LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები

სასკოლო ფორმების გაყიდვა 1 სექტემბრიდან დაიწყება, ჩაეშვება ონლაინ პლატფორმაც – გივი მიქანაძე

დაპოსტა 2026/08/20-ში
A A
45
ნახვა
გაზიარება

ომავალი კვირიდან ჩაეშვება ონლაინპლატფორმა, რომლითაც შესაძლებელი იქნება, რომ მშობელმა თავისი შვილისთვის ფორმა ონლაინ გამოიწეროს. სასკოლო ფორმების გაყიდვა 1 სექტემბრიდან დაიწყება | აცხადებს მიქანაძე. მისივე თქმით, სარეალიზაციო პუნქტების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი მომავალი კვირიდან გახდება.

 „ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი. საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, სულ მცირე, ერთი სარეალიზაციო პუნქტი იქნება გახსნილი, სადაც ფიზიკურად ყველას შეეძლება, მივიდეს, შეიძინოს. სარეალიზაციო პუნქტების შესახებ მომავალი კვირიდან უკვე საზოგადოებისთვის საჯარო გახდება ინფორმაცია, რათა მოემზადონ და პირველი სექტემბრიდან უკვე იცოდნენ, სად უნდა მოხდეს ფორმების შეძენა… საცალო ვაჭრობის გადახდისას თუ ონლაინ შეძენისას სხვადასხვა ბანკის მიერ მოქმედებს საშეღავათო ქეშბექ პოლიტიკა, რომელზეც ასევე დეტალურად იქნება გაზიარებული ინფორმაცია. კიდევ ერთხელ საზოგადოებას შევახსენებთ ამ ფორმების სარეალიზაციო ფასს. გოგონასი თუ ბიჭის პიჯაკის ფასი არის 45 ლარი, ხოლო შარვლის, ასევე, ქვედაკაბის სარეალიზაციო ფასი, თითოეულის – 25 ლარი. ამ ფასში შედის როგორც დამზადების, ასევე ტრანსპორტირების, ლოგისტიკის და რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯები. აქ არ არის გათვალისწინებული არანაირი მოგება.
მინდა, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ეს ფორმები შეესაბამება საერთაშორისოდ დადგენილ სტანდარტებს. ისინი ჯანმრთელობისთვის უვნებელია. მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, იქნება ეს ბრიტანეთი, ავსტრალია, იაპონია, თუ სხვა, მრავალ ქვეყანაში უდიდესი მოცულობა იმ ნაჭრისა, რომელიც გამოიყენება სასკოლო ფორმისთვის, სწორედ რომ პოლიესტერს წარმოადგენს. ის ბევრად მდგრადია და ფორმას შენარჩუნების და მოქნილობის შესაძლებლობას აძლევს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ფორმების ხარისხთან დაკავშირებით არსებობს საერთაშორისოდ აღიარებული შვეიცარიული კომპანიის დასკვნა, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს ფორმა ჯანმრთელობისთვის უვნებელია. შესაბამისად, ნებისმიერი განცხადება, ნებისმიერი სპეკულაციური მოწოდება იმის შესახებ, თითქოსდა ვნებს ახალგაზრდებს, ბავშვებს, არის სრული სიცრუე. ეს არის მიზანმიმართული კამპანიის და მშობლების შეცდომაში შეყვანის კონკრეტული მცდელობა“ – განაცხადა გივი მიქანაძემ.
ჩინეთიდან სასკოლო ფორმები საქართველოში უკვე ჩამოიტანეს. პირველკლასელებისთვის გაყიდვა პირველი სექტემბრიდან დაიწყება და 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

 საჯარო სკოლების II-VI კლასის მოსწავლეები კი სასკოლო ფორმებს მიმდინარე წლის ბოლოს, ნოემბერ-დეკემბერში მიიღებენ.

გაზიარება18

დაკავშირებული -პოსტები

„რატომ ქრება აფთიაქებიდან ბიუჯეტური წამლები?“

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
“მედიკამენტების ფასები რიგ შემთხვევაში 10-ჯერ გაიაფდა” – ჯანდაცვის სამინისტრო
მთავარი

"ვფიქრობ ამ თემას თქვენი დახმარება ესაჭიროება, რათა მედიის ავტორიტეტით გახმაურდეს პრობლემა, რომელსაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი პერიოდულად განიცდის. ეს გახლავთ წამლების დეფიციტი, რომელიც განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში გვაგდებს მედიკამენტებზე დამოკიდებულებს, პრობლემა ახალი...

დაწვრილებითDetails

ეკა კუპატაძე მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
ნია იმნაძის სახლში ფარული მოსასმენი იყო დამონტაჟებული, „მეტასთანაც“ თანამშრომლობდა პროკურატურა და მისი ტელეფონიდან მასალები აღდგა, ანასტასია ბერუაშვილი კი ჩვენებაში ამბობს, რომ თავდასხმის შესახებ იცოდა – გიგა ავალიანის დედა
მთავარი

"სულ მეფიქრება, ამათგან ვინ უფრო საშიშია საზოგადოებისთვის? ყოველთვის ცალსახად მივდივარ ერთ დასკვნამდე: მერაბ მალანია და მისი ცოლ-შვილი", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე წერს. "დღევანდელ პოსტს...

