“მთელი თავისი სიცოცხლე შვილებს და სრულიად სკოლას მიუძღვნა”-ღვანკითის საჯარო სკოლა მასწავლებელს დოდო ტყეშელაშვილს ემშვიდობება .
“გამოსათხოვარი
ღვანკითის საჯარო სკოლა კიდევ ერთ პედაგოგს ემშვიდობება. დიახ, პედაგოგს, რადგან პედაგოგს არ შეიძლება ყოფილი ეწოდოს. ეს ქ-ნი დოდო ტყეშელაშვილია. ჩვენი დოდო, ჩვენი თბილი და კეთილი მეგობარი, სკოლასა და ბავშვებზე უზომოდ შეყვარებული.
35 წელი იმუშავა ქ-მა დოდომ ღვანკითის საჯარო სკოლაში ქიმიის მასწავლებლად. ამ წლების მანძილზე მრავალმა ქარტეხილმა გადაიარა მის ზურგზე. სრულიად ახალგაზრდას მეუღლე ავტოკატასტროფაში დაეღუპა და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ამ ტრაგედიით სკოლაც შეძრული იყო, მაგრამ ახალგაზრდა დედისა და მასწავლებლის სანუგეშოდ ყველაფერს აკეთებდა. თვითონაც ვაჟკაცურად დადგა ფეხზე. ცხოვრებას თავი არ დაუხარა. ახალგაზრდა ქვრივმა რკინის ქალამნები ჩაიცვა და მთელი თავისი სიცოცხლე შვილებს და სრულიად სკოლას მიუძღვნა. სამშობლოს სასახელო ქალ-ვაჟი აღუზარდა , რომლებმაც შვილიშვილები აჩუქეს. რძალი და სიძეც შესაფერისი შეხვდა. ,,მაგდა რძალი კი არა, ჩემი ქალიშვილიაო“-იტყოდა. როგორც იტყვიან, შვილებზე და შვილიშვილებზე ამოსდიოდა მზე და მთვარე. შვილებთან ერთად მოდიოდა სკოლაში და მათთან ერთად მიდიოდა სკოლიდან. ის მათთვის დედაც იყო, მამაც, მეგობარიც და მესაიდუმლეც. ჯერ კიდევ ბავშვებს ეთათბირებოდა, რჩევას ეკითხებოდა და მათს აზრს იზიარებდა. დედა-შვილებს ასე ხელიხელ-ჩაკიდებულებს გაჰქონდათ ცხოვრების ჭაპანი. ძალიან მადლიერი იყო მეუღლის ნათესავების. იტყოდა ხოლმე:
,,ჩემი მამა (მამას მამამთილს ეძახდა და დიდ პატივს სცემდა მას) და მულები ჩემში თავიანთ შვილს და ძმას ხედავენო“. პარალელურად სკოლაშიც ყველაფერს აკეთებდა, რაც მის მოვალეობაში შედიოდა. ,,გაკვეთილზე რომ შევალ, მერე ჩემი ავთო (მეუღლე) საერთოდ მავიწყდებაო“
საუკეთესო მასწავლებელი იყო ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. საუკეთესო გაკვეთილებს ატარებდა ქიმიაში. მაშინ ჩვენ სკოლაში გვქონდა ქიმიის კაბინეტი ამწოვი კარადითა და მდიდარი ლაბორატორიით. ერთი სიამოვნება იყო მის გაკვეთილებზე სტუმრობა. მისი ყველა გაკვეთილი იყო აქტიური,სიცოცხლით სავსე და არც ერთი მათგანი არ ჰგავდა ერთმანეთს. უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ატარებდა ცდებს ქიმიაში, და თუ ცდის ჩასატარებლად საჭირო ნივთიერება გამოილეოდა, თვითონ დადიოდა თუ ღვინის ქარხნებში, თუ სხვაგან და სხვაგან და საჭირო ნივთიერებას აუცილებლად მოიპოვებდა. რაიონში მას ყველა პატივს სცემდა, როგორც ქიმიის გამორჩეულ მასწავლებელს და ღირსეულ დედას. აბიტურიენტებისთვისაც იცლიდა. იყო ძალიან შრომისმოყვარე, დაუზარელი, ყველაფერს ასწრებდა. საუკეთესოდ მოვლილი მეურნეობა ჰქონდა. იყო ერთგული და უღალატო მეგობარი, ყველას ჭირისა და ლხინის გამზიარებელი, საუკეთესო კლასის ხელმძღვანელი. რა საქმეც არ უნდა ყოფილიყო სკოლაში, ის ყოველთვის წინა რიგებში იდგა. და რაც მთავარია: იყო უმაღლესი კატეგორიის ქიმიის მასწავლებელი. მას პატივს სცემდნენ, აფასებდნენ და უყვარდათ. აკი თვითონაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე სიყვარულს თესავდა.
