“მთელი თავისი სიცოცხლე შვილებს და სრულიად სკოლას მიუძღვნა”-ღვანკითის საჯარო სკოლა მასწავლებელს დოდო ტყეშელაშვილს ემშვიდობება .
“გამოსათხოვარი
ღვანკითის საჯარო სკოლა კიდევ ერთ პედაგოგს ემშვიდობება. დიახ, პედაგოგს, რადგან პედაგოგს არ შეიძლება ყოფილი ეწოდოს. ეს ქ-ნი დოდო ტყეშელაშვილია. ჩვენი დოდო, ჩვენი თბილი და კეთილი მეგობარი, სკოლასა და ბავშვებზე უზომოდ შეყვარებული.
35 წელი იმუშავა ქ-მა დოდომ ღვანკითის საჯარო სკოლაში ქიმიის მასწავლებლად. ამ წლების მანძილზე მრავალმა ქარტეხილმა გადაიარა მის ზურგზე. სრულიად ახალგაზრდას მეუღლე ავტოკატასტროფაში დაეღუპა და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ამ ტრაგედიით სკოლაც შეძრული იყო, მაგრამ ახალგაზრდა დედისა და მასწავლებლის სანუგეშოდ ყველაფერს აკეთებდა. თვითონაც ვაჟკაცურად დადგა ფეხზე. ცხოვრებას თავი არ დაუხარა. ახალგაზრდა ქვრივმა რკინის ქალამნები ჩაიცვა და მთელი თავისი სიცოცხლე შვილებს და სრულიად სკოლას მიუძღვნა. სამშობლოს სასახელო ქალ-ვაჟი აღუზარდა , რომლებმაც შვილიშვილები აჩუქეს. რძალი და სიძეც შესაფერისი შეხვდა. ,,მაგდა რძალი კი არა, ჩემი ქალიშვილიაო“-იტყოდა. როგორც იტყვიან, შვილებზე და შვილიშვილებზე ამოსდიოდა მზე და მთვარე. შვილებთან ერთად მოდიოდა სკოლაში და მათთან ერთად მიდიოდა სკოლიდან. ის მათთვის დედაც იყო, მამაც, მეგობარიც და მესაიდუმლეც. ჯერ კიდევ ბავშვებს ეთათბირებოდა, რჩევას ეკითხებოდა და მათს აზრს იზიარებდა. დედა-შვილებს ასე ხელიხელ-ჩაკიდებულებს გაჰქონდათ ცხოვრების ჭაპანი. ძალიან მადლიერი იყო მეუღლის ნათესავების. იტყოდა ხოლმე:
,,ჩემი მამა (მამას მამამთილს ეძახდა და დიდ პატივს სცემდა მას) და მულები ჩემში თავიანთ შვილს და ძმას ხედავენო“. პარალელურად სკოლაშიც ყველაფერს აკეთებდა, რაც მის მოვალეობაში შედიოდა. ,,გაკვეთილზე რომ შევალ, მერე ჩემი ავთო (მეუღლე) საერთოდ მავიწყდებაო“
საუკეთესო მასწავლებელი იყო ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. საუკეთესო გაკვეთილებს ატარებდა ქიმიაში. მაშინ ჩვენ სკოლაში გვქონდა ქიმიის კაბინეტი ამწოვი კარადითა და მდიდარი ლაბორატორიით. ერთი სიამოვნება იყო მის გაკვეთილებზე სტუმრობა. მისი ყველა გაკვეთილი იყო აქტიური,სიცოცხლით სავსე და არც ერთი მათგანი არ ჰგავდა ერთმანეთს. უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ატარებდა ცდებს ქიმიაში, და თუ ცდის ჩასატარებლად საჭირო ნივთიერება გამოილეოდა, თვითონ დადიოდა თუ ღვინის ქარხნებში, თუ სხვაგან და სხვაგან და საჭირო ნივთიერებას აუცილებლად მოიპოვებდა. რაიონში მას ყველა პატივს სცემდა, როგორც ქიმიის გამორჩეულ მასწავლებელს და ღირსეულ დედას. აბიტურიენტებისთვისაც იცლიდა. იყო ძალიან შრომისმოყვარე, დაუზარელი, ყველაფერს ასწრებდა. საუკეთესოდ მოვლილი მეურნეობა ჰქონდა. იყო ერთგული და უღალატო მეგობარი, ყველას ჭირისა და ლხინის გამზიარებელი, საუკეთესო კლასის ხელმძღვანელი. რა საქმეც არ უნდა ყოფილიყო სკოლაში, ის ყოველთვის წინა რიგებში იდგა. და რაც მთავარია: იყო უმაღლესი კატეგორიის ქიმიის მასწავლებელი. მას პატივს სცემდნენ, აფასებდნენ და უყვარდათ. აკი თვითონაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე სიყვარულს თესავდა.
ამ რამდენიმე წლის წინ ჯანმრთელობა შეერყა და სკოლა დატოვა, თუმცა მერეც არ უცხოვრია სკოლაზე და გაკვეთილებზე ფიქრის გარეშე. დილით რომ ადგებოდა, იტყოდა თურმე:
,, არიქა, სკოლაში არ დამაგვიანდეს“, ,,არიქა, გაკვეთილები უნდა გადავიმეორო და სკოლაში წავიდეო“.
