LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი შადრევანი და ხეივანი – რა ცვლილებები იგეგმება და როგორი იქნება ქუთაისის განახლებული ცენტრალური ბულვარი (+ფოტო)

ახალი შადრევანი და ხეივანი – რა ცვლილებები იგეგმება და როგორი იქნება ქუთაისის განახლებული ცენტრალური ბულვარი (+ფოტო)

დაპოსტა 2024/02/10-ში
A A
2.5k
ნახვა
გაზიარება

ქუთაისში, ცენტრალური ბულვარის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. რეკონსტრუქციის ესკიზი ტელეკომპანია “მეგა ტვ””-ს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ მიაწოდა.

წერილში აღნიშნულია რომ ქუთაისის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქციის პროექტის ღირებულება 14,850,000.00 ლარს შეადგენს.

ესკიზის მიხედვით პარკში იცვლება გეგმარება. ემატა 90 მეტრის სიგრძის და 20 მეტრის სიგანის ხეივანი, სავალი ბილიკის განიერი ზოლი, რომელიც ნაწილობრივ დაიფარება მწვანე საფარით. მოცემული მონაკვეთი ბულვარისთვის დამახასიატებელ გარემოს ქმნის, საკმაოდ აქტიურად განლაგებული დასაჯდომი სივრცეებით და ალაგ-ალაგ გაბნეული მცირე ზომის ხეებით. ესკიზი ითვალისწინებს არსებული შადრევნების შენარჩუნებას და განახლებას, ასევე ახალი ტიპის შადრევნის დამატებას. ცენტრალური კოლონადებიანი შემოსასვლელის ორივე მხარეს დაემატება პანდუსი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. ცენტრალური კოლონადებიანი შესასვლელი განახლდება. ბულვარში მართკუთხა შადრევნებთან ერთად გაჩნდება წრული ფორმის შადრევანი. იგეგმება სამი სხვადასხვა ტიპის სკამების დადგმა, განათებებისა და ნაგვის ურნების შეცვლა. ბულვარში დაგეგმილია ზედაპირის ნაწილის გვირილის გამოსახულებით მოპირკეთება. 

ბულვარის ესკიზი კი ასე გამოიყურება. 

ქუთაისის  ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სამუშაოები შპს „დაგიმ” უნდა შეასრულოს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით სამშენებლო სამუშაოები 6 თვეში უნდა დასრულდეს.

“მომსახურების გაწევის და სამუშაოების შესრულების საერთო ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან, 2023 წლის 31დეკემბრის ჩათვლით, აქედან:  1 (ერთი) თვეში მიმწოდებელი წარმოადგენს დეტალურ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას;  6 (ექვსი) თვეში მიმწოდებელი დაასრულებს სამშენებლო სამუშაოებს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა: 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

ხელშეკრულების ფასი: მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება, მომსახურების გაწევასთან და სამუშაოების მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და მიმწოდებლისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით შეადგენს 14,850,000.00 (თოთხმეტი მილიონ რვაას ორმოცდაათი ათასი) ლარს.” – წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ბაღის რეკონსტრუქციის სამუშაოები გასულ წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა როგორც ცნობილია, კაფე-ბარ ,,სავანეს’’ შენობის გამო დროში გაიწელა. მერიისა და კაფე სავანეს მეპატრონეებს შორის დაწყებული დავის შედეგად  საქალაქო სასამართლომ ობიექტის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო. კაფე “სავანე” გასული წლის 27 დეკემბერს დაანგრიეს.

ქალაქის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქცია 2018 წელს, ქალაქის მაშინდელი მერის გიორგი ჭიღვარიას დაპირება იყო. დაპირებიდან ერთი წლის შემდეგ, მერიამ ბულვარის რენდერ ვერსია ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც მოქალაქეებს მათ მიერ მოწონებული ესკიზისთვის ხმა უნდა მიეცათ, თუმცა პროექტის საბოლოო ვარიანტის შემუშავება არ მოხდა.

ქუთაისის ცენტრალური ბაღი 1821 წელს გაშენდა. ის მუშტაიდის პარკის შემდეგ, სიძველით, მეორეა მთელს ამიერკავკასიაში. ბულვარში სარეკონსტრუქციო სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდებოდა, თუმცა, მისი არსებობის განმავლობაში, სრული რეკონსტრუქცია არ მომხდარა.

 

გაზიარება1008

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისი დაცლილი და განადგურებულია – რას წერს მიხეილ სააკაშვილი

by მეგა TV
მაისი 30, 2026
0
,,ივანიშვილი და მისი გუნდი საერთოდ მოწყვეტილია რეალობას” – სააკაშვილი
მთავარი

ქუთაისი დაცლილი და განადგურებულია. ჩემი ხედვით ქუთაისის აეროპორტი უნდა გაზრდილიყო დუბაის მასშტაბამდე, მთელი მთავრობა იქ უნდა გადასულიყო, ქუთაისი გახდებოდა ტექნოლოგიების და ინოვაციების ქალაქი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე...

