ბათუმში ფერად და ხმაურიან ღონისძიებას Black Sea Sound-ს მასპინძლობს.
Black Sea Sound 2019 – ლოკაცია მზიან და ქათქათა ბათუმში – ერას მოედანია.
2 აგვისტოს საღამო ფერების ფესტივალის პარალელურად DJ DIMI -ს სეტით დაიწყო. მოგვიანებით სცენა Funck-ზე გამიჯნურებულმა ირაკლი ფაღავამ და Groovephonics – მა დაიკავა. თუ გავაქანებთ თეძოებს, რა დაიბადება თუ არა ბედნიერი ადამიანების მუსიკა Funck. ირაკლი ფაღავას შემდგომ სცენაზე Killages ვიხილეთ. თუმცა, ყველაფერი ამით არ დასრულებულა, საღამო გაგრძელდა ბათუმური წვიმის ფონზე და მსმენელების წინაშე წარსდგა Melomaniakk ბათუმიდან , განუმეორებელი Asea sool, პროექტი “არა” დედაქალაქიდან, ლაივი ასევე საინტერესო ბენდმა Kid Jesus-მა დაასრულა.
როგორც ფესტივალის ორგანიზატორი ლევან გელიაშვილი აცხადებს მიმდინარე წელს ფესტივალის ფარგლებში მრვალი აქტივობაა ჩანიშნული.
Black Sea Sound-ის ფარგლებში დაგეგმილ ლაივებს შორის გასაოცარი სიურპრიზი ელოდება როკის და პანკის მოყვარულებს 18 აგვისტოს, ანბანის კოშკთან. დასწრება თავისუფალია.
Black Sea Sound დასაბამს 2014 წლიდან იღებს და მიზნად ისახავს საავტორო სიმღერების პოპულარიზაციას. იგი საქართველოში მოღვაწე ბენდებს საშუალებას აძლევს საკუთარი შემოქმედება ცოცხალი მუსიკის მოყვარულებს გააცნონ.