61 წლის ასაკში, “როქსეტი” მარი ფრედრიქსონი გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით გარდაცვალების მიზეზი კიბოსთან 17 წლიანი ბრძოლა გადა.
მარი ფრედრიქსონი 1980 და 1990-იან წლებში, მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი პოპულარული და წარმატებული ჯგუფი Roxette ჩამოაყალიბა, ის იყო პოპ მუსიკოსი რომელიც, საცეკვაო მუსიკის ელემენტებსაც უხამებდა. 1991 წელს დუეტი უკვე გამოდიოდა მრავალათასიან სტადიონებზე მსოფლიოს გარშემო. 1992 წლის ალბომი Tourism: Songs from Studios, Stages, Hotelrooms & Other Strange Places იქცა ნამდვილ მოვლენად შვედეთში. დღეისათვის გაყიდულია ჯგუფის ალბომის დაახლოებით 75 მილიონი ასლი.