ავარია თელავში – მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, ვარდოშვილისა და ქეთევან წამებულის ქუჩების კვეთაზე მოხდა.75 წლამდე ასაკის ქალი შუქნიშანთან გზის გადაკვეთას ცდილობდა.
სხეულის სხვადასხვა დაზიანებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და კრიმინალისტების ჯგუფი.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ავარიის გამო ქეთევან წამებულის ქუჩაზე მოძრაობა დროებით შეფერხდა.
წყარო : პრაიმტაიმი










