LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
,,თითოეულის ვალია, რომ ერთმანეთი ამ ბრძოლაში არ მივატოვოთ”-მეუფე იაკობი

არ მივიღებთ იმ წესებს რაც ჩვენთვის უწესობაა-მეუფე იაკობი

დაპოსტა 2024/03/18-ში
A A
28
ნახვა
გაზიარება

შენდობის კვირის ქადაგებაში ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა საეკლესიო და საერო საკითხებზე ისაუბრა.

,,დღეს შენდობის დღეა და ამიტომ ყველამ უნდა მოვიფიქროთ, რომ შენდობა იმისთვის მივცეთ ერთმანეთს, რომ საქართველო გაძლიერდეს. ერთმანეთი გავაძლიეროთ. მცირერიცხოვანი ხალხი ვართ, ტერიტორიაც დიდი არ გვაქვს, მაგრამ ყველას გვეყოფა ყველაფრისთვის, ეს ტერიტორია. მერწმუნეთ, თანამდებობა და არაფერი არ ღირს იმისთვის, რომ ერთმანეთი დავჭამოთ.

ნახეთ , რა ახალი იდეები მოდის ხო, დაგანახებთ, რა სულელური და ისეთი იდეაა, ალბათ გარედან რომ გვიყურებენ ფიქრობენ ვინ არიან ეს იდიოტებიო, ვინც მასე ფიქრობს იმათზე. მაპატიეთ მაგრამ ასე მძიმედ თუ არ თქვი და არ ატკინე, არასდროს არ ისმენს არავინ. მოიფიქრეს რაღაცა, მოსამართლეები არ მოსწონთ დღეს და მოდით უცხოელი ექსპერტები ჩავრთოთ და იმათმა თქვან ვინ არის კეთილსინდისიერი და ვინ არაო.

ახლა მე რომ დამავალოთ, პარტიები არჩევნებზე, რომ გადიან სიები მე შევუმოწმო და ვინ გავიდეს ვინ არა, მე რომ მომანდოთ. ჯერ, მე რომ დავთანხმდე მაპატიეთ, იდიოტი უნდა ვიყო, სრული იდიოტი უნდა ვიყო. იქ, ხომ მე ჩემი შეხედულება მექნება. ასევე, არასამთავრობო სექტორში ვინ იყოს მე უნდა გადავუწყვიტო, ან უცხოეთიდან უნდა გადამიწყვიტონ? არა, ხო? ასევე დაგვაცადონ. ის სასამართლო აღარა გვაქვს, ის მაშინდელი სასამართლო, რომელიც იყო პროკურატურის ნოტარიუსი. რასაც პროკურატურიდან შემოუთვლიდნენ იმას აკეთებდნენ.

ასე აღარ არის დღეს, გამოსასწორებელი ბევრი რამეა , მაგრამ ისე ტრაგიკული არ არის სიტუაცია, როგორც ხატავენ. დრო გავა და შიგნით ეს პოლიტიკური დაძაბულობა არ იქნება მაგასაც აუცილებლად ეშველება. ამიტომ რაღაც ისეთებში არ უნდა ჩავერიოთ, რაც ჩვენი საქმე არ არის. და კიდევ ერთი, რაც ყველას გაწუხებთ საქართველოში, ჩვენთან კონსტიტუციაში წერია, რომ არავის დაჩაგვრა არ შეიძლება, არავის დისკრიმინაცია არ შეიძლება, არც იმის გამო რომელიმე ერის წარმომადგენელია, არც კანის ფერის, არც რასობრივი თუ სხვადასხვა განსხვავებები და მათ შორის ჩაიწერა სხვადასხვა უმცირესობების უფლებები. ეს რას ნიშნავს, საქართველო აღიარებს, რომ საერთოდ კაცი არ უნდა დაჩაგრო, არც უნდა დავჩაგროთ და საერთოდ დისკრიმინაცია არ უნდა გავუკეთოთ იმიტომ,  რომ ქრისტე არ არის მჩაგვრელი და ჩვენ რატო უნდა დავჩაგროთ. იმის იქეთ კიდე რას ითხოვ?

