“დასრულდა დაჯილდოების ცერემონიალი ჟაუტიკოვის ოლიმპიადაზე, რომელიც უხვმოსავლიანი აღმოჩნდა კომაროველი მოსწავლეებისათვის. 14 მონაწილიდან (კომაროვის სკოლა 2 გუნდით იყო წარმოდგენილი) 13-მა აიღო მედალი ინდივიდუალურ შეჯიბრებაში. აქედან 3 ოქროა, 5 ვერცხლი და 5 ბრინჯაო. თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა გუნდური გამარჯვებისათვის. გრან-პრი ბელგრადის სკოლამ აიღო, გაგვასწრეს სოფიის და ბუქარესტის ფიზიკა-მათემატიკურმა სკოლებმაც. აღსანიშნავია, რუსული სკოლების დაბალი შედეგები, რომლებიც მრავლად იყვნენ ოლიმპიადაზე. ჩემს მახსოვრობაში პირველად მოხდა, რომ საუკეთესო 7 გუნდში (ოლიმპიადის წესებით გუნდურ შეჯიბრში მხოლოდ 7 გუნდი ჯილდოვდება) ვერცერთი რუსული სკოლა ვერ მოხვდა, მათ შორის ლომონოსოვის უნივერსიტეტთან არსებული ფიზიკა-მათემატიკური სკოლაც. ეს ფაქტი მეტყველებს ძალიან დიდ კონკურენციაზე. ამას ადასტურებს მონაწილეთა რეკორდული რაოდენობაც. წელს 3 საგანში 600-მდე მოსწავლე ეჯიბრებოდა ერთმანეთს.”-წერს ჯგუფის ხელმძღვანელი პროფესორი ზაზა გამეზარდაშვილი.
რუსეთში ახალი ნარკოტიკები ჩნდება, ის აუცილებლად გაჩნდება საქართველოს “შავ ბაზარზეც” – ზურა სიხარულიძე
ნარკოლოგ ზურა სიხარულის ინფორმაციით, რუსეთში ახალი ნარკოტიკები გამოჩნდა, რომელიც გაზრდილი მიგრაციის ფონზე აუცილებლად გაჩნდება საქართველოს ე.წ. შავ ბაზარზეც. სიხარულიძის თქმით, საუბარი აღარ არის მხოლოდ ჰეროინზე, მეტადონზე, ამფეტამინზე ან მეფედრონზე, არამედ საუბარია უფრო საშიშ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე "ნიტაზენები,...









