, ცემის და გაუპატიურების მუქარის ფაქტები კვლავ არაა გამოძიებული და არავინაა პასუხისგებაში მიცემული.

პროტესტის მონაწილეების „გატაცება“, როგორც დაკავების უკანონო პრაქტიკა: გრძელდება არაიდენტიფიცირებადი პირების მხრიდან პროტესტის მონაწილეთა უკანონო ფორმით „დაკავებების“ პრაქტიკა, რომელიც თავისი შინაარსით მოქალაქის გატაცების ფორმას იღებს. დაკავებულებს ქუჩიდან იტაცებენ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული არაიდენტიფიცირებადი პირები და საათების განმავლობაში ადვოკატებისა და ოჯახის წევრებისთვის უცნობია მათი ადგილსამყოფელი.

მაგალითად, 18 იანვარს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციიდან წამოსული 2 ახალგაზრდა რუსთაველის მეტროსთან დააკავეს. დამკავებლებს არ ეცვათ ფორმა, არ ჰქონდათ ამოსაცნობი ნიშნები, არ წარუდგენიათ თავი და არ განუმარტავთ, რომ მათ აკავებდნენ ან რა იყო დაკავების მიზეზი. გარდა ამისა, შესაბამისად, მოქალაქეებს ისინი გამტაცებლები ეგონათ. ამასთან ოჯახი და ადვოკატი გატაცებულ სტუდენტებს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ ისე, რომ მათი ადგილსამყოფლის შესახებ ცნობილი არ იყო. მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ეს ორი ახალგაზრდა დაკავებული იყო პოლიციის მიერ.

დაკავებიდან მეორე დღეს ადვოკატები აცხადებდნენ, რომ ორივე მათგანი შსს-მ შეცდომით დააკავა და რეალურად ისინი სხვა პირს ეძებდნენ. ადვოკატები ასევე მიუთითებენ, რომ დაკავებულებს, დაკავების შემდეგ, ლაზერს ანათებდნენ თვალებში.

პოლიციის მიერ ჩადენილი ეს ქმედება შეიძლება შეიცავდეს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (უფლებამოსილების გადამეტება) განსაზღვრულ დანაშაულის ნიშნებს, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. ან 143-ე მუხლით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს, რაც ქმედება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან ათ წლამდე.

მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებებით, ასევე, მედიის მიერ საჯაროდ გავრცელებული კადრებით ცხადი ხდება ძალიან საგანგაშო გარემოება – პოლიციელები არ არიან პოლიტიკურად ნეიტრალურები, მათ გააჩნიათ აშკარა პოლიტიკური იდეოლოგია და ნეგატიური წინასწარგანწყობები აქციის მონაწილეების მიმართ, რაც არღვევს „პოლიციის შესახებ“ კანონით გარანტირებულ პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპს.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა დროს და გარემოებაში დაკავებულები, მათ შორის წამებისა და არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლები ერთხმად მიუთითებენ პოლიციის მიერ ძალადობის პარალელურად დაკავებულთა მიმართ სიძულვილის ენის გამოყენების შესახებ. საჯაროდ გავრცელებული ვიდეო მტკიცებულებებიც ადასტურებს პოლიციელთა მხრიდან უარყოფით პოლიტიკურ შეხედულებებს აქციის მონაწილეების მიმართ, ისინი შედიან მათთან პოლიტიკურ დისკუსიაში, დასცინიან პროტესტის მონაწილეებს ეთნიკური, პოლიტიკური, გენდერული, მსოფლმხედველობრივი, რელიგიური თუ სხვა კუთვნილების გამო, იყენებენ სიძულვილის ენას და პროვოცირებენ მათ.

საპროტესტო აქციების დაწყების დღიდან, პროტესტის მონაწილეთა, აქტივისტთა და ჟურნალისტთა მიმართ სამართალდამცავების თუ კრიმინალური ჯგუფების მიერ ჩადენილი ასობით ძალადობის არც ერთ ფაქტზე არავინ მიცემულა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, საქართველოს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა 52 პირს. აქციაზე დაშავებული 226 პირის მიმართ კი დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა.

26 იანვრის საღამოს, გორში სამოქალაქო აქტივისტი ვახო ფიცხელაური სამმა ნიღბიანმა ქუჩიდან გაიტაცა, მუქარის თანხლებით სცემეს და გაძარცვეს. აქტივისტი გატაცებისა და ცემის ფაქტს მის საპროტესტო აქციებში მონაწილეობას უკავშირებს

პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ მიმდინარე ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებში: არჩევნების შემდგომ დღემდე, სახელმწიფომ ადმინისტრაციული წესით 500-ამდე, ხოლო სისხლის სამართლის წესით – 44 პირი დააკავა. სისხლის სამართლის წესით დაკავებული პირებიდან 38 იმყოფება წინასწარ პატიმრობაში. მათი ასაკი 19 წლიდან იწყება. დაკავებულთა შორის 10 სტუდენტია და ერთი ქალი ჟურნალისტია. 2024 წლის აპრილი-მაისის აქციების დროს სახელმწიფომ 10 პირი დააკავა, აქედან ორი მათგანი თავისუფალია: ერთი – საპროცესო შეთანხმების, მეორე – პრეზიდენტის შეწყალების გამო, ხოლო დანარჩენები კვლავ ციხეში რჩებიან.

