ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანთ, რომ საქართველოს ხელისუფლების კურსი არის შეცვლილი. ბუნებაში არ არსებობს უბრალოდ. ეს არის ფარისევლობა. არანაირი მაგალითი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს კურსი შეცვლილია. ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არადემოკრატიული, არაევროპული ნაბიჯები გადადგა. მოყოლებული 2012 წლიდან, ყველა ხელშესახები წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე გაკეთებულია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მიერ” – ამბობს თბილისის მერი, კახი კალაძე. მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთან სამხედრო წვრთნების გადადების შესახებ.
გაშიფრულია მკვლელობის მომზადების სქემა – საქმეში „კანონიერ ქურდი“ „წრიპა“ ფიგურირებს
დიდი სპეცოპერაცია ქვეყანაში - დააკავეს პირები, რომლებიც ჯგუფურად ერთ-ერთი პირის მკვლელობას ამზადებდნენ, „კანონიერ ქურდ“ „წრიპას“ კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. ირკვევა, რომ სწორედ "წრიპას", იგივე ალექსანდრე ქურასბედიანს დაუკავშირდნენ დაკავებული პირები დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით და მკვლელობის დეტალები,...










