თურქეთში, დენიზლიში 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს განცხადებით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 03:01 საათზე მოხდა. ბიძგების სიმძლავრე მიწის ქვეშ სულ რაღაც 7,6 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
ნგრევის შესახებ ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა, თუმცა ის ახლომდებარე პროვინციებსა და რეგიონებშიც იგრძნობოდა.