სისხლის სამართლის საქმეების განხილვის დროს სასამართლოები დაუსაბუთებლად უფარდებენ დაკავებულებს წინასწარ პატიმრობას, უგულებელყოფენ დაკავების დროს ბრალდებულთა არაადამიანური მოპყრობის და წამების ფაქტებს, დაუსაბუთებელი და უკანონო ჩხრეკის პრაქტიკას, აჭიანურებენ პროცესებს და აერთიანებენ ბევრი დაკავებულის საქმეს. გარკვეულ შემთხვევებში დარბაზის ინფრასტრუქტურის გამო შეუძლებელია დაცვის უფლების სათანადო განხორციელება, დაკავებული ერთ შემთხვევაში უჟანგბადობის გამო გახდა ცუდად, დაინტერესებული პირები, მათ შორის დაკავებულთა ოჯახის წევრებიც კი ვერ ახერხებენ სასამართლო სხდომაზე დასწრებას.

მოსამართლეები, რომლებიც სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავენ: ქეთევან ჯაჭვაძე; თამარ მჭედლიშვილი; ირაკლი ხუსკივაძე; ლელა მარიდაშვილი; დავით მგელიაშვილი; ნანა შამათავა; დავით კურტანიძე; ლევან ყოლბაია; არსენ კალატოზიშვილი; თეონა ეპიტაშვილი; ნინო სახელაშვილი; ნინო თარაშვილი; ლელა კალიჩენკო; გიორგი გელაშვილი; ზვიად შარაძე; ნათია გუდაძე; ნატო ხუჯაძე.

პროკურორები, რომლებიც სისხლის სამართლის საქმეეში მონაწილეობენ: ვაჟა თოდუა; შმაგი გობეჯიშვილი; გიორგი მუკბანიანი; ნუგზარ (ნუკრი) ჭიტაძე; თამარ იაკობიძე; როინ ხინთიბიძე; ანი ხუბეჯაშვილი; ვლადიმერ თურმანიძე; თორნიკე გოგეშვილი; პაატა ცეცხლაძე.

პოლიციელები, რომლებიც ადმინისტრაციულ საქმეებში ცრუ მოწმეებად გამოდიან: უჩა ჭულუხაძე; ზაურ მიქაძე; რევაზ ბიჩენოვი; თენგიზ ჩიტიშვილი; გიორგი კალანდაძე; ნინო მელაძე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება6

დაკავშირებული -პოსტები

სამეგრელოში ნარკორეალიზატორი დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი დააკავეს. "სამართალდამცველების მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ინტენსიურ რეჟიმში...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოქალაქე დაარწმუნა, თითქოს თბილისში, კონკრეტულ მისამართზე...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 4 პირი დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით,...

დაწვრილებითDetails

ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ილია სულამანიძე იჭიდავებს
მთავარი

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ილია სულამანიძემ (100 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 25 წლის ქართველმა ფინალში იაპონელი დოტა არაი დაამარცხა. ილია ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო და უნგრელი სომბორ...

დაწვრილებითDetails

ტყიბულში მეშახტე დაშავდა

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
ტყიბულის ერთ-ერთ შახტში მაღაროელი დაიღუპა-“მაღაროელი”
მთავარი

ტყიბულში მეშახტე სატვირთო ვაგონის დაჯახების შედეგად დაშავდა. დაშავებული კლინიკაში მძიმე დაზიანებებით არის მოთავსებული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას...

დაწვრილებითDetails

“Amnesty International-მა დიდი ხნით დაიმკვიდრა თაღლითის სახელი”- შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს
მთავარი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ Amnesty International-მა თაღლითის სახელი დაიმკვიდრა. კერძოდ, პაპუაშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას, რომელშიც ის Amnesty International-ს თაღლითურ ორგანიზაციად მოიხსენიებს....

დაწვრილებითDetails

რიგ მიმართულებებზე მგზავრობა გაძვირდა – ნახეთ, რამდენით გაიზარდა

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
“ნარკოტიკული თრობის ქვეშ მართავენ საქალაქთაშორისო ტრანსპორტს და გადაჰყავთ მოქალაქეები”
მთავარი

საქალაქთაშორისო მგზავრობა დამატებით რამდენიმე მიმართულებაზე გაძვირდა. ამის შესახებ მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ. კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, გაიზარდა თბილისი-ლაგოდეხისა და თბილისი-წნორის მიმართულებებზე გადაადგილების ღირებულება. უფრო კონკრეტულად, მოქალაქეები წერენ, რომ თბილისი-ლაგოდეხის რეისზე მიკროავტობუსით...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 10 ოქტომბრისთვის

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6005 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6005 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6019 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

“ბიუჯეტში პარლამენტარების ხელფასების ზრდა გათვალისწინებული არ არის, თუმცა კანონი ითხოვს, რომ გაიზარდოს “- გიორგი კაკაურიძე ირაკლი ზარქუას

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
“ბიუჯეტში პარლამენტარების ხელფასების ზრდა გათვალისწინებული არ არის, თუმცა კანონი ითხოვს, რომ გაიზარდოს “- გიორგი კაკაურიძე ირაკლი ზარქუას
მთავარი

ბიუჯეტში პარლამენტარების ხელფასების ზრდა გათვალისწინებული არ არის, თუმცა კანონი ითხოვს, რომ უნდა გაიზარდოს - კანონი იქნება შესაცვლელი ან უნდა დავამატოთ ფული, - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, პარლამენტის...

დაწვრილებითDetails

9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა – შს მომსახურების სააგენტო

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება
მთავარი

სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობაში ფიზიკური პირისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების, მართვის მოწმობის გაცემის, ასევე შეჩერების, ჩამორთმევის ან შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია აისახება. დაინტერესებულ პირებს ცნობის მისაღებად განაცხადის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"