ქართველები ვართ და ნუთუ უფლება არა გვაქვს, რომ უცხოეთის წესები არ მოვიწონოთ, თურმე ბავშვი მამას გაუბრაზდება, ან რაღაც აზრი მოეწონება და ბიჭი იტყვის ბიჭი აღარა ვარ, გოგო ვარო და ექიმმა ან ფსიქოლოგმა უნდა გადაუწყვიტოს? ვინ ეკითხება, ან ექიმს ან ფსიქოლოგს, ჩემი შვილი როცაა. საქართველოში ჩვენ ჩვენს თავს მივხედავთ და სხვა ერებს ჰქონდეთ მასე თუ მოსწონთ. განსხვავებულობას რომ ვიძახით ხო, ჩვენც ამ განსხვავებულობით უნდა მიგვიღონ. იმიტომ რომ ჩვენ ის ერი ვართ, ასი ათასი მაშინ ვეწამეთ, როცა საჭირო იყო, და იქ სადაც სიწმინდეა, საქართველოში, დიდი სიწმინდეა, არ შეიძლება მასე გავლა და ვერც ვერავინ ვერ გაივლის -მინდა და გავივლი. მინდა…ასი ათასის ერი ვართ.

ომში ადვილია, წახვალ და მოკვდები, აქ ვინც ვართ ბევრია აფხაზეთში ნაომარი, რომ ვუყურებ. წახვალ და შეიძლება მოკვდე, მოკვდები მერე, რა. მაგრამ აქ როგორ სიკვდილზეა, შვილი გყავს და ბიჭი ბიჭი აღარ უნდა იყოს, გოგო გოგო აღარ უნდა იყოს. კონსტიტუცია იმასაც გვეუბნება ოჯახი რას ჰქვია. მოდი, ამაზე პოლემიკას რომ ვიწყებთ, პოლემიკა დავიწყოთ. უცხოეთი ვერასდროს და მით უმეტეს ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში მაგისთვის იღწვიან  /თავისას ვერ გაიტანენ/, ეს არ არის რუსული ნარატივი. მე არ ვიცი რუსებს რა სწამთ, მაგრამ საქართველოში კაცი ყოველთვის კაცი იყო, ქალი ყოველთვის ქალი იყო. ჩვენ არ გვაქვს, ისე როგორც რუსებს ინგლისელებს, გერმანელებს პირის აღნიშვნა, მაგალითისათვის რუსულ ენაზე გეტყვით ,,ონ” ,,ანა” ,,ანო ” . ჩვენთან არის მამაკაცი, დედაკაცი. ვაჟი, გოგო და ა. შ. ჩვენთან ასეა და ასე იქნება. არავის არ ვურჩევ ამ თემაზე ჩვენთან ჩარევას.

აბსოლიტურად მზად ვართ, ის არ ეგონოთ გარეთ, რომ გამოდიან და უცხოეთიდან მხარდაჭერა აქვთ. ვერ გამოვლენ, საერთოდ ვერ გამოვლენ ქუჩებში და პარტიებმაც გადაწყვიტონ და თქვან, ემხრობიან იმას, თუ არა, რომ საქართველოში ჩვენ ჩვენი წესებით უნდა ვიცხოვროთ, თუმცა რაც კარგი აქვს მსოფლიოს ის უნდა მივიღოთ. ჩვენ არავის არ ვჩაგრავთ, არც არავის დისკრიმინაციას არ ვუკეთებთ, მაგრამ სხვებსაც არ დავაჩაგრინებთ თავს და არ მივიღებთ იმ წესებს რაც ჩვენთვის უწესობაა.”-განაცხადა მეუფე იაკობმა

 

გაზიარება11

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა მანანა ტურფა ნებულიშვილი. "#5 ფილიალის თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი ძვირფასი კოლეგისა და მეგობრი მანანა ტურფა ნებულიშვილის  გარდაცვალების გამო ​შეუძლებელია სიტყვებით იმ დიდი...

