“დასრულდა დაჯილდოების ცერემონიალი ჟაუტიკოვის ოლიმპიადაზე, რომელიც უხვმოსავლიანი აღმოჩნდა კომაროველი მოსწავლეებისათვის. 14 მონაწილიდან (კომაროვის სკოლა 2 გუნდით იყო წარმოდგენილი) 13-მა აიღო მედალი ინდივიდუალურ შეჯიბრებაში. აქედან 3 ოქროა, 5 ვერცხლი და 5 ბრინჯაო. თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა გუნდური გამარჯვებისათვის. გრან-პრი ბელგრადის სკოლამ აიღო, გაგვასწრეს სოფიის და ბუქარესტის ფიზიკა-მათემატიკურმა სკოლებმაც. აღსანიშნავია, რუსული სკოლების დაბალი შედეგები, რომლებიც მრავლად იყვნენ ოლიმპიადაზე. ჩემს მახსოვრობაში პირველად მოხდა, რომ საუკეთესო 7 გუნდში (ოლიმპიადის წესებით გუნდურ შეჯიბრში მხოლოდ 7 გუნდი ჯილდოვდება) ვერცერთი რუსული სკოლა ვერ მოხვდა, მათ შორის ლომონოსოვის უნივერსიტეტთან არსებული ფიზიკა-მათემატიკური სკოლაც. ეს ფაქტი მეტყველებს ძალიან დიდ კონკურენციაზე. ამას ადასტურებს მონაწილეთა რეკორდული რაოდენობაც. წელს 3 საგანში 600-მდე მოსწავლე ეჯიბრებოდა ერთმანეთს.”-წერს ჯგუფის ხელმძღვანელი პროფესორი ზაზა გამეზარდაშვილი.
“ბავშვებმა გაიმარჯვეს… ჩვენი აქციებიც დღეს დასრულდება” -დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი
ეს არის გამარჯვება, ბავშვებმა გაიმარჯვეს - ჩვენი აქციებიც დღეს დასრულდება. აქცია აღარ იქნება კანცელარიასთან და გადავდივართ უკვე სამუშაო პროცესში -ამის შესახებ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის დედამ, თაკო გოგალაძემ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის...










