ქედაში, ბათუმი ახალციხის საავტომობილო გზა ჩაიკეტა – აქუცას ხიდის მიმდებარედ მეწყერი ჩამოწვა. ქვათაცვენა ამ დრომდე გრძელდება.
„უკვე სამი საათია გზაში ვართ, ფეხითაც ვერ გადახვალ, რადგან გრძელდება მასის ჩამოწოლა, სოფელ ვაიოს მხრიდან ვაპირებთ ახლა გადასვლას, რომ ასე ჩავიდეთ როგორმე ქედის ცენტრამდე.
112-ში დავრეკე, რომ შველა გვჭირდება. გადმომირეკეს საგანგებოდან და მითხრეს, რა გავაკეთოთ, თვითმფრინავს ხომ არ გამოგიგზავნიო. ვუთხარი, რომ ევაკუაცია უნდა შეეძლოს საგანგებო სიტუაციების სამსახურს და უჩვეულოს არაფერს ვითხოვდი,“- უთხრა „ბათუმელებს“ მოქალაქე მელანო მახარაძემ.
„ადგილზე არიან ჩვენი წარმომადგენლები, გრძელდება ქვათაცვენა, დასრულდება თუ არა მყისიერად დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები,“ – აცხადებს საქართველოს გზების დეპარტამენტის პრესცენტრი.
წყარო: ბათუმლები. ge









