პოლიციის პოლკოვნიკი გოგა მემანიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.
აღნიშნული ინფორმაცია Facebook-ის გვერდზე – „ყველაფერი პოლიციის შესახებ” გამოქვეყნდა, რასაც შს სამინისტროს პრესსამსახური ადასტურებს.
უწყება ადასტურებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ პოლიციის პოლკოვნიკმა შალვა ბარელაძემ თანამდებობა თავისი გადაწყვეტილებით დატოვა და კადრების განკარგულებაში გადავიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი გოგა მემანიშვილი დაინიშნა, რომელიც აქამდე ამავე დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.
თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსად პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი დავით მამაგეიშვილი დაინიშნა.









