“საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მათ შეუძლიათ, თვითონ გამოიწერონ ფორმები. არ არიან ვალდებული, მაინცდამაინც ჩვენ მიერ წარდგენილი ფორმა შეიძინონ. იმავე სტანდარტის, იმავე ხარისხის, იმავე ნაჭრის კონსისტენციის და მოცემულობის ფორმას თუ წააწყდებიან რომელიმე ონლაინსაიტზე, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, შეიძინონ საკუთარი შვილებისთვის, ისევე როგორც მათ შეუძლიათ, შეიძინონ ნაჭერი, როგორიც მათ მოესურვებათ, ოღონდ იმ დიზაინის და იმ მოცემულობის, რომლითაც ფორმა არის დადგენილი და შეაკერინონ შვილებისთვის ეს ფორმა. აქ რაიმე შეზღუდვა არ არის. ესეც მორიგი სპეკულაციაა, რომელიც მიზანმიმართულად ვრცელდება“ – განაცხადა გივი მიქანაძემ.
ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა – დაშავებულებს შორის არასრულწლოვანებიც არიან
გუშინ კახეთის გზატკეცილზე, რუსთავი-ლილოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის არასრულწლოვანები. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა დაეჯახა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკაში გადაიყვანეს....