დაწვრილებითDetails

სუს-ის მიერ დაკავებული პირი აგვისტოს ომის დროს ჩაცხრილული ჟურნალისტის ძმა, ირაკლი ჩიხლაძეა

by მეგა TV
მაისი 30, 2026
0
სუს-ის მიერ დაკავებული პირი აგვისტოს ომის დროს ჩაცხრილული ჟურნალისტის ძმა, ირაკლი ჩიხლაძეა
მთავარი

ოჯახი ადასტურებს, რომ სუს-მა "ნიუს კავკასის" დამფუძნებელი, ირაკლი ჩიხლაძე დააკავა. ჩიხლაძე სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ დღეს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი პირია. მანამდე ხელბორკილები დაადეს "ევრაზიის ინსტიტუტის" დამფუძნებელს, გულბაათ რცხილაძეს. ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე, აგვისტოს ომის დროს,...

დაწვრილებითDetails

სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა

by მეგა TV
მაისი 30, 2026
0
სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა. აღნიშნულის შესახებ სუს-ში ბრიფინგი გაიმართა. სუს-ის უფროსის მოადგილის ლაშა მაღრაძის განმარტებით, დაკავებულია საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ბრალად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით ინფორმაციის...

დაწვრილებითDetails

სუს-ში დღეს კიდევ ერთი ბრიფინგი ჩაინიშნა

by მეგა TV
მაისი 30, 2026
0
სუსი, გალში უკანონოდ დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს კიდევ ერთი ბრიფინგი ჩაინიშნა. განცხადება უწყებაში 14:00 საათზეა ჩანიშნული. ბრიფინგს სუს-ის უფროსის მოადგილე, ლაშა მაღრაძე გამართავს. განცხადების თემა, ჯერჯერობით უცნობია.

დაწვრილებითDetails

მცენარეები, რომელიც გველებს აფრთხობს

by მეგა TV
მაისი 30, 2026
0
რატომ არ უნდა მოკლათ გველი – როგორ მოვიშოროთ ეზოდან ისინი
მთავარი

ზაფხულის ცხელი დღეების მოსვლასთან ერთად, გველების გამოჩენის შემთხვევებიც იმატებს. ქვეწარმავლებს, განსაკუთრებით სოფლისა და ტყიანი ზონების მახლობლად შეხვდებით. არსებობს რამდენიმე მცენარე, რომელიც თავისი მძაფრი სუნით გველებს აფრთხობს. ეს მცენარეები ძირითადად გამოყოფენ შხამიან ნივთიერებებს,...

დაწვრილებითDetails

ფსიქოლოგიური ძალადობის გარდა, მას ძარცვავდნენ, ოთახში გამოკეტეს – ინდოელი სტუდენტის მშობლები

by მეგა TV
მაისი 30, 2026
0
ფსიქოლოგიური ძალადობის გარდა, მას ძარცვავდნენ, ოთახში გამოკეტეს – ინდოელი სტუდენტის მშობლები
მთავარი

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ პირთან, რომელთან ერთადაც მას ბინა ჰქონდა ნაქირავები. ისიც ინდოეთის მოქალაქეა. ოჯახის ინფორმაციით, შვილთან კონტაქტი თბილისის აეროპორტისკენ...

დაწვრილებითDetails

„გლოვობს ჩემი ბათუმი…” – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

by მეგა TV
მაისი 30, 2026
0
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ბათუმში ახალგაზრდა კაცს, კახა კიკაბიძეს გლოვობენ. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს. „კახა კიკაბიძე, ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული. ცა ჩამოიქცა... ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს მის ლამაზ სულს და...

დაწვრილებითDetails

პროფესორი თამარ (დოდო) კეზელი გარდაიცვალა

by მეგა TV
მაისი 30, 2026
0
პროფესორი თამარ (დოდო) კეზელი გარდაიცვალა
მთავარი

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „პროფესორი თამარ (დოდო) კეზელი წლების განმავლობაში იყო ჩვენი უნივერსიტეტისა და აკადემიური საზოგადოების გამორჩეული წევრი - ლექტორი, რომელსაც სტუდენტები არაერთხელ ასახელებდნენ რჩეულ პროფესორად. მისი...

დაწვრილებითDetails

სუს-ის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი გულბაათ რცხილაძეა

by მეგა TV
მაისი 30, 2026
0
სუს-ის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი გულბაათ რცხილაძეა
მთავარი

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი გულბაათ რცხილაძეა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. სუს-ის უფროსის მოადგილის ლაშა მაღრაძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. როგორც მან ბრიფინგზე...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული მამაკაცის ვინაობა

by მეგა TV
მაისი 30, 2026
0
ცნობილია, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული მამაკაცის ვინაობა
მთავარი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუღაანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული მამაკაცი, 33 წლის სოსო ჩახუტაშვილია. ახალგაზრდა კაცი სოფელ ართანის მკვიდრია. ის ოჯახთან ერთად, სოფლის მეურნეობას მისდევდა და კერძო პირთანაც იყო დასაქმებული. ავარიის დროს ავტომობილში...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"