ასე უზომოდ იყო დოდო მასწავლებელი შეყვარებული სკოლაზე.
,,ჩემმა სკოლამ გადამატანინა ჩემი ავთოს დაღუპვა, თქვენ მომიშუშეთ ჭრილობებიო“
იტყოდა და თან ცრემლების ნიაღვარს მოაყოლებდა. დღეს კი მისი მშობლიური სკოლა ემშვიდობება, ემშვიდობება და ცათა სასუფეველში დამკვიდრებას უსურვებს.
მშვიდობით ჩვენო ერთგულო მეგობარო! მშვიდად განისვენე შენი საყვარელი მეუღლის გვერდით. მსუბუქი ყოფილიყოს შენს ნაჯაფ სხეულზე დაყრილი მიწა!
იცოდე, ჩვენი წილი სიყვარული და ცრემლები თან მიგყვება.” -ვკითხულობთ
გურამ ქარქაშაძის სახელობის ღვანკითის საჯარო სკოლის გვერდზე
კლიმატური მონაცემებით ივლისის საშუალო ტემპერატურა ივნისთან შედარებით 2-3°C -ით მაღალია. ამ თვეში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ქვეყნის დაბლობში, ბარში და დასავლეთ საქართველოს მთაში +23, +25°C, აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში +20, +22°C...
საქართველო მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ტურისტული მიმართულება ხდება. ქვეყანაში არაერთი ადგილია, სადაც ვიზიტორები იშვიათად ხვდებიან. თუ გსურთ ბუნებისა და ისტორიის აღმოჩენა ტურისტული ხალხმრავლობის გარეშე, ეს ადგილები ნამდვილად დაგაინტერესებთ. ტობავარჩხილის ტბები...
რეკორდულმა სიცხემ ევროპაში 3500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სინოპტიკოსების ცნობით, ტემპერატურამ სამხრეთ და ცენტრალურ ევროპაში 45-47 გრადუსს მიაღწია. ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მძიმე ვითარებაა ესპანეთსა და იტალიაში, სადაც ძირითადად ხანდაზმული ადამიანები და გულ-სისხლძარღვთა...
ზაფხულის ცხელი ღამეები ნამდვილ გამოწვევად იქცევა ხოლმე - შეხუთული ჰაერი და მაღალი ტემპერატურა ორგანიზმს მოდუნების საშუალებას არ აძლევს, რის გამოც გვიანობამდე ვერ ვიძინებთ, ღამით კი ხშირად გვეღვიძება. თუკი საძინებელში კონდიციონერი...
2026 წლის ივლისის ყველაზე ცუდი თარიღები უკვე დავასახელეთ. ამჯერად ასტროლოგები გვირჩევენ, ყურადღება მივაქციოთ გარკვეულ თარიღებს, რომლებიც შეიძლება განსაკუთრებით ხელსაყრელი იყოს სხვადასხვა წამოწყებისთვის. საერთო ჯამში, თვის ენერგია დადებითი იქნება; ივლისი დიდი ცვლილებების დროა....
„თბილისში სითბური ტალღები შესაძლოა, გაძლიერებული იყოს, რადგან ისეთი განაშენიანება გვაქვს, რომ ქალაქში განიავება ნაკლებად ხდება - დედაქალაქისთვის არამარტო ეს, არამედ შემდეგ წლებშიც ზაფხული იქნება რთული“, - ამის შესახებ რადიო „პალიტრას“...
სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ის გამოცემაში გამოქვეყნებული University of Oxford-ისა და Mayo Clinic-ის ერთობლივი მიმოხილვის მიხედვით, ენცეფალიტი მსოფლიო ჯანდაცვისთვის მზარდ გამოწვევად იქცა. მკვლევრები დაავადების გავრცელების ზრდას ორ მთავარ მიზეზს უკავშირებენ: პირველი კლიმატის ცვლილებაა, რომელმაც...
მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასმა კვლავ ზრდა დაიწყო. თბილისის დროით 12:30 საათისთვის, ერთი უნცია ოქროს ღირებულება 4 181 დოლარს შეადგენს. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 1.70%-ით არის გაზრდილი. ზრდა ფიქსირდება ვერცხლის...
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი არქიტექტორი, ხელოვანი და მეცნიერი ვახტანგ დავითაია. საქართველოს კულტურის სამინისტრო სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს ავრცელებს. „მწუხარებას გამოვთქვამთ ცნობილი არქიტექტორის, ხელოვანისა და მეცნიერის, ვახტანგ დავითაიას გარდაცვალების გამო....
ზაფხულის ცხელ დღეებში აუზი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დასასვენებელი ადგილია. თუმცა სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ჰიგიენის ელემენტარული წესების დაცვა აუცილებელია, რათა დასვენებამ ჯანმრთელობის პრობლემები არ გამოიწვიოს. რა უნდა გაითვალისწინოთ აუზზე სტუმრობისას? ✔️...