თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან კლინიკა “ვივა მედიში” გადაიყავანეს. მოგვიანებით ამ ფაქტს არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.
კლინიკაში გამოკვლევებზე გადაყვანა იუსტიციის მინისტრმა გუშინ შესთავაზა. ბრეგაძემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს გაუკეთდება შეთავაზება რომ გაყვანილ იქნეს კლინიკა ვივა მედში. რაზეც მესამე პრეზიდენტმა დაასახელა გარკვეული დათქმები, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც, კლინიკა “ვივა მედში” გადაყვანას დათანხმდებოდა.
იუსტიციის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილთან კლინიკაში მნახველების დაშვება უზრუნველყოფილი იქნება კანონმდებლობის და სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციების შესაბამისად.
რაზეც, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივა მედში” გადაყვანას დათანხმდა.