საქართველოს პირველი პრეზიდენტის, მწერლის, მთარგმნელის, დისიდენტის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას გარდაცალებიდან 29 წელი გავიდა.
ზვიად გამსახურდია 1939 წლის 31 მარტს თბილისში დაიბადა. ის 1973-1990 წლებში საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო, 1991-1992 წლებში კი საქართველოს პირველი პრეზიდენტი გახლდათ.
ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს ხობის რაიონის სოფელ ძველი ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების რამდენიმე ვერსია არსებობს.
გამსახურდიას სიკვდილი საქართველოს მთავრობამ 1994 წლის 5 იანვარს გამოაცხადა. ზოგიერთი მისი მხარდამჭერი არ იჯერებდა ამ ცნობას 1994 წლის 15 თებერვალს მისი ცხედრის პოვნამდე. ზვიად გამსახურდიას ნეშტი 24 თებერვლას გროზნოში დაასაფლავეს. 2007 წლის 3 მარტს ჩეჩნეთის ახლადდანიშნულმა პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ გამსახურდიას საფლავი, დაკარგული გროზნოში ომების პერიოდში, იპოვეს ქალაქის ცენტრში. გამსახურდიას ნეშტის იდენტურობა დაადასტურეს რუსმა ექსპერტებმა დონის როსტოვში და ის 2007 წლის 28 მარტს საქართველოში ჩამოასვენეს.
გამსახურდიას ნეშტი დაასაფლავეს 2007 წლის 1 აპრილს მთაწმინდის პანთეონში სხვა გამოჩენილ ქართველთა გვერდით. მის პატივსაცემად სვეტიცხოველში ჩატარებულ პარაკლისს ათასობით ადამიანი დაესწრო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან.
მაშინმ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ჩვენ ვასრულებთ გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებულ იქნა 2004 წელს დაგვეკრძალა პრეზიდენტი გამსახურდია მის მშობლიურ მიწაზე. ეს არის სამართლიანი და აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება.“
2013 წელს 26 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზვიად გამსახურდიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.