დაწვრილებითDetails

“ტიკ-ტოკერი” ზურაბ კენჭიაშვილი დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
“ტიკ-ტოკერი” ზურაბ კენჭიაშვილი დააკავეს
მთავარი

სამართალდამცველებმა "ტიკ-ტოკერი" ზურაბ კენჭიაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სასამართლომ 20 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სამართალდამცველებმა, მოქალაქე ზურაბ კენჭიაშვილი, სოციალური ქსელ „ტიკ-ტოკის“ მეშვეობით მოქალაქეებისთვის, მათ შორის არასრულწლოვანისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე...

დაწვრილებითDetails

20 წლის ბიჭი შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
სამეგრელოში მერვე კლასელი გოგო სავარაუდოდ მამამ გააუპატიურა
მთავარი

კახეთში 20 წლის ახალგაზრდას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 25 წლის გოგოს გაუპატიურებას ედავებიან - ინფორმაციას გამოცემა მთავარი ამბები კახეთიდანავრცელებს. როგორც ადგილობრივებმა გამოცემას “მთავარი ამბები კახეთიდან” უთხრეს, გოგომ და ბიჭმა ერთმანეთი სოციალური...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
სამტრედიაში ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა
მთავარი

სამტრედიაში ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა, საჯავახოს მონაკვეთზე. ინფომრაციას "მთავარი ამბები" ავრცელებს. არსებული ინფორმაციით,ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა . შედეგად დაშავდა ერთი ტრაილერის მძღოლი. შსს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე...

დაწვრილებითDetails

საქართველოში უცხო ქვეყნის 50 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 50 უცხოელი არალეგალი, მათ შორის – ნიგერიის, ავღანეთის, აზერბაიჯანის, ირანის,...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანი შვილიშვილის იძულებით ქორწინების ბრალდებით ბებია დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
შეიძლება თუ არა მაისში ქორწინება? – რას ამბობს რელიგია
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მისი არასრულწლოვანი შვილიშვილი გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით,...

დაწვრილებითDetails

გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს
მთავარი

გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე 25 წლის კაცი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 26 წლის ამინა ბიკბოვა გაგრაში დასასვენებლად იმყოფებოდა. მას შემდეგ,...

დაწვრილებითDetails

პატარა ანგელოზი ცის სასუფეველს შეუერთდა – ცნობილია ავარიაში დაღუპული ბავშვის ვინაობა

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
პატარა ანგელოზი ცის სასუფეველს შეუერთდა – ცნობილია ავარიაში დაღუპული ბავშვის ვინაობა
მთავარი

ხელვაჩაურში ავარიის შედეგად დაღუპული მცირეწლოვანი სანი ცეცხლაძეა. „ბაგა ბაღ „სანშაინს“ უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს. ჩვენს ბაღს მისი პატარა ანგელოზი, სანი, მოაკლდა. დღეს გლოვობს არა მხოლოდ ჩვენი ბაღი და ჯგუფი „ცისარტყელა“....

დაწვრილებითDetails

ლოცა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

28 სექტემბერს ალავერდობაა. 13 ასურელი მამათაგანის იოსებ ალავერდელის ხსენების დღე. ტროპარი იხარებს დღეს დღესასწაულსა შენსა ერი ქართველთა და თაყუანის-ცემასა შესწირვენ ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი მამაი, მზრუნველი და მეოხი, და შეიცვენ...

დაწვრილებითDetails

 დღეს ალავერდობაა

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
ალავერდის ეპარქია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

დღეს ალავერდობაა - მართლმადიდებელი ეკლესია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, იოსებ ალავერდელის ხსენებას აღნიშნავს. განსაკუთრებულია ზეიმია ალავერდის მონასტერში - მიტროპოლიტმა დავითმა, ეპარქიის წარმომადგენლებთან ერთად ღამისთევის მსახურება აღავლინა. დღესასწაულთან დაკავშირებით ალავერდში მორწმუნეები...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"