ქუთაისის თოჯინების თეატრის სპექტაკლი “მახინჯი იხვის ჭუკი” ბათუმის საერთაშორისო თოჯინების თეატრალური ფესტივალის გამარჯვებულია. სპექტაკლმა გრან-პრი მოიპოვა. ამავე სპექტაკლის რეჟისორი ნინო მაღლაკელიძე საუკეთესო რეჟისორად, მსახიობი აბელ სოსელია კი საუკეთესო მამაკაც მსახიობად დასახელდა.
ბათუმის საერთაშორისო თოჯინების თეატრალურ ფესტივალი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების მხარდაჭერით, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა, საქართველოს თოჯინების პროფესიული თეატრების გაერთიანებასთან ერთად, დააფუძნა, რომელიც წელს პირველად ჩატარდა. ფესტივალი 8 სექტემბერს გაიხსნა და 13 სექტემბერს დაჯილდოების ცერემონიით დაიხურა.
ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები, სახელოვნებო უნივერსიტეტების რექტორები, თეატრმცოდნეები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ფესტივალის დაჯილდოების ღონისძიებას უძღვებოდა ნიკა წულუკიძე.
გამარჯვებულები შვიდ ნომინაციაში გამოვლინდნენ:
1. საუკეთესო სპექტაკლი – „მახინჯი იხვის ჭუკი“;
2. საუკეთესო რეჟისურა – ნინო მაღლაკელიძე;
3. საუკეთესო სცენოგრაფია – ვახო ქორიძე;
4. საუკეთესო მუსიკალური გაფორმება – სანდრო ნიკოლაძე;
5. საუკეთესო მსახიობი ქალი – ირინა კუბანსკი;
6. საუკეთესო მსახიობი კაცი – აბელ სოსელია;
7. ქართული კრიტიკის პრიზი – „80 000 კილომეტრი წყალქვეშ“. კონკურსანტებს აფასებდა საერთაშორისო ჟიური პოლონეთიდან, თურქეთიდან და ყაზახეთიდან.
ფესტივალის პირველ წელს რვა საკონკურსო და ორი არასაკონკურსო ჩვენების ფარგლებში წარმოდგენილი იყო შვიდი თეატრის ათი სპექტაკლი. მომავალში ფესტივალი გაფართოვდება და მოიცავს როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების თეატრალურ დასებს.
გარდა სპექტაკლის ჩვენებისა, ფესტივალი მსახიობებს სთავაზობდა მასტერკლასების სერიას: სასცენო მეტყველების სავარჯიშოები; თოჯინების თეატრი – ტრადიციული თურქული ჩრდილების თეატრი – ყარაგეზი; თოჯინების თეატრის დღევანდელი მდგომარეობა აზიასა და ყაზახეთში; ჩვილებისთვის განკუთვნილი სპექტაკლების შექმნა.
ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელები არიან ნიკოლოზ საბაშვილი და ირაკლი კიკვაძე. დირექტორები – იმედა თავდგირიძე და კონსტანტინე ქარქაშაძე.
ფესტივალის ფინანსური მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო, დეველოპერული კომპანია „ნექსთ გრუპი“ და ბაზის ბანკი.
ჟურნალისტ ქეთი ბერძენიშვილის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა. ცნობილი ჟურნალისტი ხანგრძლივი ავადმყოფობისა და თბილისში, ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, სტამბოლის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. მისი ოჯახი და ადვოკატები მიიჩნევენ, რომ...
ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, შიზოიდი მიშა და მისი სექტა, მორიდებით საუბრობდნენ 7 ნოემბერზე, იმედის მხეცურ დარბევაზე, სანდრო გირგვლიანის თემაზე და აჩვენებდნენ ხალხს, ვითომ ნანობდნენ, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში. მისი...
საქართველოში საქონლის ხორცი ბოლო ერთი თვის განმავლობაში კიდევ გაძვირდა. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აგროქიზიყის“ დამფუძნებელი ბექა გონაშვილი აცხადებს, პროდუქტზე ფასები საახალწლოდ კიდევ მოიმატებს. „ბოლო 3-4 კვირაა, რაც საქონლის ხორცი კიდევ გაძვირდა,...
სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, აჭარაში და გურიის რეგიონში დროგამოშვებით ძლიერი...
დანაშაულებრივი მმართველობის გამართლების მორიგი მცდელობა - მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერზე საუბრობს. არცერთი სიტყვა კანონდარღვევაზე, კერძო ტელევიზიაში უკანონოდ შეჭრაზე, მშვიდობიანი აქციების დარბევაზე, ფუნდამენტური...
ორშაბათიდან საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის განხილვას გააგრძელებს. 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მსჯელობა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. მოსამართლეთა პლენუმი კითხვებს დაუსვამს მოპასუხე და მოსარჩელე მხარეებს. მმართველი პარტია "ნაციონალური მოძრაობის," "დროას," "ახალის,"...
2027 წელი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით თხის, უფრო ზუსტად კი ცეცხლოვანი თხის წელია. ჩინური ტრადიციის თანახმად, ეს სიმბოლო სიკეთესთან, სიმშვიდესთან, შემოქმედებითობასა და შინაგან ძალასთან ასოცირდება. მომდევნო თხის წელი კი 2027 წლის...
დიმიტრის შაბათი. მიცვალებულთა ხსენება. 7 ნოემბერი (25 ოქტომბერი ) ლოცვა გარდაცვლილი ქრისტიანისათვის მოიხსენე, უფალო ღმერთო ჩვენო, სავანეთა მათ საუკუნეთა რწმენითა და სასოებითა შენითა აღსრულებული მონაი (მხევალი) შენი (სახელი) და ვითარცა...
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს. საკითხის კომენტირებისას პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, რომ დახურული ტიპის დაწესებულების (რომელშიც განთავსებულია...
ჩვენი სიმშვიდისა და ბედნიერებისთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა გვიქმნის სახლში უსიამოვნო გარემოს და გვართმევს დადებით განწყობას. გოგა მანია ასახელებს ნივთებს, რომელთა სახლში შენახვასაც არ არის კარგი. 10 ნივთი, რომელთა მოშორებაც სასურველია...