შენდობის კვირის ქადაგებაში ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა საეკლესიო და საერო საკითხებზე ისაუბრა.
,,დღეს შენდობის დღეა და ამიტომ ყველამ უნდა მოვიფიქროთ, რომ შენდობა იმისთვის მივცეთ ერთმანეთს, რომ საქართველო გაძლიერდეს. ერთმანეთი გავაძლიეროთ. მცირერიცხოვანი ხალხი ვართ, ტერიტორიაც დიდი არ გვაქვს, მაგრამ ყველას გვეყოფა ყველაფრისთვის, ეს ტერიტორია. მერწმუნეთ, თანამდებობა და არაფერი არ ღირს იმისთვის, რომ ერთმანეთი დავჭამოთ.
ნახეთ , რა ახალი იდეები მოდის ხო, დაგანახებთ, რა სულელური და ისეთი იდეაა, ალბათ გარედან რომ გვიყურებენ ფიქრობენ ვინ არიან ეს იდიოტებიო, ვინც მასე ფიქრობს იმათზე. მაპატიეთ მაგრამ ასე მძიმედ თუ არ თქვი და არ ატკინე, არასდროს არ ისმენს არავინ. მოიფიქრეს რაღაცა, მოსამართლეები არ მოსწონთ დღეს და მოდით უცხოელი ექსპერტები ჩავრთოთ და იმათმა თქვან ვინ არის კეთილსინდისიერი და ვინ არაო.
ახლა მე რომ დამავალოთ, პარტიები არჩევნებზე, რომ გადიან სიები მე შევუმოწმო და ვინ გავიდეს ვინ არა, მე რომ მომანდოთ. ჯერ, მე რომ დავთანხმდე მაპატიეთ, იდიოტი უნდა ვიყო, სრული იდიოტი უნდა ვიყო. იქ, ხომ მე ჩემი შეხედულება მექნება. ასევე, არასამთავრობო სექტორში ვინ იყოს მე უნდა გადავუწყვიტო, ან უცხოეთიდან უნდა გადამიწყვიტონ? არა, ხო? ასევე დაგვაცადონ. ის სასამართლო აღარა გვაქვს, ის მაშინდელი სასამართლო, რომელიც იყო პროკურატურის ნოტარიუსი. რასაც პროკურატურიდან შემოუთვლიდნენ იმას აკეთებდნენ.
ასე აღარ არის დღეს, გამოსასწორებელი ბევრი რამეა , მაგრამ ისე ტრაგიკული არ არის სიტუაცია, როგორც ხატავენ. დრო გავა და შიგნით ეს პოლიტიკური დაძაბულობა არ იქნება მაგასაც აუცილებლად ეშველება. ამიტომ რაღაც ისეთებში არ უნდა ჩავერიოთ, რაც ჩვენი საქმე არ არის. და კიდევ ერთი, რაც ყველას გაწუხებთ საქართველოში, ჩვენთან კონსტიტუციაში წერია, რომ არავის დაჩაგვრა არ შეიძლება, არავის დისკრიმინაცია არ შეიძლება, არც იმის გამო რომელიმე ერის წარმომადგენელია, არც კანის ფერის, არც რასობრივი თუ სხვადასხვა განსხვავებები და მათ შორის ჩაიწერა სხვადასხვა უმცირესობების უფლებები. ეს რას ნიშნავს, საქართველო აღიარებს, რომ საერთოდ კაცი არ უნდა დაჩაგრო, არც უნდა დავჩაგროთ და საერთოდ დისკრიმინაცია არ უნდა გავუკეთოთ იმიტომ, რომ ქრისტე არ არის მჩაგვრელი და ჩვენ რატო უნდა დავჩაგროთ. იმის იქეთ კიდე რას ითხოვ?
ქართველები ვართ და ნუთუ უფლება არა გვაქვს, რომ უცხოეთის წესები არ მოვიწონოთ, თურმე ბავშვი მამას გაუბრაზდება, ან რაღაც აზრი მოეწონება და ბიჭი იტყვის ბიჭი აღარა ვარ, გოგო ვარო და ექიმმა ან ფსიქოლოგმა უნდა გადაუწყვიტოს? ვინ ეკითხება, ან ექიმს ან ფსიქოლოგს, ჩემი შვილი როცაა. საქართველოში ჩვენ ჩვენს თავს მივხედავთ და სხვა ერებს ჰქონდეთ მასე თუ მოსწონთ. განსხვავებულობას რომ ვიძახით ხო, ჩვენც ამ განსხვავებულობით უნდა მიგვიღონ. იმიტომ რომ ჩვენ ის ერი ვართ, ასი ათასი მაშინ ვეწამეთ, როცა საჭირო იყო, და იქ სადაც სიწმინდეა, საქართველოში, დიდი სიწმინდეა, არ შეიძლება მასე გავლა და ვერც ვერავინ ვერ გაივლის -მინდა და გავივლი. მინდა…ასი ათასის ერი ვართ.
ომში ადვილია, წახვალ და მოკვდები, აქ ვინც ვართ ბევრია აფხაზეთში ნაომარი, რომ ვუყურებ. წახვალ და შეიძლება მოკვდე, მოკვდები მერე, რა. მაგრამ აქ როგორ სიკვდილზეა, შვილი გყავს და ბიჭი ბიჭი აღარ უნდა იყოს, გოგო გოგო აღარ უნდა იყოს. კონსტიტუცია იმასაც გვეუბნება ოჯახი რას ჰქვია. მოდი, ამაზე პოლემიკას რომ ვიწყებთ, პოლემიკა დავიწყოთ. უცხოეთი ვერასდროს და მით უმეტეს ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში მაგისთვის იღწვიან /თავისას ვერ გაიტანენ/, ეს არ არის რუსული ნარატივი. მე არ ვიცი რუსებს რა სწამთ, მაგრამ საქართველოში კაცი ყოველთვის კაცი იყო, ქალი ყოველთვის ქალი იყო. ჩვენ არ გვაქვს, ისე როგორც რუსებს ინგლისელებს, გერმანელებს პირის აღნიშვნა, მაგალითისათვის რუსულ ენაზე გეტყვით ,,ონ” ,,ანა” ,,ანო ” . ჩვენთან არის მამაკაცი, დედაკაცი. ვაჟი, გოგო და ა. შ. ჩვენთან ასეა და ასე იქნება. არავის არ ვურჩევ ამ თემაზე ჩვენთან ჩარევას.
აბსოლიტურად მზად ვართ, ის არ ეგონოთ გარეთ, რომ გამოდიან და უცხოეთიდან მხარდაჭერა აქვთ. ვერ გამოვლენ, საერთოდ ვერ გამოვლენ ქუჩებში და პარტიებმაც გადაწყვიტონ და თქვან, ემხრობიან იმას, თუ არა, რომ საქართველოში ჩვენ ჩვენი წესებით უნდა ვიცხოვროთ, თუმცა რაც კარგი აქვს მსოფლიოს ის უნდა მივიღოთ. ჩვენ არავის არ ვჩაგრავთ, არც არავის დისკრიმინაციას არ ვუკეთებთ, მაგრამ სხვებსაც არ დავაჩაგრინებთ თავს და არ მივიღებთ იმ წესებს რაც ჩვენთვის უწესობაა.”-განაცხადა მეუფე იაკობმა










