LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რა მოელის “მცენარეთა ცოცხალ მუზეუმს?” – ნანული ცხვედიანი ქუთაისის ბულვარზე

რა მოელის “მცენარეთა ცოცხალ მუზეუმს?” – ნანული ცხვედიანი ქუთაისის ბულვარზე

დაპოსტა 2024/02/19-ში
A A
290
ნახვა
გაზიარება

რა მოელის “მცენარეთა ცოცხალ მუზეუმს?” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი აქვეყნებს. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“გამოიფინა ქუთაისის ისტორიული ბულვარის მომავალი სახის ამსახველი ბანერები. ძალზე დასაფიქრებელია, ამ პროექტის ფარგლებში რა მოელის ბულვარის მწვანე საფარს. ფოტოების მიხედვით, სავალი გზები ფართოვდება (შესაძლოა, ზოგან – ხეების გამოხშირვის ხარჯზეც?) ;ისედაც შემცირებული ფართობის ბაღში ახალი შენობა – ნაგებობები იდგმება (მაშინ, რაღა დააშავა სანაყინე “სავანემ”, რომელიც დაანგრიეს?). ორიენტაცია უნდა აღებულიყო არა საბაღე ინფრასტრუქტურის გაფართოებაზე, არამედ- უპირველესად, აქ მდგარი უნიკალური ხეების გადარჩენასა და ახალი ნარგავების გახშირებაზე, დეკორატიული ღორღით ბეტონის საფარის შეცვლაზე, ქალაქის “მთავარი მწვანე ფილტვების” მაქსიმალურად შენარჩუნებაზე.

იცით თუ არა, რომ ქუთაისის ბულვარში დღეს არსებულ მცენარეთა სახეობების მხცოვანი ასაკი გვაფიქრებინებს: დენდროფლორა ამჟამადაც თითქმის იმავე სახითაა, როგორც თავდაპირველად იყო გაშენებული. ამას ადასტურებს ისიც, რომ ახალგაზრდა ნარგავები თითქმის არ გვხვდება.
მკვლევარი ბორის თვალოძე, რომელმაც პირველმა აღწერა ბულვარის დენდროფლორა, გვაუწყებს, რომ მცენარეულობა 30 ბოტანიკური ოჯახითაა წარმოდგენილი, ხოლო სახეობათა რიცხვი 51-ს აღწევს. მათი უმრავლესობა ეგზოტები და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ნიმუშია, ამდენად, ბაღი უნიკალურია და მცენარეთა ცოცხალ მუზეუმად შეიძლება ჩაითვალოს. განსაკუთრებულია იმითაც, რომ აქ სახეობათა უდიდესი ნაწილის მხოლოდ თითო ეგზემპლარია, ხოლო ერთი და იმავე სახეობის მცენარეთა რიცხვი საშუალოდ 5-ს არ აღემატება.
მცენარეთა ძირითადი ნაწილი ხანდაზმულია, ამიტომ აუცილებელია მათზე განსაკუთრებული ყურადღების დაწესება და იმავე სახეობებით ბაღის გეგმაზომიერი განახლება. ეს მითუფრო ეხება ინტროდუცირებულ სახეობებს.
აღსანიშნავია, რომ არ ხდება მცენარეთა ზოგიერთი სახის თვითგანახლებაც, რადგან, ჯერ ერთი, ქალაქის ცენტრში მდებარე, ხალხმრავალი ბაღი მეტად დატვირთულია, მეორეც – ბაღის მთელ ფართობზე გზა და ბილიკები მთლიანადაა დაფარული ბეტონის საფარით, რაც მეტად აუარესებს ხეების საერთო მდგომარეობას. სპეციალისტის აზრით, ფლორისათვის სასიცოცხლო პირობების შესაქმნელად საჭიროა ბეტონის საფარის მოხსნა და დეკორატიული ღორღით მისი შეცვლა.
ახალი პროექტის მიხედვით კი ფოტოებზე ბეტონის საფარი აშკარად დომინირებს…

ვინ არის პასუხისმგებელი ბულვარის ხეების შენარჩუნებაზე? ვინ აკონტროლებს, ამ კუთხით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის საქმიანობას?” – წერს სოციალურ ქსელში ნანული ცხვედიანი.

