LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რა საკითხები დასვეს მოქალაქეებმა და რა პასუხი ჰქონდა მერს ქუთაისის ბიუჯეტის პროექტის განხივლაზე

რა საკითხები დასვეს მოქალაქეებმა და რა პასუხი ჰქონდა მერს ქუთაისის ბიუჯეტის პროექტის განხივლაზე

დაპოსტა 2023/12/07-ში
A A
79
ნახვა
გაზიარება

2024 წელს ქუთაისის ბიუჯეტის მოცულობა მიმდინარე წლის  დამტკიცებულ  ბიუჯეტთან შედარებით, დაახლოებით, 14 მილიონი ლარით გაიზრდება და 115 მილიონ 510 ათასს მიაღწევს – ამის შესახებ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ისაუბრა, რომელიც აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა.

მერიის პრიოროტეტები წელსაც უცვლელია:

მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები 23 მილიონ 480 ათასი ლარი;

ინფრასტრუქტურის განვითარება 23 მილიონ 098 ლარი;

დასუფთავება და გარემოს დაცვა – 11 მილიონ 015 ათასი ლარი;

განათლება 21 მილიონ 398 ათასი ლარი;

კულტურა ახალგაზრდობა და სპორტი – 25 მილიონ 691 ატასი ლარი;

ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა 8 მილიონ 857 ატასი ლარი;

ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა 115 510 ლარი.

მიმდინარე წლის მსგავსად, იზრდება  მმართველობისa და საერთო დანიშნულების ხარჯები. 2024 წელს მერიის თანამშრომელთა ხელფასებზე 4 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება.

თუმცა შემცირებულია ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი თანხა. ბიუჯეტი, რომელიც 2023 წელს 24 მილიონს შეადგენდა, მომავალი წლისთვის მილიონი ლარით შემცირდება და  23 მილიონი იქნება.

შეხვედრას არასამთავრობო სექტორის, მედიის, საგანმანათლებლო და სხვა დაწესებულებების წარმომადგენლები, სტუდენტები და საჯარო სამსახურში დასაქმებულები ესწრებოდნენ. ქალაქის მერმა და სამსახურების ხელმძღვანელებმა მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

მოქალაქეებმა ქუთაისის მერს ქალაქში კანალიზაციის პრობლემის მოგვარებაზე ჰკითხეს:

 

კითხვა დაისვა, თუ რა კეთდება ქუთაისში იმისათვის, რომ ქალაქი არ დაიცალოს და დემოგრაფიული მდგომარეობა არ გაუარესდეს:

 

 

ქუთაისის მერს ასევე ჰკითხეს, თუ რა გეგმები აქვს ქალაქის მერიას მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით:

 

ერთ-ერთმა მოქალაქემ სურვილი გამოთქვა რომ, როდესაც ასფალტის ფენა დაიგება ის აღარ გაიჭრას:

 

მომდევნი წლის ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში შესატანი საჭიროებების განხილვას მადლობების გარეშე არ ჩაუვლია.

,,მადლიერება ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა მადლობა გითხრათ იმის გამო, რასაც ამ ქალაქისთვის აკეთებთ. დღეს ქუჩაში მოვდიოდი და ძალიან ვამაყობდი, რომ ასეთი გალამაზებულია ჩემი ქალაქი. ამას დანახვა სჭირდება,”-აღნიშნა მერიას დაქვემდებარებული უწყების, კულტურულ-საგანმანათლებლო და სახელოვნებო დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის მოადგილემ ბაია კოღუაშვილმა.

„ქუთაისის 2024 წლის ბიუჯეტი 115 , 5 მილიონი ლარით გვაქვს განსაზღვრული, რაც 14 მილიონი ლარით მეტია მიმდინარე წელთან შედარებით. შესაბამისად, შესაძლებლობა გვექნება , გავზარდოთ დაფინანსება სხვადასხვა მიმართულებით.
ჩვენ შევინარჩუნებთ ყველა პრიორიტეტულ პროექტსა და პროგრამას, განსაზღვრული გვაქვს ახალი პროექტების განხორციელება ინფრასტრუქტურის, სოციალური, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდული საკითხების კუთხით.
 ვაგრძელებთ საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებას და ჯამში, 33, 6 მილიონი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, რაც 2023 წელთან შედარებით 92%-ითაა გაზრდილი.
რამდენიმე ახალი პროგრამა დავუმატეთ სოციალურ პროგრამებს – ჯამში კი, 7, 4 მლნ. ლარით დაფინანსდება, რაც თითქმის მილიონი ლარით მეტია 2023 წელთან შედარებით.
 ️1, 6 მილიონი ლარი გვაქვს განსაზღვრული კულტურის სფეროს დასაფინანსებლად და აქ გათვალისწინებულია იუნესკოს შემოქმედებითი ქსელის წევრი ქალაქის სტატუსის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობებიც.
რამდენიმე ახალი პროექტი გვექნება განათლების მიმართულებით, რითაც მნიშვნელოვნად შევუწყობთ ხელს ჩვენს მოსწავლეებსა და სტუდენტებს.
2 მილიონამდე ლარით დაფინანსდება სპორტული ღონისძიებები, ახალგაზრდა სპორტსმენების ხელშეწყობა და წახალისება, მხარს დავუჭერთ მათ ღირსეულად წარდგენას საერთაშორისო ასპარეზობებზე.
ახალგაზრდული პროგრამების განსახორციელებლად 400 000 ლარია ბიუჯეტში გათვალისწინებული და მოიცავს ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერას, ახალგაზრდული მუშაკების გაძლიერებას, სხვადასხვა ფესტივალების და ფორუმების მოწყობას.
1, 5 მილიონი ლარი მოხმარდება ტურიზმის სფეროს განვითარებას, ქუთაისის, როგორც კულტურული ტურიზმის მიმართულების და დანიშნულების ადგილად დამკვიდრებას მსოფლიო ტურიზმში.
გაგრძელდება წარმატებული თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებსაც ღირსეულ პარტნიორობას ვუწევდით წლების მანძილზე .
ყველა ამ გეგმას, პროგრამებსა და პროექტებს ერთი საერთო მიზანი აქვს, რომ გაიზარდოს ჩვენი თანაქალაქელების კეთილდღეობა, უკეთესი გახდეს ქალაქის იერ-სახე და ქუთაისი ყველა დონეზე ღირსეულად წარმოვაჩინოთ.“ – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ქუთაისის საკრებულო ბიუჯეტს წლის ბოლო სხდომაზე დაამტკიცებს.