ამ რამდენიმე წლის წინ ჯანმრთელობა შეერყა და სკოლა დატოვა, თუმცა მერეც არ უცხოვრია სკოლაზე და გაკვეთილებზე ფიქრის გარეშე. დილით რომ ადგებოდა, იტყოდა თურმე:
,, არიქა, სკოლაში არ დამაგვიანდეს“, ,,არიქა, გაკვეთილები უნდა გადავიმეორო და სკოლაში წავიდეო“.
ასე უზომოდ იყო დოდო მასწავლებელი შეყვარებული სკოლაზე.
,,ჩემმა სკოლამ გადამატანინა ჩემი ავთოს დაღუპვა, თქვენ მომიშუშეთ ჭრილობებიო“
იტყოდა და თან ცრემლების ნიაღვარს მოაყოლებდა. დღეს კი მისი მშობლიური სკოლა ემშვიდობება, ემშვიდობება და ცათა სასუფეველში დამკვიდრებას უსურვებს.
მშვიდობით ჩვენო ერთგულო მეგობარო! მშვიდად განისვენე შენი საყვარელი მეუღლის გვერდით. მსუბუქი ყოფილიყოს შენს ნაჯაფ სხეულზე დაყრილი მიწა!
იცოდე, ჩვენი წილი სიყვარული და ცრემლები თან მიგყვება.” -ვკითხულობთ
გურამ ქარქაშაძის სახელობის ღვანკითის საჯარო სკოლის გვერდზე
2026 წელს 17 პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ განხორციელებული 910 შემოწირულების საერთო მოცულობამ 6 565 361 ლარი შეადგინა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარლამენტისთვის წარდგენილი მონაცემებით, თანხის უდიდესი ნაწილი - 5 522 000 ლარი „ქართულმა ოცნებამ“...
ადვოკატების საინიციატივო ჯგუფი პატიმრების საყოველთაო ამნისტიას ითხოვს - განცხადება იურისტებმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს. ლაშა ტყეშელაძის თქმით, 2026 წლის ივლისის მონაცემებით, პატიმართა რაოდენობამ დასაშვებ ზღვარს გადააჭარბა და მათ საპატიმრო დაწესებულებში მრავალი...
კახა კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება. კალაძის მტკიცებით, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გლდანის რაიონში გამოიყოფა 1650 კვ.მ მიწის ნაკვეთი, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის...
თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე, დამამძიმებელ გარემოებებში 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს, დ.პ.-ს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა. ბრალდების მხარის აღნიშნული შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა. როგორც საქმის პროკურორი, ლევან ვეფხვაძე განმარტავს,...
საქართველოს მთავრობა ENKA-სთან საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა. ძამაშვილი ცრუ და არასწორს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს ვაშინგტონის სასამართლომ...
საქართველოში ამინდი შეიცვლება. უახლოეს დღეებში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოსალოდნელია როგორც ტემპერატურის ცვლილება, ისე ნალექიანი და ქარიანი ამინდი. მეტეოროლოგების პროგნოზით, ზოგიერთ რაიონში დღის განმავლობაში ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა მოგვიანებით ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი....
ოქტომბრის განმავლობაში გორში, მარნეულში, ქუთაისსა და ამბროლაურში ადგილობრივ მოსახლეობას უფასო სამართლებრივი კონსულტაციების მიღება შეეძლება. კონლუტაციების ქალაქების მიხედვით ასეა გადანაწილებული: გორი 2 ოქტომბერი მარნეული 9 ოქტომბერი ამბროლუარი 16 ოქტომბერი ქუთაისი 23...
ვაშინგტონის ფედერალურმა მოსამართლემ, შეჩერებული „ნამახვანჰესის” კომპენსაციისთვის, საქართველო დაავალდებულა, თურქულ კომპანია Enka Renewables LLC-ს 350 მლნ დოლარი (პლუს პროცენტით) გადაუხადოს, რაც მთლიანობაში 400 მლნ დოლარზე მეტ კომპენსაციას შეადგენს. როგორც bpn.ge წერს, ამის შესახებ...
ქარელში მანქანა 4 წლის ბავშვს დაეჯახა - ინფორმაციას “ქართლის ამბები“ ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა გუშინ, 15 სექტემბერს მოხდა. ბავშვი ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს....
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. 'მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის,...