81 წლის ასაკში ბრიტანელი დიზაინერი და აქტივისტი ვივიენ ვესტვუდი გარდაიცვალა. ინფორმაციას ოფიციალური Instagram გვერდი viviennewestwood ავრცელებს.
მისი მოდის სახლი იუწყება, რომ ვივიენ ვესტვუდი 29 დეკემბერს, მშვიდად გარდაიცვალა საკუთარი ოჯახის გარემოცვაში.
“მსოფლიოს სჭირდება ვივიენის მსგავსი ხალხი, რათა ის უკეთესობისკენ შეიცვალოს”, – წერია მოდის სახლის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.










