LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“სცენარი დადგეს, ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი ვითომ დაიჭირეს და ჩემს შვილს შეუსახლეს საკანში, დავითი კამერაში არის მგლებთან ერთად” -ძმები ფეიქრიშვილების დედა

“სცენარი დადგეს, ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი ვითომ დაიჭირეს და ჩემს შვილს შეუსახლეს საკანში, დავითი კამერაში არის მგლებთან ერთად” -ძმები ფეიქრიშვილების დედა

დაპოსტა 2026/10/20-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული ძმები – დავით და გიორგი ფეიქრიშვილები ამ დროისთვის კვლავ გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფეიქრიშვილების დედამ ნინო აბრამიშვილმა განუცხადა.

დედა შვილების „ვივამედში“ გადაყვანას მოითხოვს.

როგორც ნინო აბრამიშვილი აცხადებს, მის ერთ-ერთ შვილს, დავით ფეიქრიშვილს საკანში ფიზიკურად დაუპირისპირდა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და კიდევ ოთხი პირი. შედეგად, დედის თქმით, მის შვილს სხეულის სხვადასხვა ნაწილის მოტეხილობები აქვს. ნინო ფეიქრიშვილის განმარტებით, მას შემდეგ რაც აღნიშნული შემთხვევა მოხდა, თვითდაზიანებები მიიყენა მისმა მეორე შვილმა, გიორგი ფეიქრიშვილმა, რომელიც სხვა საკანში ზის.

„[დავითი] კლინიკაში ჯერ არ გადაუყვანიათ… კამერაში არის მგლებთან ერთად შეშვებული სპეციალურად. სცენარი დადგეს და ვატო ყიფიანი და სხვები ტყუილუბრალოდ, ვითომ დაიჭირეს. ხუთი ადამიანი: ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი (იგივე „კაწრო“), შოთა ყიფიანი, კაჭარავა და გოცირიძე შეუსახლეს საკანში, ჩაუტეხეს ხუთი ნეკნი, მოტეხილი აქვს ორივე მხარეს ყბის ძვლები. როგორც მეუბნებიან, თავის არეში აქვს ჰემატომა. წუხელ გადაიყვანეს კლინიკა „ვივამედში“, მაგრამ იქ არ დატოვეს, კვლავ დააბრუნეს უკან ასეთი მძიმე ავადმყოფი. მთელი ღამე კვლავ ზეწოლის ქვეშ იყო. ეტყობა, აწამებდნენ. გოგას ვენები გადაუჭრია. მასზე არაფერი ვიცი. მამაომ ნახა დათო, მაგრამ გოგა არ უნახავს. ისიც გადასაყვანია იმიტომ, რომ ნაკერები არ ადევს.

იცოდეთ, რომ ქურდები განაგებენ ციხეს!“ – აცხადებს ბრალდებული ძმების დედა, ნინო აბრამიშვილი.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები მიმდინარე წლის 22 სექტემბერს დააკავეს. დაკავება ძალადობას და გამოძალვას უკავშირდება. რაც შეეხება ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანსა და ავთანდილ ბილანიშვილს (ე.წ.კაწრო), მათი დაკავება 2026 წლის 15 ოქტომბერს მოხდა. მათ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავებიან.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

ადვოკატის ინფორმაციით, დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის შემდეგ, „ძმის სიცოცხლის გადასარჩენად“ გოგა ფეიქრიშვილმა ვენები გადაიჭრა

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი
მთავარი

პატიმრობაში მყოფი ძმების, დავით და გოგა ფეიქრიშვილების ადვოკატის, პაატა გოგიაშვილის ინფორმაციით, გოგა ფეიქრიშვილმა წუხელ ვენები გადაიჭრა. როგორც მან „ფორმულასთან“ განაცხადა, გოგა ფეიქრიშვილს სურდა „ძმის სიცოცხლე გადაერჩინა“, რომელსაც დაზიანებები მას შემდეგ...

დაწვრილებითDetails

“დღეს სასულიერო პირები მეტყველებენ, როგორც ერისკაცები, შეიძლება გინებაც დაიწყოს, ვიღაცას დაარტყას კიდეც”-მიტროპოლიტი იობი

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
“დღეს სასულიერო პირები მეტყველებენ, როგორც ერისკაცები, შეიძლება გინებაც დაიწყოს, ვიღაცას დაარტყას კიდეც”-მიტროპოლიტი იობი
მთავარი

დღეს სასულიერო პირები მეტყველებენ როგორც ერისკაცები. შეიძლება სასულიერო პირმა გინებაც დაიწყოს, მრისხანებაც გამოხატოს, ვიღაცას დაარტყას კიდეც. ასეთი მდგომარეობაა დღეს უკვე სასულიერო პირებში, სამწუხაროდ, - ამის შესახებ მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი)...