მას შემდეგ რაც, “მეგა ტვ”-მ მუნიციპალური განმვითარების ფონდის მიერ, საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ, გადმოგზავნილი ბულვარის პროექტის ესკიზის გაავცელებამ საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვა და გაირკვა რომ, ესკიზში ინტერნეტიდან აღებული ფოტოები იყო გამოყენებული, ქუთაისის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზეს ბაღის რეაბილატიიცს პროექტის ახალი ფოტოები გამოჩნდა.

როგორც ცნობილია, ისტორიულ ბულვარში ახალი შადრევანი, ვარდების ხეივანი და მედიათეკა ეწყობა. 

გაზიარება116

დაკავშირებული -პოსტები

“ოპოზიცია არის სუსტი და სისუსტის პირობებში რთულია მათთვის თანამშრომლობა, ერთმანეთიც კი არ მოსწონთ, როგორ უნდა მოაწონონ ხალხს თავი?!” -ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

მთლიანობაში ოპოზიცია არის სუსტი და სისუსტის პირობებში რთულია მათთვის ერთმანეთთან თანამშრომლობა. ერთმანეთიც კი არ მოსწონთ, როგორ უნდა მოაწონონ ქართველ ხალხს თავი?! - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციას არ...

დაწვრილებითDetails

“ყოველთვის, მქონდა და მექნება აქციისთვის სასარგებლო ყველა არაძალადობრივი ნივთი”- ელენე ხოშტარია

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
როდის იქნება კარვები, სად დავდგებით, როდის დავდგებით, ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი სიურპრიზად მიიღებს – ფაქტების და მტკიცებულებების ზღვა მოედინება- ელენე ხოშტარია
მთავარი

თქვენი მოგონილი სასჯელები არ და ვერ გამაჩერებს! - ბოლომდე!, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია საპატიმროდან გავრცელებულ მიმართვაში წერს. ხოშტარია წერს, რომ ის 2022 წლიდან მუშაობს „მოღალატე რუსების დასანქცირებაზე“ და...

დაწვრილებითDetails

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ახალ მოადგილედ გოგა მემანიშვილი დაინიშნა

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ახალ მოადგილედ გოგა მემანიშვილი დაინიშნა
მთავარი

პოლიციის პოლკოვნიკი გოგა მემანიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია Facebook-ის გვერდზე - „ყველაფერი პოლიციის შესახებ" გამოქვეყნდა, რასაც შს სამინისტროს პრესსამსახური ადასტურებს. უწყება ადასტურებს, რომ...

დაწვრილებითDetails

ცესკოს განცხადება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ
მთავარი

დაინტერესებული მხარეები ცდილობენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნა მანიპულაციური განცხადებებით ცესკო-ს დისკრედიტაციისთვის გამოიყენონ,-ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) განცხადებაშია აღნიშნული. ცესკო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს,...

დაწვრილებითDetails

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესორ დავით ზაუტაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომპიუტერული ტექნოლოგიების დეპარტამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ტექნიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის,...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 7 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

თაღლითურად დაესაკუთრა 120 000 ლარს – ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

ოქრო მინიმუმ 100 დოლარით გაძვირდა

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასმა კვლავ მატება დაიწყო. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 214 დოლარი ღირს, როცა გუშინ 4 096 დოლარი ღირდა. ეს კი დღიურ ჭრილში...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

სამტრედიაში ქვეითად მოსიარულე მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა კოსტავას ქუჩაზე მოხდა. დაშავებული „ჯეო ჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. წყარო 

დაწვრილებითDetails

თავის დროზე ჩავკეტეთ ყველანაირი გზა შანტაჟისტის, დარჩა თეორიული ინსტრუმენტი, ვიზალიბერალიზაცია და ამის გამოყენებას ცდილობენ – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

სამწუხაროა, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი შანტაჟისთვის გამოიყენება,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში უვიზო მიმოსვლის საკითხზე გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს სამართლიანი მიდგომა სურს. „მგონი, ზოგადი სურათი ყველასთვის ცხადია, ჩვენ ყველა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"