ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანთ, რომ საქართველოს ხელისუფლების კურსი არის შეცვლილი. ბუნებაში არ არსებობს უბრალოდ. ეს არის ფარისევლობა. არანაირი მაგალითი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს კურსი შეცვლილია. ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არადემოკრატიული, არაევროპული ნაბიჯები გადადგა. მოყოლებული 2012 წლიდან, ყველა ხელშესახები წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე გაკეთებულია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მიერ” – ამბობს თბილისის მერი, კახი კალაძე. მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთან სამხედრო წვრთნების გადადების შესახებ.
რამდენი ადამიანი ცხოვრობს იმერეთის იმ 4 რეგიონში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა ყველაზე მეტად შემცირდა
საქსტატის 2024 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, 2014 წლიდან დღემდე იმერეთში მოსახლეობის რაოდენობა ყველაზე მკვეთრად (15.1%) წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შემცირდა, სადაც ამჟამად 48 310 ადამიანი ცხოვრობს. შეგახსენებთ, 2024 წლის მდგომარეობით, საქართველოში...










