ჩვენს თანაქალაქელებს ვეპატიჟებით, ბავშვებთან ერთად მოვიდნენ – ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი თანაქალაქებს ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე იწვევს, შესაბამისი განცხადება მან ტელეკომპნია “მაესტროს” ეთერში გააკეთა. დავით ერემეიშვილამ ასევე 31 დეკემბერს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.
“14 საათიდან მიმდინარეობს ნაძვის ხის ანთების სამუშაოები. 19:00 საათისთვის აინთება ნაძვის ხე. უკვე შესაბამისი კომპანია, შესაბამისი სამსახურები მუშაობენ ცენტრალურ მოედანზე, სადაც მზადდება სცენა. იქ იქნება ბავშვთა გასართობი სივრცეები და ჩვენს თანაქალაქეებს ვეპატიჟებით, ბავშვებთან ერთად მოვიდნენ და ლამაზად გავითენოთ ახალი წლის დამდგომი დღეები. 31 დეკემბერს იქნება საახალწლო ძირითადი ღონისძიება, სადაც ჩვენი ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის სახელწიფო ანსამბლი მიიღებს მონაწილეობას და იქაც იქნება სივრცეები. ძირითადი კონცერტის დაწყებამდე ჩვენი სტუდიები გამოვლენ, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა იქნება და ბავშვთა გასართობის სივრცეებიც იქნება მოწყობილი.” – განცხადა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა “მაესტრროსთან” ინტერვიუს დროს.
ცნობისთის, ქუთაისში ნაძვის ხის საზეიმოდ ანთებას მოქალაქეების ნაწილი აპროტესტებს. ცოტა ხნის წინ ნაძვის ხესთან, აქციებზე ნაცემი მოქალაქეებისა და ჟურნალისტების ფოტოები მიიტანეს.










