,, პრესის დაცვის შესახებ რეზოლუცია აღიარებს პრესისა და სიტყვის თავისუფლებისადმი საფრთხეების ესკალაციას მთელ მსოფლიოში, მათ შორის კონფლიქტის ზონებსა და რეპრესიული რეჟიმების ქვეშ მომუშავე ჟურნალისტებისთვის ზიანის ზრდას, კიდევ ერთხელ ადასტურებს თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესის სასიცოცხლო როლს დემოკრატიის დაცვაში, ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობასა და საზოგადოების ინფორმირებაში და კიდევ ერთხელ ადასტურებს პრესის თავისუფლებას, როგორც შეერთებული შტატების მთავრობის პრიორიტეტს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კარგი მმართველობის მხარდაჭერაში, 2026 წლის 3 მაისს „მსოფლიო პრესის თავისუფლების დღის“ აღსანიშნავად. “- ნათქვამია აშშ-ის სენატში წარდგენილ რეზოლუციაში
ინფორმაცია აშშ-ის კონგრესის ვებგვერდზე განთავსდა
ამერიკელმა სენატორებმა რეზოლუცია 2026 წლის 3 მაისს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით წარადგინეს.
რეზოლუცია „მსოფლიოში თავისუფალი პრესის წინაშე არსებული საფრთხეების ზრდას აღიარებს, მათ შორის საფრთხეების ზრდას კონფლიქტის ზონებსა და რეპრესიული რეჟიმების ქვეშ მომუშავე ჟურნალისტების წინააღმდეგ“.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მონაცემებით, 2025 წელს მსოფლიოს მასშტაბით 300-ზე მეტი ჟურნალისტი დააკავეს, მათ შორის გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის” დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი.
წყარო : ინტერპრესნიუსი










