“სელფი მობაილი” ქუთაისს “გვირილობას” ულოცავს.
“ჩვენი ქუთაისის გუნდისთვის, რომელიც ყოველდღიურად თქვენ გვერდითაა, ეს დღესასწაული განსაკუთრებულია, ამიტომ გვინდა ეს დღე კიდევ უფრო პოზიტიური გავხადოთ.
დღესასწაულთან დაკავშირებით, მომხმარებლებს საჩუქრები მოვუმზადეთ:
• არსებულ აბონენტებს, აპლიკაციაში MyCellfie, 2 მაისს გელოდებათ საჩუქარი – 2GB ინტერნეტი.
• მათ კი, ვინც ჯერ არ არის ჩვენი აბონენტი, 2-9 მაისის პერიოდში, სელფის ოფისებში შესაძლებლობა გექნებათ, საჩუქრად მიიღოთ სელფის ნომერი ერთკვირიან ულიმიტო ტარიფთან ერთად”, – აცხადებენ კომპანიაში.
“ქუთაისი ჩვენთვის გამორჩეული ქალაქია თავისი უნიკალური ატმოსფეროთი. გვინდოდა, ეს სიხარული ჩვენს აბონენტებთან ერთად გაგვეზიარებინა და ყოველდღიური კომუნიკაცია კიდევ უფრო მარტივი და კომფორტული გაგვეხადა“ . – აცხადებს “სელფი მობაილის” იმერეთის გუნდის ხელმძღვანელი გიგა ახვლედიანი.