დაწვრილებითDetails

“მდინარაძეს ბევრი რამ აქვს გაკეთებული გუნდისთვის … უშეცდომო არავინ არ არის ღმერთის გარდა…შეცდომას ყველა უშვებს”-კობახიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
,,გვჭირდება შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან, ექიმებთან და საავადმყოფოს კოლექტივთან აქტიური კონსულტაციები იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, სათანადო გადაწყვეტილებები მივიღოთ“- განაცხადა კობახიძემ
მთავარი

მას ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული გუნდისთვის, ეს შემიძლია გითხრათ და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ეს. უშეცდომო არავინ არ არის ღმერთის გარდა, შესაბამისად შეცდომას ყველა ადამიანი უშვებს ბუნებრივია, მეც შეიძლება...

დაწვრილებითDetails

” მათი დღეები დათვლილია!”- ირაკლი კობახიძე ასაკრძალ პარტიებზე

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
მინდა გკითხოთ, მაშინ თქვით ტყუილი თუ ახლაც იზიარებთ იმავე პოზიციას 2008 წლის ომთან დაკავშირებით – კობახიძე პრეზიდენტს
მთავარი

სუბიექტურად, ჩვენთვის შეიძლება უფრო საინტერესო ყოფილიყო არსებული სპექტრის შენარჩუნება - ამ გაცვეთილი სახეებით შეიძლება უფრო მარტივი ყოფილიყო ჩვენთვის შემდეგი არჩევნების მოგება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციური პარტიების...

დაწვრილებითDetails

“სუვერენიტეტში ჩარევის სულისკვეთება რუსეთისა და ევროკავშირის შემთხვევაში ერთი და იგივეა, ხარისხია განსხვავებული” – კობახიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

სუვერენიტეტში ჩარევის სულისკვეთება, რუსეთისა და ევროკავშირის შემთხვევაში არის ერთი და იგივე, ხარისხი არის განსხვავებული. რუსეთთან უნდა ვისაუბროთ იმისათვის, რომ ოკუპაციის შესახებ საკუთარ პოლიტიკას გადახედონ. ანალოგიურად ევროპულ სტრუქტურებსაც უნდა ვესაუბროთ, -...

დაწვრილებითDetails

დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი
მთავარი

დავით ფეიქრიშვილის ადვოკატი, "პირველებთან" ყვება, რომ პატიმარი სასტიკად არის ნაცემი. იურისტის თქმით, ფეიქრიშვილს სახის ძვლები და 4 ნეკნი აქვს მოტეხილი. ადვოკატის განცხადებით, ფეიქრიშვილს მისივე საკანში ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ვატო ყიფიანმა, ავთანდი...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ვეტერანი ხელბურთელის რატი მსხვილიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
გარდაიცვალა ვეტერანი ხელბურთელის რატი მსხვილიძე
მთავარი

საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებით იუწყება საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრის, ვეტერანი ხელბურთელისა და მწვრთნელის, რატი მსხვილიძის გარდაცვალებას. რატი მსხვილიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული ხელბურთის განვითარებაში. სპორტული კარიერის განმავლობაში...

დაწვრილებითDetails

“არ გამოვრიცხავ, რომ რაღაცები შეიმუშაონ, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფრისთვის მზად ვართ”- ირაკლი ჭეიშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
“არ გამოვრიცხავ, რომ რაღაცები შეიმუშაონ, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფრისთვის მზად ვართ”- ირაკლი ჭეიშვილი
მთავარი

დარწმუნებული ვარ, რომც არ აიკრძალოს არცერთი პარტია, ევროკავშირი ჩვენ მიმართ რიტორიკას არ შეცვლის - არ გამოვრიცხავ, რომ რაღაცები შეიმუშაონ, მაგრამ ჩვენ აბსოლუტურად ყველაფრისთვის მზად ვართ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“...

დაწვრილებითDetails

” ოპოზიციის ელჩებთან შეხვედრა გიკვირთ, კაცო?! ” – ირაკლი ქადაგიშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
ისტორიულად მსოფლიო პოლიტიკოსს მაშინ ესროდნენ, როდესაც ყველაზე მეტად იბრძოდა მშვიდობისთვის, გაძლიერებული უსაფრთხოების ზომები კონკრეტული მოცემულობიდან გამომდინარეა – ირაკლი ქადაგიშვილი
მთავარი

ფაქტია, რომ ელჩები დაკავებულები არიან საქართველოში პოლიტიკური პროცესის მართვით - ვერ მოუნელებიათ, რომ არჩევნებში წააგეს, გადატრიალება ვერ მოახერხეს და ამ დესტრუქციულ ქმედებას აგრძელებენ, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ,...

დაწვრილებითDetails

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, მათი კონსტიტუციურობის შეფასება ცალკე საქმედ განიხილოს

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
მთავარი

პარტიამ, „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს, რითაც მოითხოვა, რომ პარტიის - „გახარია-საქართველოსთვის“ კონსტიტუციურობის შეფასება ცალკე საქმედ გამოიყოს და ცალკე განიხილოს. აღნიშნულის შესახებ პარტიაში - „გახარია საქართველოსთვის“ ბრიფინგი გაიმართა. „ჩვენმა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"