მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდაში მოსახლეობა კვლავ ბალდის კანიონთანაა შეკრებილი. მათი თქმით ისინი კვლავ არ მისცემენ ინვესტორს ტერიტორიაზე შესვლის და სამუშაოების გაგრძელების უფლებას.
შეკრებილების განცხადებით, გუშინწინ, მოძრაობის წევრებს „კანიონ 350“-ის დირექტორი და თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწრდნენ.
გუშინ შეკრებილებმა საავტომობილო გზა მხოლოდ ინვესტორისა და მისი თანამშრომლებისთვის ჩაკეტეს, სხვა ყველა ადამიანს გადაადგილების უფლება ჰქონდა. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება მოსთხოვეს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
ცნობისთვის, ბალდის კანიონის მცველებს მე-12 დღეა კარავი აქვთ გაშლილი. ისინი ადგილობრივებთან ერთად რამდენიმე თვეა კანიონის გადარჩენისთვის იბრძვიან. ბალდის უნიკალური კანიონი 40 წლით კერძო პირს გადაეცა, რომელიც რუსეთთან მჭიდრო კავშირები აქვს.










