როგორც აქციის მონაწილეების ამბობენ, მათი მიზანი არ არის ღონისძიების ჩაშლა, მათი მოვალეობაა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსებობს რომ მშვიდობიან აქციებზე სასტიკად არიან ნაცემი მოქალაქეები და უკანონოდ არიან დაპატიმრებული ადამიანები.
“ჩვენ არა მარტო ახალ წელს გვართმევს “რუსული ოცნება”, არამედ სახელმწიფოებრიობას და აბრუნებს პოლიტბიუროს”
“ხელისუფლება იგნორირებას უკეთებს ყველა იმ ფაქტს, რაც ქუჩაში ხდება, ჩვენი მიზანი არ არის რომ ბავშვებს ახალი წელი წავართვათ, ახალი წელი წაგვართვა ჩვენ ბიძინამ, კობახიძემ და მთელმა “ქართულმა ოცნებამ” – აცხადებენ მოქალაქეები.
ქუთაისის მერია ნაძვის ხის საზეიმოდ ანთებას დღეს,19:00 საათზე გეგმავს. მერის მოვალეობის შემსრულებელი მოქალაქეების ნაძვის ხესთან მისვლისკენ მოუწოდებს.
საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციები უკვე 24-ეა რაც იმართება. დღეს თბილისში ქუთაისელებისა და იმერლების მარშია დაგეგმილი.










