სოციალურ ქსელში ვრცელდება ბავშვთა სახლის დატბორვის კადრები. მოქალაქე უკმაყოფილებას გამოთქვამს ქუთაისის მერის მოადგილის მიმართ:
ისევ ვეძებ იუზა უგულავას რომ ვუთხრა რა დღეში ჩაგვაგდო! თუ ვინმე მის ტელეფონს გამიზიარებს დღე და ღამე ვაპირებ ვურეკო!
ქუთაისის ერთ-ერთი საუკეთესო ბავშვთა სახლი იტბორება წვიმისას. მემორანდუმს აქ განთავსებული პოსტის მერე მოვაწერეთ ხელი (სხვა გზა არ ქონდათ) და ირონიაა ის რომ სანამ დედამიწა არ გაშრება ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ.
ბ-ნო იუზა! კეკელიძის ქუჩას არ აქვს სანიაღვრე და ერთმანეთის წყალში ვბანაობთ
-ამჟამად ჩემი 7 განსაკუთრებული საჭიროების ბავშვი და აღმზრდელი სახლიდან ვერ გამოდის!
ხომ ვერ მიხვალთ???- ჟანა ბაბუნაშილი