საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას უმცროსი შვილის, გიორგი გამსახურდიას განცხადებით, არცერთ მტერზე ნაკლები, ზვიადზე და ჩვენს ოჯახზე არ დაუშავებია ჩემს ბიოლოგიურ დედას. ამის შესახებ ის “ტვიტერზე” წერს.
გიორგი გამსახურდიას თქმით, მისი ბიოლოგიური დედის მხრიდან, აბსურდული სარჩენები არ წყდება.
“სრული პასუხისმგებლობით ვამბობ,არცერთ მტერზე ნაკლები, ზვიადზე და ჩვენს ოჯახზე არ დაუშავებია ჩემს ბიოლოგიურ დედას. რასაც, დღევანდელი დღის ჩათვლით აგრძელებს. ამ ჯერზე, ჩემი დაუძლურებული ძმის წინააღმდეგ. ყოველდღიურად არ წყდება მისი აბსურდული სარჩელები,რომელიც ანელებს ცოტნეს რეაბილიტაციას”, – წერს გიორგი გამსახურდია.