გაზიარება32

დაკავშირებული -პოსტები

ირაკლი კობახიძე ვიზიტით უნგრეთში იმყოფება

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
ირაკლი კობახიძე ვიზიტით უნგრეთში იმყოფება
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. უნგრეთის პრემიერმა საქართველოს მთავრობის მეთაურს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალება მიუსამძიმრა და ამ მძიმე წუთებში ბუდაპეშტში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ...

დაწვრილებითDetails

“უამრავი ადამიანისთვის პატრიარქი ილია II იყო ხმა შერიგებისა, დაუღალავი შემოქმედი ერთობისა”- რომის პაპი

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს
მთავარი

რომის პაპი ლეონ XIV სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს სამძიმრის წერილს უგზავნის. როგორც რომის პაპის წერილშია აღნიშნული, უამრავი ადამიანისთვის პატრიარქი ილია II იყო ხმა...

დაწვრილებითDetails

21 და 22 მარტს 12:00 საათზე, მთელ ქვეყანაში, ტაძრებში გლოვის ზარებს დარეკავენ

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

საქართველო კათოლიკოს-პატრიარქს გლოვობს, მეოთხე დღეა ხალხის უსასრულო ნაკადია სამების ტაძარში, ტაძრის ეზოში და მიმდებარედ. გრძელი რიგი ავლაბრის მოედნიდან იწყება. მოქალაქეები ჩამოდიან საქართველოს რეგიონებიდან და ელოდებიან რიგში საკუთარ ადგილს, რათა პატრიარქს...

დაწვრილებითDetails

“პირველი მისასამძიმრებელი გვირგვინი პატრიარქს ლაზებმა გამოუგზავნეს თურქეთიდან ” – გიორგი ანდრიაძე

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
“პირველი მისასამძიმრებელი გვირგვინი პატრიარქს ლაზებმა გამოუგზავნეს თურქეთიდან ” – გიორგი ანდრიაძე
მთავარი

თეოლოგიის დოქტორის, პროფესორ გიორგი ანდრიაძის განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი ილია II განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა დემოგრაფიულ საკითხებსა და ახალგაზრდობას არა მხოლოდ სიტყვით, არამედ პრაქტიკული ნაბიჯებით. ამის შესახებ გიორგი ანდრიაძემ „პალიტრანიუსის“...

დაწვრილებითDetails

“მოსკოვმა აშშ-ს შესთავაზა, რომ კრემლი შეწყვეტდა ირანისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას” -Politico

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
“მოსკოვმა აშშ-ს შესთავაზა, რომ კრემლი შეწყვეტდა ირანისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას” -Politico
მთავარი

რუსეთმა აშშ-ს ირანისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტა შესთავაზა, თუ აშშ უკრაინასთან მიმართებით ანალოგიურად მოიქცეოდა, რაზეც აშშ-მა უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ინფორმაციით, მოსკოვმა შეერთებულ შტატებს შეთანხმება...

დაწვრილებითDetails

“ირანში ჩვენი მიზნების მიღწევასთან ძალიან ახლოს ვართ” – დონალდ ტრამპი

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების უფლებას გააუქმებს
მთავარი

ირანში ჩვენი მიზნების მიღწევასთან ძალიან ახლოს ვართ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. „ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ჩვენი მიზნების მიღწევასთან, რადგან ახლო აღმოსავლეთში ირანის ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ...

დაწვრილებითDetails

21 მარტს, 15:00 საათიდან, თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილება გარკვეულ მონაკვეთებზე სრულად შეიზღუდება-შსს

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა შესაძლოა სავალდებულო გახდეს
მთავარი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 21 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადების თანახმად, შეზღუდვა შეეხება, როგორც კერძო ავტომობილებს, ასევე,...

დაწვრილებითDetails

თბილისში შეზღუდვები დაწესდება! – თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
„ტრაგედია დატრიალდა კერძო ტერიტორიაზე…“ – თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 21 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება. შეზღუდვა შეეხება, როგორც კერძო ავტომობილებს, ასევე, მუნიციპალურ ტრანსპორტს. 21 მარტს, 15:00 საათიდან 00:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება...

დაწვრილებითDetails

ვინ შეძლებს პატრიარქის დაკრძალვაზე დასწრებას

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
“ისე შემხვდა, თითქოს წლებია მიცნობდა” – ირაკლი ჟვანია პატრიარქთან შეხვედრას იხსენებს
მთავარი

სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. დაღამების მიუხედავად, ტაძრის ეზო და მიმდებარე ქუჩები ხალხითაა სავსე. უწმინდესთან და უნეტარესთან გამოსამშვიდობებლად მოქალაქეები უზარმაზარ რიგში დგანან. პატრიარქის დაკრძალვის დღის რეგლამენტთან დაკავშირებით, მედიასთან...

დაწვრილებითDetails

21 მარტის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში წვიმა, ღამით მაღალ მთაში თოვლჭყაპი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"