დაწვრილებითDetails

რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტი დროებით აკრძალა

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
ღვინის 58 ნიმუშში დარღვევა გამოვლინდა
ეკონომიკა

რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტი დროებით აკრძალა - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ფედერალური ზედამხედველობის სამსახურის წერილზე დაყრდნობით აქვეყნებს. bpn-ის ცნობით, აკრძალვა შეეხებათ შემდეგ კომპანიებს:  „თელიანი ველი“; „თბილღვინო“;...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის ციხეში “ტვ პირველი” ერთ კვირაზე მეტია გათიშულია – ზურაბ ცეცხლაძე

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
მოედება მთელს ციხეს – გეგუთის ციხეში 90 პატიმარი ინფიცირებულია
მთავარი

პატიმარ ზვიად ცეცხლაძის მამა, ადვოკატი ზურაბ ცეცხლაძე ამბობს, რომ ქუთაისის ციხეში ერთი კვირაა, რაც "ტვ პირველი" გათიშულია - ცეცხლაძის თქმით, ამის შესახებ პატიმრებმა მაშინ უთხრეს, როცა ქუთაისის ციხეში გიორგი კვიცარიძის...

დაწვრილებითDetails

“შპს „ბიტექსჩეინჯი“ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესისა და სხვა არაერთი დარღვევისთვის დაჯარიმდა”- ეროვნული ბანკი

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
ეროვნული ბანკი ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმაც დატოვა
მთავარი

საქართველოს ეროვნული ბანკი შპს „ბიტექსჩეინჯის“ დაჯარიმებასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შპს „ბიტექსჩეინჯი“ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესისა და სხვა არაერთი დარღვევისთვის დაჯარიმდა. „ეროვნული ბანკი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა, ნერვიულობისგან დაიღუპა მძღოლიც

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, ამის გაგების შემდეგ ნერვიულობისგან დაიღუპა ავტომობილის მძღოლიც. ავარია 30 სექტემბერს მოხდა. ავტომობილის დაჯახების შედეგად მძიმედ დაშავებული მამაკაცი რამდენიმე დღე საავადმყოფოში იმყოფებოდა,...

დაწვრილებითDetails

“სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა არ უსმენს იმას, რასაც ევროკავშირი ამბობს ” – პაველ ჰერჩინსკი

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
8 ნოემბერს ვნახავთ გაფართოების პირველ ანგარიშს, რომელიც აჩვენებს, თუ სად მიაღწია საქართველომ პროგრესს და სად არის საჭირო შემდგომი მუშაობა – ევროკავშირის ელჩი
მთავარი

უკვე ორ წელიწად-ნახევარია, რაც საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ტრაექტორია შეცვალონ თუ სერიოზულად დაინტერესებული არიან ოდესმე ევროკავშირში გაწევრიანებით, ყველა ჩვენი მოწოდება უგულებელყოფილია და უპრეცედენტო თავდასხმაა ევროკავშირზე, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა,...

დაწვრილებითDetails

“საფრანგეთში აქციებზე პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ…კომენტარიც არ გაუკეთებიათ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ’- ლევან მაჭავარიანი

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
“ეს არის ფიზიკური და სულიერი გადარჩენის არჩევნები… შემაჯამებელ ღონისძიებაზე ველოდებით ასობით ათას ჩვენს თანამოქალაქეს“ – ლევან მაჭავარიანი
მთავარი

როდესაც ჩვენი გუნდი ევრობიუროკრატებს ორმაგ სტანდარტში, სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელებაში ამხელს, ეს ყოველთვის კონკრეტულ ფაქტებსა და არგუმენტებს ეფუძნება, - წერს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, სოციალურ...

დაწვრილებითDetails

“რაც მარტა კოსმა თქვა, გულდასაწყვეტია და პერსონალურად ძალიან მამწუხრებს, მაგრამ ეს ამჟამინდელი მთავრობის თანმიმდევრული ქმედებების, კანონმდებლობების და ანტი-ევროპული რიტორიკის შედეგია” – პაველ ჰერჩინსკი

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
8 ნოემბერს ვნახავთ გაფართოების პირველ ანგარიშს, რომელიც აჩვენებს, თუ სად მიაღწია საქართველომ პროგრესს და სად არის საჭირო შემდგომი მუშაობა – ევროკავშირის ელჩი
მთავარი

ევროკომისიის გაფართოების ანგარიში სამ კვირაში იქნება გამოქვეყნებული, წინა ანგარიში გამანადგურებელი იყო საქართველოსთვის და მას შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა , - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან საუბარში...

დაწვრილებითDetails

“ევროკავშირი – საქართველოს მჭიდრო კავშირს ბოლო პერიოდის ანტიევროპული რიტორიკა ძალიან აზიანებს, თუმცა ვერ შეცვლის…გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს”- პაველ ჰერჩინსკი

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
,,ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ირაკლი კობახიძის მთავრობასთან იქნება ისეთივე წარმატებული, როგორც მის წინამორბედ მთავრობასთან” – პაველ ჰერჩინსკი
მთავარი

ევროკავშირისა და საქართველოს მეგობრობა საქართველოს დამოუკიდებლობიდან იწყება, მართალია ამ მჭიდრო კავშირს ბოლო პერიოდის ანტიევროპული რიტორიკა ძალიან აზიანებს, თუმცა ვერ შეცვლის! - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თელავში, ევროკავშირის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"