11 წლის გენო პეტრიაშვილი ზუსტად 19 წლის წინ, 2005 წელს, აგვისტოში ცხინვალში გაიტაცეს და 3 თვე დატყვევებული ჰყავდათ. გათავისუფლების შემდეგ კი 11 წლის ბავშვი ისე გამოიყურება, როგორც ზრდასრული ვაჟკაცი. აუღელვებლად და მშვიდად მოაბიჯებდა.
30 წლის პეტრიაშვილი ოლიმპიური ვერცხლის და ბრინჯაოს მფლობელია. ასევე 3-გზის მსოფლიოს ჩემპიონი (2017, 2018, 2019), 2-გზის ბრინჯაოსა (2013, 2015) და ვერცხლის (2021) პრიზიორი. ევროპის 2-გზის ჩემპიონი (2016, 2020), 3-გზის ბრინჯაოსა (2013, 2017, 2021) და 2-გზის ვერცხლის (2018, 2019) მედლის მფლობელი.
დღეს გენო ოლიმპიადაზე ოქროსთვის იჭიდავებს!